x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თაღლითური ბლეფია, ოღონდ უფრო მასშტაბური" - რა გეგმაზე საუბრობს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც ხელისუფლების მორიგი, მასტაბური თაღლითური გეგმის შესახებ წერს და საზოგადოებას არწმუნებს რომ ნატოსა და ევროკავშირზე უარის თქმის სანაცვლოდ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დაბრუნების" თემას ხელისფლება მორიგი არჩევნების მოსაგებად და ქვეყნის საბჭოთა კავშირში შესატყუებლად გამოიყენებს:


"მიკვირს, როდესაც საზოგადოების ნაწილი სერიოზულად მსჯელობს იმაზე, რომ შესაძლოა რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო “დაგვიბრუნოს” ნატოსა და ევროკავშირზე უარის თქმის სანაცვლოდ.


ეს ისეთივე თაღლითური ბლეფია, ოღონდ უფრო მასშტაბური, როგორიც წინა არჩევნებზე “გარეჯი საქართველოა” იყო და რომლის გათამაშებასაც ხელისუფლება შეეცდება ჩვენს საბჭოთა კავშირში შესატყუებლად და მორიგი არჩევნების მოსაგებად.


უნდა გვესმოდეს, რომ ამ თემაზე თეორიული მსჯელობაც კი ხელისუფლების ინტერესებშია…"- წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.






0
472
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
472