სხვა
10 საინტერესო ფაქტი ოლიმპიადის შესახებ
2023, 1 ივნისი, 18:24
ოლიმპიური თამაშები ოთხ წელიწადში ერთხელ, ქალაქ ოლიმპიაში ტარდებოდა;
პირველი თამაშები ძვ.წ. 776 წელს ჩატარდა;
ოლიმპიურ თამაშებს რელიგიური დატვირთვა ჰქონდა და პირვანდელი სახით ახალი წელთ აღრიცხვის 393 წლამდე იმართებოდა, სანამ ის იმპერატორმა თეოდოსიუს პირველმა არ აკრძალა;
თავდაპირველად ათლეტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ჭიდაობაში, კრივში, სირბილში, შორ მანძილში ხტომაში, შუბისა და ბადროს ტყორცნაში;
თავდაპირველად შეჯიბრებაში მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცები მონაწილეობდნენ;
პირველ ოლიმპიელებს მხოლოდ დაფნის გვირგვინით ამკობდნენ, ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში ათენმა თავისი გამარჯვებული ათლეტებისთვის 500 დრაჰმა დააწესა (დღევანდელი ანგარიშით, დაახლოებით ერთი მილიონი დოლარი);
მანდილოსნებმა პირველად 1900 წელს მიიღეს მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში;
მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის სპორტსმენებმა თამაშებში პირველად მონაწილეობა 1908 წელს მიიღეს;
ოლიმპიური ალამი პიერ დე კუბერტენმა შექმნა: თეთრ ფერზე გამოსახული ხუთი ერთმანეთზე გადაჯაჭული რგოლი (ცისფერი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი) ხუთ კონტინენტს განასახიერებს;
ოლიმპიური ემბლემის დევიზია: „უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერი.“
საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ოლიმპიურ თამაშებში 1994 წლიდან მონაწილეობს და ამ დრომდე 33 მედელი აქვს მოპოვებული.