x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
10-დღიანი ძებნის შემდეგ დედოფლისწყაროელი ბიჭის ცხედარი ქობულეთის ტყეში დამარხული იპოვეს
image

.

2003 წელს დაბადებულ გიორგი ალხანიშვილს პოლიცია 22 მაისიდან ეძებდა. დღეს კი მის ცხედარს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს. მკვლელმა საქართველოს საზღვრები უკვე დატოვა. მოკლული დედოფლისწყაროს სოფელ ზემო მაჩხაანიდანაა. მან ზემო მაჩხაანის სკოლა რამდენიმე წლის წინ დაამთავრა.


გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მაისს, ალხანიშვილი მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ ცივი იარაღით, მას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.


.

დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ, ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

.

დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, მოკლულის მშობლები ზემო მაჩხაანიდან არიან, თუმცა დედა, მარინა მაძღარაშვილი ბოლო ხანს ბათუმში ცხოვრობდა, რის გამოც ბიჭი პერიოდულად აჭარაში იმყოფებოდა.

.

„დაწყებით საფეხურზე სწავლობდა ბათუმის სკოლაში და ეს ბიჭები მისი კლასელები იყვნენ. დედა ბათუმში მუშაობს და ახლაც ამიტომ იყო ბათუმში. როცა მოიზარდა ზემო მაჩხაანის სკოლაში გადმოიყვანეს, რადგან ბიჭია და მამა უკეთ მიხედავსო. მაჩხაანში დაამთავრა სკოლა. ბოლო დროსაც ხან ბათუმში იყო დედასთან, ხან კახეთში ჩამოდიოდა, “ - აცხადებენ ზემო მაჩხაანში.

.

ბაბუა, ვის სახლშიც 4 ახალგაზრდა დასასვენებლად იმყოფებოდა, ჰყვება, რომ მისი შვილიშვილი ლონდონში სწავლობდა და საქართველოში თავის მეგობარ გოგონასთან და 4 სხვა მეგობართან ერთად, დასასვენებლად 5 დღით ჩამოვიდა. როგორც ბაბუა ამბობს, მან ახალგაზრდებს სუფრა გაუშალა და საღამოს მარტო დატოვა. დილით კი შეამჩნია, რომ ახალგაზრდებს 1 ადამიანი აკლდათ. ჩამოსვლიდან 3 დღის შემდეგ კი, მისმა შვილიშვილმა საქართველო დატოვა და კვლავ ლონდონში დაბრუნდა.

.

როდესაც ახალგაზრდა ბიჭის გაუჩინარების შესახებ მისმა მშობლებმა შეიტყვეს, პოლიციაში განაცხადეს. ბიჭებმა, რომლებიც ბათუმიდან იყვნენ პოლიციას უთხრეს, რომ მათმა დაკარგულმა მეგობარმა წასვლა მოისურვა და ის წითელი ტაქსით გააცილეს. სწორედ ამის შემდეგ, ბიჭის კვალი ქრება, შემდეგ კი დაკარგულ ბიჭს გარდაცვლილს და დამარხულს პოულობენ. როგორც ბაბუა ჰყვება, გარდაცვლილი და მისი შვილიშვილი მეგობრები და კლასელები იყვნენ. ასევე, ბაბუის განცხადებით, სახლში კონფლიქტი არ ყოფილა და პირიქით, ახალგაზრდები კარგად ერთობოდნენ.

.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ: 2003 წელს დაბადებული დ.მ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ჯ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.

გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ, 19 მაისს, ბიჭის გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა.

image

სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ პირს, მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას გულისხმობს." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

.

4
730
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
730
  
2023, 30 მაისი, 23:36
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 27 მაისი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 26 მაისი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

დღეს დამარხეს კი არა - უნდა იყოს დღეს იპოვეს ტყეში დამარხული
0 1 4