საქართველო
"ეს რასაც და რისთვისაც კადრულობს უკვე, სახელი აქვს..... "- ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი
2023, 3 ივნისი, 15:39
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და მას "მავნებლობაში" სდებს ბრალს:
"უბრალოდ მოუსმინეთ და კომენტარი თქვენთვის მომინდვია! ასე როგორ უნდა დაეცე და ვერ გადაიტანო ის, რომ გადაგირჩიეს! "ხვალ ვივამედდან მისვლა რა საჭიროაო" პრაქტიკულად ამას ამბობს, პარტიის მიერ -მესამე პრეზიდენტის გულშემატკივრების მიერ, უკვე დაანონსებულ აქციაზე ბედავს და ასე საუბრობს .... ჰოდა აი ზუსტად ამას აკეთებდა ერთი წლის წინაც, ზუსტად ამას! აი ასე მავნებლობდა.......აი ამას ჰქვია სრული ლუსტრაცია!!!!!ეს რასაც და რისთვისაც კადრულობს უკვე, სახელი აქვს გამოკვეთილი!!!"- წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში და ნიკა მელიას ინტერვიუდან ფრაგმენტს აზიარებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ 3 ივნისის "ნაცმოძრაობის" მიერ "ვივამედთან" დაგეგმილ აქციას "არაგონივრული" უწოდა და განაცხადა რომ მიხეილ სააკაშვილს უწყვეტი აქციები სჭიდება, მელიას თქმით, ბევრი ადამიანისთვის სააკაშვილი ცარიელი აღმნიშვნელი გახდა, რომელიც ინსტრუმენტალიზაციის მსხვერპლია:
"გაუგებარია რას აკეთებენ, ეს იყო დაკვეთა?! ის მაინც თქვან, რომ შევცდით. შთაბეჭდილება მრჩება, რაღაცის მოსანიშნად ოღონდ აქტივობაში ჩაეთვალოთ აკეთებენ ამას. რას ემსახურება ეს აქცია „ვივამედის“ ეზოში? არ არის მართებული ის რასაც აკეთებენ. არაგონივრულია ის, რაც კეთდება ხვალ, ეს არ სჭირდება მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილს სჭირდება უწყვეტი აქციები. ბევრი ადამიანისთვის სააკაშვილი გახდა ცარიელი აღმნიშვნელი, რომელიც ინსტრუმენტალიზაციის მცხვერპლია", - განაცხადა მელიამ.