x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Vin Mariani - კოკაინიანი ღვინო, რომელსაც სვამდნენ რომის პაპები, მწერლები და პოლიტიკოსები

დღესდღეობით კოკაინი აბსოლუტურ ბოროტებად ითვლება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. მე-19 საუკუნეში სამხრეთ ამერიკული კოკას მცენარის ფოთლებიდან მიღებული ნარკოტიკული ნივთიერება ძალიან ფართოდ და საკმაოდ ლეგალურად გამოიყენებოდა. კოკაინი მრავალი წამლის ნაწილი იყო და 1863 წელს გაყიდვაში გამოჩნდა პირველი კოკაინის ღვინო Vin Mariani.image

ვინ მარიანის ღვინის გამომგონებელმა - იტალიელმა მეღვინემ, ქიმიკოსმა და მეწარმე ანჯელო მარიანმა (1832-1914) სასმელს თავისი სახელი დაარქვა, რადგან ის არა მხოლოდ მწარმოებელი, არამედ უნიკალური რეცეპტის შემქმნელიც იყო. ბორდოს ღვინოების საფუძველზე უჩვეულო ღვინოს ამზადებდნენ, მაგრამ მას კოკას ფოთლის ექსტრაქტი, ცოტა კონიაკი და შაქარი ემატებოდა.image
პროდუქტის სრული სახელი იყო Vin tonique Mariani à la Coca de Pérou და, იმდროინდელი კლასიფიკაციის მიხედვით, ეს იყო მატონიზირებელი - გამამხნევებელი სასმელი, რომელიც აუმჯობესებს სხეულის ტონუსს. ევროპაში სიახლე ენთუზიაზმით მიიღეს. ძვირადღირებული კოკაინის ღვინო მაშინვე შეუყვარდა შემოქმედებით ელიტას.

ვინ მარიანის თაყვანისმცემლებს შორის იყვნენ მწერლები ანატოლ ფრანსი, ჰაინრიხ იბსენი, ალექსანდრე დიუმას ვაჟი, ემილ ზოლა, არტურ კონან დოილი, ჟიულ ვერნი და დიდი მეცნიერი თომას ედისონი. ღვინო ვატიკანშიც მოეწონათ. ორი პაპი - ლეო XIII და პიუს X იყვნემ მისი მგზნებარე თაყვანისმცემლები.

პაპი ლეო XIII
image
იქამდე მივიდა, რომ ლეო XIII-მ საჯაროდ გამოაცხადა ღვინის დადებითი თვისებები და გემო, ხოლო პიუს X-მა მარიანს ოქროს მედალი გადასცა დამსახურებისთვის. ღვინო არ მოსწონდა მხოლოდ კათოლიკურ ელიტას - საფრანგეთის მთავარმა რაბინმა ცადიკ კანმა ერთხელ თქვა: „ჩემი ტრანსფორმაცია დასრულდა! ილოცეთ მარიანის ღვინისთვის!"

კოკაინის ღვინომ ევროპა სწრაფად დაიპყრო, მაგრამ ამერიკასთან გაყიდვები ნაკლები იყო. მალე ანჯელო მარიანი მიხვდა რატომაც. ვინ მარიანი 30 მილილიტრ ღვინოზე მხოლოდ 6 მილიგრამ კოკაინს შეიცავდა. ამერიკელები მიჩვეულები არიან კოკაინის უფრო ინტენსიურ კოქტეილებს – ყიდულობდნენ სასმელს 30 მილილიტრზე 10 მილიგრამით.image
ღვინის შემქმნელს სპეციალურად ამერიკული ბაზრისთვის თავის ღვინოში წამლის დოზის გაზრდა მოუწია. განახლებულმა კოკაინის ღვინომ აღფრთოვანება გამოიწვია ამერიკელებს შორის. ტონიკის ერთ-ერთი დიდი მოყვარული იყო აშშ-ის მე-18 პრეზიდენტი ულისეს გრანტი.

ცოტა მოგვიანებით, მარიანმა შექმნა კიდევ უფრო კონცენტრირებული ვერსია, რომელიც ცნობილია როგორც "მარიანის ელექსირი". ეს იყო იგივე ღვინოზე დაფუძნებული პროდუქტი, მაგრამ უკვე სამჯერ მეტ კოკაინს შეიცავდა! თუ ადამიანი დღეში სვამდა მწარმოებლის მიერ რეკომენდებულ 60 მილილიტრ ტონიკს, მაშინ კოკაინის დოზა იყო 20 მილიგრამი და ეს უკვე ბევრია.image
მე-20 საუკუნის დასაწყისში კოკაინის წინააღმდეგ კანონების გამკაცრებამ დაასრულა ვაინ მარიანის ტრიუმფი. ჯერ სასმელში „აქტიური ნივთიერების“ რაოდენობა უნდა შემცირებულიყო, შემდეგ ქვეყნებმა კოკაინის ღვინის ბაზრების დახურვა დაიწყეს. თანდათან სასმელი თითქმის ყველგან აკრძალეს და მისი წარმოება შეჩერდა.





0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0