საზოგადოება 3 მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს ისტორიიდან,რომელიც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს: 2023, 27 მაისი, 16:13 1.საქართველოსთვის საყურადღებო თარიღი 1918 წლის 8 თებერვალია, რადგან ამ წელს კავკასიაში პირველი ეროვნული, საგანმანათლებლო უნივრსიტეტი გაიხსნა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნას საფუძველი ჩაუყარა მეცნიერმა და აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში. უნივერსიტეტი უკვე ასზე მეტ წელს ითვლის. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ივანე ჯავახიშვილი და მისი თანამოაზრეები საქართველოში დაბრუნდნენ და უნივერსიტეტის დასაარსებლად აქტიურ მუშაობას შეუდგნენ. 1918 წელს უნივრსიტეტს "სახელმწიფოს" სტატუსი მიენიჭა და მისი მეშვეობით საქართველოში ქვეყნის მოქალაქეებისთვის უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი გახდა. თსუ-მა ხელი შეუწყო საქართველოში მეცნიერების სხვადასხვა დარგების დაფუძნებას და განვითარებას. ჩვენი ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, უნივერსიტეტის წიაღიდან იშვა მეცნიერებათა აკადემია და სხვადასხვა დარგობრივი ინსტიტუტი. 2.ჩვენი ქვეყნის ისტორიის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი 1918 წლის 26 მაისია. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა - ჩვენმა ქვეყანამ ნანატრი დამოუკიდებლობა მიიღო. 26 მაისს მთელი ერი ზეიმობდა და ჯერ არავინ იცოდა, რომ ეს ბედნიერება ხანმოკლე იყო.26 მაისი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან 117-წლიანი კოლონიური მდგომარეობის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ სახელმწიფოებრიობა აღიდგინა. რაც მთავარია, ეს სახელმწიფო დაფუძნებული იყო თანასწორობის, სეკულარიზმის, კანონის უზენაესობის პრინციპებზე. 3. ჩვენი ერი დღემდე ტკივილით იხსენებს 1956 წლის 9 მარტს. იმ წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივნმა ნიკიტა ხრუშჩოვმა გააკეთა მოხსენება პიროვნების, სტალინის კულტის შესახებ, რამაც საბჭოთა კავშირის მილიონობით მოქალაქე შეაშფოთა. განსაკუთრებული რეაქცია ხრუშჩოვის გამოსვლას საქართველოში მოჰყვა. ქართველებმა მისი "საპროგრამო სიტყვა" ქართველი ერის შეურაცხყოფად აღიქვეს, რასაც თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები მოჰყვა. ქართველმა სტუდენტებმა თბილისის ქუჩებში მოაწყვეს მსვლელობა. მალე დემონსტრანტებს მოსწავლეები, მუშები, მშობლები და ინტელიგენციის ნაწილიც შეუერთდა. სიტუაცია პოლიტიზირებული გახდა და საბჭოთა ხელისუფლებამ ძალის გამოყენება არჩია. 9 მარტს, ღამით, საბჭოთა არმიის ნაწილებმა არაადამიანური სისასტიკით მიიტანეს იერიში მომიტინგეებზე, მოკლეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა და დაასახიჩრეს კიდევ უფრო მეტი. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია. 23 1-ს მოსწონს
|