x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბრიტანელმა ქალმა ქმარს მამამთილთან უღალატა და ახლა ტყუპებს ელოდება
image

ახალგაზრდა მამაკაცი დიდი ბრიტანეთიდან ცოლს დაშორდა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მამამისთან რომანი ჰქონდა.


22 წლის დეკლან ფულერს, ქალაქ ტრეჰერბერტიდან, სამხრეთ უელსი, 2022 წლის შემოდგომიდან ეჭვი გაუჩნდა, რომ ცოლის სტეფანი ღალატობდა. იმ პერიოდში მათთან სახლში საცხოვრებლად გადავიდა დეკლანის 44 წლის განქორწინებული მამა, დარენი. ფულერი მეუღლესთან და ორი წლის ქალიშვილ უილოუსთან ერთად ცხოვრობდა. ორი თვის შემდეგ, დეკლანმა, სამსახურში ყოფნისას, გადაწყვიტა აპლიკაციის გამოყენებით დაკავშირებოდა ბავშვის თვალის დევნებისთვის სახლში დამონტაჟებულ ვიდეოძიძას . ის ამტკიცებს, რომ დაინახა სტეფანი "როგორ შეიპარა მამამთილის ოთახში შუადღის სადლის შემდეგ სწრაფი სექსისთვის".

image


დეკლანმა ცოლს უამბო იმის შესახებ, რაც ნახა, მაგრამ მან თქვა, რომ მამამთილთან ერთად "სიმფსონებს" უყურებდა ტელევიზორში. მოტყუებულმა ქმარმა არ დაიჯერა ეს ამბავი და ცოლთან და მამასთან ურთიერთობა გაწყვიტა. "ეს უბრალოდ ამაზრზენია. როგორ შეძლო საკუთარ მამამ ამის გაკეთება? ეს ყველაფერი საპნის ოპერის სიუჟეტს წააგავს. ცივად რომ არ მეაზროვნა, ახლა ის უკვე ღრმად მიწაში იდებოდა ", - თქვა დეკლან ფულერმა.


ამის შემდეგ სტეფანიმ და მამამთილმა დარენ ფულერმა ერთად დაიწყეს ცხოვრება. თუმცა, ის მაინც უარყოფს რომანს და ამტკიცებს, რომ მისი რომანი მამამთილთან დაიწყო დეკლანის მიტოვებიდან ერთი კვირის შემდეგ, რომელიც ნაკლებად, რომ ვინმეს სჯერა, მით უმეტეს, თუნდაც ასე იყოს, შემდგომი ურთიერთობაც ამორალურია.

image

2023 წლის მაისში სტეფანი ფულერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ორსულად იყო ტყუპებზე. მისი ახალი რჩეული, რომელიც თითქმის ერთი წელია უმუშევარია, მომხდარ სიტუაციაზე კომენტარს არ აკეთებს.


ყოფილი ცოლის, სტეფანის შვილები დეკლანის ნახევარძმები(ან დები) გახდებიან. ამავდროულად, სტეფანი და დეკლანის ქალიშვილს ერთდროულად ეყოლება როგორც ნახევარ ძმა ან და, ასევე მამიდა ან ბიძა, ან ორივე ერთად, თუ ტყუპი ქალ-ვაჟი დაიბადა.

image

1
248
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
248
  
2023, 4 ივნისი, 23:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1