x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
თუ საქმის წამოწყებას აპირებთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ – 7 სასარგებლო რჩევა

ნებისმიერ წამოწყებაში, თუ უკვე არსებულ საქმეში, წარმატების მოსაპოვებლად, ყველაზე მთავარი ნეგატიური ჩვევების და სტერეოტიპებისგან გათავისუფლება არის და კიდევ, ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარ თავში, სამყაროსადმი სწორი დამოკიდებულების და ხედვის გამომუშავება. ამის მისაღწევად კი, ქვემოთ მოცემული 7 რჩევა უნდა გავითვალისწინოთ:


image


1. ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას

როგორც მარკ ტვენი იტყოდა, «ჩვენი პრობლემების მიზეზი, ის კი არ არის, რომ რაღაც არ ვიცით, არამედ ის, რაშიც დარწმუნებულები და შეცდომაში შეყვანილები ვართ». ყველაფერი, ყოველთვის ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და არ შეიძლება მომხდარის შესახებ, დასკვნის ნაჩქარევად გაკეთება. ასეთ შემთხვევაში, ადამიანი უკვე შექმნილ წარმოდგენებს ეყრდნობა და ნაკლებ ყურადღებას იჩენს მომხდარისადმი. შედეგად, – მცდარი სტერეოტიპების ტყვეობაში ხვდება.


2. ნუ მოახდენთ დრამატიზებას

ბევრი, მცირე წარუმატებლობას, კატასტროფად აღიქვამს და შესაბამისად იქცევა. ასეთი ჩვევა განგაშს წარმოქმნის, რომელიც სინამდვილეში, ან არ არსებობს, ან იმდენად მცირეა, რომ ნერვიულობადაც კი არ ღირს.


3. ნუ მოიგონებთ წესებს

«უნდა» და «საჭიროს» 99%, რის ვალდებულებასაც საკუთარ თავს ვაკისრებთ — უსარგებლოა. ყოველივე ამის შედეგი კი, მხოლოდ ნერვიულობა და დანაშაულის გრძნობაა. რატომ უნდა დაიტანჯოთ თავი წარმოსახვითი, უსარგებლო შეზღუდვებით?


4. ნუ იქნებით პერფექციონისტი

სამყარო დუალისტური არ არის. თეთრი და შავი ფერის გარდა, სხვა ფერებიც არსებობს... და ამის მსგავსად, არსებობს უამრავი შესაძლებლობა. უბრალოდ, ადამიანს უნდა შეეძლოს «კმარას» თქმა... თუ იდეალური სამუშაოს ძებნას დაიწყებთ, სავარაუდოდ, მას ვერასდროს იპოვით. ამასთან, ძიების პროცესში, სხვა სამუშაოები, უფრო ცუდად მოგეჩვენებათ, ვიდრე სინამდვილეში შეიძლება იყოს. თუ იდეალური ურთიერთობების ძებნას დაიწყებთ, სავარაუდოდ, ცხოვრებას მარტოობაში გაატარებთ. პერფექციონიზმი — «მენტალური დაავადებაა», რომელიც ცხოვრებით ტკბობის საშუალებას არ იძლევა, რადგან ის ყოველ ჯერზე, ისეთი რაღაცის მოსაძებნად გაგიშვებთ, რაც სინამდვილეში არ არსებობს.


5. ნუ განაზოგადებთ

ერთი, ორი, და თუნდაც, 3 წარუმატებლობა — გამუდმებული მარცხის ნიშანი ვერ იქნება. ისე როგორც, ერთეული გამარჯვება, ვერ იქნება მუდმივად წარმატებულობის გარანტია. ერთჯერადი მოვლენა — კარგი, თუ ცუდი — ხანგრძლივი ტენდენციის მაჩვენებლად ვერ განიხილება. ყოველი მოვლენა, გარკვეული ობიექტური რეალობის შედეგია, დროში და სივრცეში, რომელიც არასდროს მეორდება.


6. ნუ მიეცემით აპათიას

ოპტიმიზმში ივარჯიშეთ – ყოველთვის კარგის იმედი იქონიეთ. თუ ცუდი რამის მოლოდინში იქნებით, მას აუცილებლად მიიღებთ. ნეგატიური განწყობა — იგივეა, რომ სამყაროს ისე უყუროთ, როგორც საკუთარ თავს მრუდე სარკეში. თქვენ მასში მხოლოდ ნაკლს დაინახავთ, პოზიტივი კი შეუმჩნეველი დარჩება... და კიდევ, თუ პოზიტივის ძებნას დაიწყებთ, მასაც აუცილებლად მიაგნებთ.


7. ნუ იცხოვრებთ წარსულით

ეს რჩევა ყველაზე მთავარია, აქ მოცემულ რჩევებს შორის: დაივიწყეთ ყველაფერი და ცხოვრება გააგრძელეთ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰაკერმა ვატიკანის არქივში "შეაღწია" და კაცობრიობის რეალური ისტორიის შესახებ, ინფორმაცია მოიპოვა

* იდუმალი არტეფაქტი, რომელიც ტურისტმა ტიბეტში აღმოაჩინა

* დედამიწაზე ჩვენამდე, 3 სხვა ცივილიზაცია არსებობდა



1
84
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
84
  
2023, 2 ივნისი, 23:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1