თუ ოდესმე ყოფილხართ იაპონიაში, ალბათ უკვე იცით, რამდენად საოცარია ეს ქვეყანა თავისი კულტურით თუ ბუნებით. წარმოგიდგენთ 15 ადგილს იაპონიაში, რომელსაც ტურისტები (და არმხოლოდ) მუდამ სტუმრობენ:
1. შიბაზაკურას მინდვრები
შიბაზაკურა იშვიათი ვარდისფერი და თეთრ-მეწამული ხავსია, რომელიც იზრდება ფუჯის ხუთი ტბის ტერიტორიაზე. ყოველწლიურად, აპრილიდან ივნისამდე, ამ არაჩვეულებრივი ფენომენის პატივსაცემად იმართება ფუჯი შიბაზაკურას ფესტივალი.![ულამაზესი იაპონია- ტურისტების
ფავორიტი 15 ადგილი ამომავალი მზის
ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023052915310689693.jpg)
2. საგანოს ბამბუკის კორომი, არაშიიამას პარკი, კიოტო.
როგორც ჩანს, საგანოს ბამბუკის ტყე ტურისტებს სულ სხვა რეალობაში გადაჰყავს. გარდა იმისა, რომ თავად მაღალი ბამბუკის ღეროები ქარის დროს შთამბეჭდავად გამოიყურება, ისინი ასევე გამოსცემენ ხმებს, „იწყებენ სიმღერას“, როგორც ადგილობრივები ამბობენ.![ულამაზესი იაპონია- ტურისტების
ფავორიტი 15 ადგილი ამომავალი მზის
ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023052915324389693.jpg)
3. 4, 5 მილიონი კესანეს ველი ჰიტაჩის პარკში
ჰიტაჩის პარკი მდებარეობს ტოკიოს პრეფექტურის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კუნძულ ჰონშუზე. ჰიტაჩის პარკის მოსანახულებლად საუკეთესო დროა სექტემბერი, როდესაც აქ 4, 5 მილიონი კესანე ყვავის.
![ულამაზესი იაპონია- ტურისტების
ფავორიტი 15 ადგილი ამომავალი მზის
ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023052915340489693.jpg)
4. გლიცინიას გვირაბი კავაჩის ფუჯიის ყვავილების ბაღში
იაპონური ბაღი კავაჩი ფუჯი მდებარეობს კიუშუს ჩრდილოეთ ნაწილში, ფუკუოკას მახლობლად. უმჯობესია ამ ადგილის მონახულება აპრილის ბოლოს, როდესაც გლიცინია ყვავის.![ულამაზესი იაპონია- ტურისტების
ფავორიტი 15 ადგილი ამომავალი მზის
ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023052915370389693.jpg)
5. მდინარე კავაგოეში
ქალაქი კავაგოე განთქმულია თავისი ულამაზესი მდინარეებით, სწორედ კავაგოეში იყო მე-17 საუკუნეში ციხესიმაგრე და შოგუნალების გვარდიის უფროსის ოფიციალური რეზიდენცია.![ულამაზესი იაპონია- ტურისტების
ფავორიტი 15 ადგილი ამომავალი მზის
ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023052915392589693.jpg)
6. ფუშიმი ინარი ტაიშას სალოცავი.
კიოტოს ერთ-ერთი მთავარი შინტოს სალოცავი, აქ მთავარი ღირსშესანიშნაობაა ათასობით წითელი რიტუალური კარიბჭე, რომელიც გადის გზის ორივე მხარეს, მისი სიგრძე 4 კმ-ზე მეტია.![ულამაზესი იაპონია- ტურისტების
ფავორიტი 15 ადგილი ამომავალი მზის
ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023052915405589693.jpg)
7. ნაკასენდოს ბილიკი
კიოტოდან ედოსკენ მიმავალი ძველი შემოვლითი ბილიკი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მე-17 საუკუნეში ვაჭრობისთვის.![ულამაზესი იაპონია- ტურისტების
ფავორიტი 15 ადგილი ამომავალი მზის
ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023052915431489693.jpg)
8. ნატადერას ტაძარი
717 წელს მოხეტიალე ბერის მიერ დაარსებული ბუდისტური ტაძარი. ეს შენობა განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება ზამთარში, თოვლის საფარის ფონზე.![ულამაზესი იაპონია- ტურისტების
ფავორიტი 15 ადგილი ამომავალი მზის
ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023052915443789693.jpg)
9. პაგოდა სეიგანტოძი და ნაჩი-ნო-ტაკის ჩანჩქერი
ტრადიციული იაპონური სტილით აშენებული სამსართულიანი სტრუქტურა, რომელიც შესანიშნავად ერწყმის თვალწარმტაცი პეიზაჟებს. პაგოდასთან ახლოს არის იაპონიის ყველაზე მაღალი ჩანჩქერი, მისი სიმაღლე 133 მეტრს აღწევს.![ულამაზესი იაპონია- ტურისტების
ფავორიტი 15 ადგილი ამომავალი მზის
ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023052915464889693.jpg)
10. ბამბუკის ნათურების ფესტივალი ქალაქ ტაკეტაში.
ამ ფესტივალის დროს მზადდება 20000 ბამბუკის ნათურა და ანთებულია სამი ღამის განმავლობაში. ტაკეტას ბამბუკის განათების ფესტივალი ნოემბრის მესამე პარასკევს იწყება.![ულამაზესი იაპონია- ტურისტების
ფავორიტი 15 ადგილი ამომავალი მზის
ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023052915474689693.jpg)
11. ლურჯი აუზი ჰოკაიდოში.
მდებარეობს ტოკაჩის მთის ძირში, კუნძულ ჰოკაიდოზე, გამორჩეული ფერი ბუნებრივი მინერალების დამსახურებაა.![ულამაზესი იაპონია- ტურისტების
ფავორიტი 15 ადგილი ამომავალი მზის
ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023052915490389693.jpg)
12. საკურას აყვავება ტოკიოში
გაზაფხულის ალუბლის ყვავილობის ფესტივალი იაპონიაში დაახლოებით ორი კვირა გრძელდება და ქვეყნის თანამედროვე დედაქალაქს სურნელოვან ბაღად აქცევს.
![ულამაზესი იაპონია- ტურისტების
ფავორიტი 15 ადგილი ამომავალი მზის
ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023052915503089693.jpg)
13. პაგოდა კურეიტო და მთა ფუჯი.
პაგოდა კურეიტო არის იაპონური ომის საწინააღმდეგო მემორიალი, რომელიც შეიქმნა 1963 წელს. პაგოდა გორაკზე მდებარეობს და მასზე მისასვლელად 400-მდე საფეხური უნდა გადალახოთ. თუმცა, პაგოდის არქიტექტურული სილამაზე და ფუჯის მთის ბრწყინვალე ხედი ყოველგვარ ძალისხმევას იმსახურებს.![ულამაზესი იაპონია- ტურისტების
ფავორიტი 15 ადგილი ამომავალი მზის
ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023052915514689693.jpg)
14. აოგაშიმას კუნძული
ვულკანური წარმოშობის ძალიან უჩვეულო და თვალწარმტაცი კუნძული, რომლის ცენტრში არის აქტიური ვულკანი.![ულამაზესი იაპონია- ტურისტების
ფავორიტი 15 ადგილი ამომავალი მზის
ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023052915522989693.jpg)
15. ჩაის ბაღი ფუჯის მთაზე
საოცრად ლამაზი ჩაის პლანტაცია, რომელიც მდებარეობს შიზუოკას პრეფექტურაში. აქ შეგიძლიათ დალიოთ 1300 წელზე მეტი ხნის წინ ჩინეთიდან იაპონიაში ჩამოტანილი უგემრიელესი მწვანე ჩაი და დატკბეთ ულამაზესი ბუნებრივი პეიზაჟებით.![ულამაზესი იაპონია- ტურისტების
ფავორიტი 15 ადგილი ამომავალი მზის
ქვეყანაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023052915532089693.jpg)