მსოფლიო ომის დაწყების წინ ჰიტლერის მიერ სტალინისთვის გაგზავნილი საიდუმლო წერილი: "ჩემო გულითადო მეგობარო..." 2023, 28 მაისი, 13:36 1941 წლის 15 მაისს თვითმფრინავმა "Junkers Ju-52" სტალინს ჰიტლერის წერილი ჩაუტანა - გვარწმუნებდა 80-იანი წლების პროპაგანდა. რა თქმა უნდა, ეს სიცრუეა - წერილიც სიცრუე იყო, თუმცა არა თვითმფრინავის დაშვება, მაგრამ ადამიანებმა ამ თეორიის მართლაც დაიჯერეს. სინამდვილეში, თვითმფრინავის ინციდენტთან დაკავშირებით ყველაფერი მარტივად იყო.გერმანული სამგზავრო და სამხედრო თვითმფრინავი "Junkers Ju-52", რომელსაც თავად გერმანელები "დეიდა იუს" უწოდებდნენ, საბჭოთა კავშირის მიერ იქნა შეძენილი და ის მოსკოვში უნდა ჩაფრენილიყო, ჩაფრინდა კიდეც, თუმცა ეს ფრენა სსრკ-ს მთავრობასთან შეთანხმებული არ ყოფილა, და არც არავინ იცოდა ქვეყნის ტერიტორიაზე პოტენციური მტრის თვითმფრინავი რომ დაფრინავდა. მით უმეტეს, საზღვრიდან მთელი ხანგრძლივი ფრენის განმავლობაში ის საბჭოთა საჰაერო დაზვერვას არც კი შეუნიშნავს, არც თავად თვითმფრინავი ყოფილა იძულების წესით დაშვებული, პირიქით, ის დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ მიფრინდა და მოსკოვის აეროდრომზეც დაეშვა.ამ ინციდენტმა საბჭოთა კავშირის მთავრობა შოკში ჩააგდო. აღმოჩნდა, რომ სსრკ-ს საჰაერო სივრცე აბსოლუტურად არ იყო დაცული, მომხდარზე გამოძიება სახალხო კომისართა საბჭოს სახელით ჩატარდა, რის შედეგადაც არაერთ თანამდებობის პირს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა, ნაწილი კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.და აი, დადგა დალოცვილი ოთხმოციანები, მას მოჰყვა ოთხმოცდაათიანებიც, და გაირკვა, რომ აღნიშნული თვითმფრინავით თავად ჰიტლერმა გაუგზავნა წერილი სტალინს. სავარაუდოდ, მასში ადოლფ ალოისოვიჩი არწმუნებდა საკუთარ "მეგობარს", რომ ის არავითარ შემთხვევაში არ დაესხმებოდა მას თავს, რომ ის იყო მათი მეგობრობის ერთგული და მალე დაიწყებდა ინგლისზე "დასარტყმელად" აღმოსავლეთიდან დასავლეთში თავისი ჯარების გადასროლას, ასევე ის სთხოვდა სტალინს პროვოკაციებს არ აყოლოდა, რომელიც შეიძლება მის გენერლებს მოეწყოთ, რომლებსაც ნათესავები ინგლისში ჰყავთ და რომლებსაც აღმოსავლეთში ომის გაჩაღება სურდათ.ეს წერილი მაშინ ბევრ ლიბერალურ გამოცემასა და იმდროინდელ პუბლიცისტურ წიგნებში დაიბეჭდა, და ფართოდ გამოიყენებოდა მაგალითად, მარშალ იაზოვის მიერ გაზეთ "კრასნაია ზვეზდაში" ციტირებისას. ორიგინალური წერილი, რაღა თქმა უნდა, დღემდე მკაცრად გასაიდუმლოებული რჩება, თუმცა მითების შექმნა ამ წერილით არ დასრულებულა.როგორც აღმოჩნდა, თითქოს სტალინს თავისი "მეგობრისთვის" დაუჯერებია და 1941 წლის 22 ივნისიდან 15 დღის განმავლობაში მას ომის დაწყების არ სჯეროდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ის ახშობდა ვერმახტის სამხედრო ოპერაციების შესახებ სიგნალებს და იმ გენერლებს სასტიკად სჯიდა, ვინც მას საომარი მოქმედებების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა, ხოლო როდესაც ის საბოლოოდ ომის მიმდინარეობაში და ჰიტლერის ღალატში დარწმუნდა, საკუთარ აგარაკზე გაემართა, სადაც განმარტოვდა და სევდას მიეცა, და უნდა ითქვას რომ ამ შეთქმულების თეორიის ბევრ ადამიანს მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ სჯეროდა, ისევე როგორც იმ საბედისწერო წერილის, რომელიც თითქოსდა ჰიტლერმა სტალინს "Junkers Ju-52"-ის თვითმფრინავით პირადად გაუგზავნა, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: "ჩემო გულითადო მეგობარო..."!.713 შეფასება არ არის |