კინო მან მხოლოდ 3 ფილმში ითამაშა - გოგა ფიფიას ოჯახური ტრაგედია და ნაადრევი სიკვდილი 2023, 3 ივნისი, 12:46
დღეს, 3 ივნისს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდებოდა არაპროფესიონალ მსახიობს, პროფესიით ექიმს გოგა ფიფიას, მან სულ სამ ფილმში ითამაშა, თუმცა სამუდამოდ დაამახსოვრა თავი ქართველ მაყურებელს, რა თქმა უნდა პირველ რიგში გვახსოვს საკულტო ფილმიდან "როცა აყვავდა ნუში", სადაც ბრწყინვალედ შეასრულა ლექსოს როლი.
"თუ მსახიობის ოსტატობაზე ვისაუბრებთ, ქალბატონი ლანას დამსახურებაა, რომ გოგა ფიფიამ, რომელიც არ იყო მსახიობი, როლი ზუსტად "გააკეთა". მაგას უფრო ვაფასებ, ვიდრე ჩემს პრანჭიკელობას - გაბუშტული ტუჩებითა და ბაკენბარდებით. (ზურა ყიფშიძე) შემდეგ იყო არანაკლებ პოპულარული ფილმი ანსამბლ "მზიურზე", სადაც გოგა ფიფია სპორტსმენის პიონერთა რაზმის ხელმძღვანელის როლს ასრულებს. ასევ ითამაშა ფილმში "მშვიდობიანი დღეები"(კადრი ფილმიდან) გოგამ 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1979-1981 წლებში მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის კათედრაზე გაიარა ორდინატურა. 1981-1983 წლებში იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, 1983-1988 წლებში — ჯერ უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1990 წლიდან დოცენტი, 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა კათედრას. ავტორია 29 სამეცნიერო ნაშრომისა თორაკო-აბდომინალურ საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია: „ტრანსკუტანური ჰეპატოქოლანგიოგრაფია ობტურნაციული სიყვითლეების დროს"(1989), „ექოგრაფია და ტრანსკუტანური ჰეპატოქოლანგიოგრაფია ობტირაციული სიყვითლეების დროს" (1998). 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე — „ტრანსკუტანური ჰეპატოქოლანგიოგრაფია ობტურნაციული სიყვითლეების დროს". 1999 წელს გაიარა სადოქტორო დისერტაციის აპრობაცია: „კეთილთვისებიანი სიყვითლეების მკურნალობა და დიაგნოსტიკა". გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2012 წლის 12 თებერვალს თბილისში. გთავაზობთ ინტერვიუს გოგა ფიფიას ქალიშვილთან ნანა ფიფიასთან, რომელიც AMBEBI.GE-მ ჩაიღო.ჩაწერა. ნანას ოჯახის ტრადიცია აღარ გაუგრძელებია - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და წლებია უმაღლეს სასწავლებელში ინგლისურ ენას ასწავლის. უმუშავია სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათ შორის, სოროსის ფონდში, სკოლის დირექტორად, ხანგრძლივად კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მსახურობდა. ნანა ფიფია ახლა ჩვენთან ერთად იხსენებს მამას... - პოპულარობა ფილმებმა მოუტანა და თვითონაც მოსწონდა ეს ამბავი... ცეკვა უყვარდა ძალიან. ერთხელ, ქორწილში უნახავს ნინო რამიშვილს მისი ცეკვა და უთქვამს, ანსამბლში მოდიო, მაგრამ უარი უთხრა: მე სხვა სპეციალობა მაქვს არჩეული, კოსმონავტობაზეც არ მიფიქრია, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ექიმი უნდა გავმხდარიყავიო... - ეს ალბათ მისი ბაბუის, ეგნატე ფიფიას დამსახურება იყო... - ოჯახში ყველა ექიმი ჰყავდა. ეგნატე გიჟდებოდა გოგაზე. მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა გოგასაც. მისი ყველაზე საყვარელი შვილიშვილი იყო... ლანა ღოღობერიძის ფილმში რომ იღებდნენ, ეგნატე თურმე ცუდ ხასიათზე ყოფილა, ლანას სცენარი უნდა შევაცვლევინოო, არ მოსწონდა გოგას გმირი, ლექსო ავარიაში რომ ხვდებოდა. ფილმი "მზიური" კი ძალიან მოსწონდა - აქ გოგა რა კარგად მღერისო. მე კი არა, ჩემს ნამღერს ნუგზარ კვაშალი ახმოვანებსო - მამა ეუბნებოდა, მაგრამ ბაბუა იხტიბარს არ იტეხდა. ვერ არწმუნებდა, რომ თვითონ არ მღეროდა... მამა ფილმების გადაღებებს ხალისიანად იხსენებდა... სესილია თაყაიშვილთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ეგონა, რომ მართლა მისი ბებია იყო... არაჩვეულებრივმა და დიდმა მსახიობმა ხელი შეუწყო, რომ როლი თავისუფლად ეთამაშა. ზურა ყიფშიძე კი მისი უახლოესი მეგობარი იყო... ლანა ღოღობერიძემ მამა ლიძავაში აღმოაჩინა, სადაც სახლი გვქონდა და ერთხელაც მისი ცეკვა რომ ნახა, მაშინვე მიუღია გადაწყვეტილება, რომ ფილმში როლზე აეყვანა. არადა, გოგა იხსენებდა - დაუფიქრებლად ვიცეკვე და რაღაც კარგი გამოვიდაო... საერთოდ, ქალბატონი ლანას მადლიერი იყო, ყოველთვის პატივისცემით იხსენებდა. ისიც ჩვენს ოჯახს კარგად იცნობდა... - ბაბუას რომ მოსწონდა შვილიშვილის ფილმში "ნამღერი", რეალურ ცხოვრებაში თუ მღეროდა? - კი, მაგრამ სასცენოდ არა... კარგი დროის გატარება უყვარდა. პატარა რომ ვიყავი, ჩვენთან სახლში წვეულებები იმართებოდა, ბევრი ცნობილი და გამოჩენილი ადამიანი, - პოეტები, მუსიკოსები მოდიოდნენ... რომა რცხილაძე ერთ-ერთ სიმღერაზე ამბობდა, ამის მუზა გოგასთან სახლში მომივიდა და დავწერეო... მოკლედ, ჩვენთან ჟღერდა მუსიკა, პოეზია, როიალი, გიტარა. ხომ გეუბნებით, ამ საოცარი კულტურული შეკრებების მოწმე ვარ... გოგა რომ გარდაიცვალა, კოტე ყუბანეიშვილმა გულისამაჩუყებელი ლექსი მიუძღვნა. ყველა თაობის ადამიანთან მეგობრობდა. თავისი ურთიერთობა ჰქონდა კლინიკის დარაჯთან, ექიმებთან, ექთნებთან - ყველას ურეკავდა, მოიკითხავდა, ადამიანების გასაჭირზე დარდობდა... ჩვენს ოჯახში 1991 წელს ტრაგედია დატრიალდა - ჩემი ძმა ვატო ფიფია (ბაბუის სეხნია) 12 წლის ასაკში გარდაიცვალა(განაგრძე კითხვა) 886 2-ს მოსწონს
|