ფსიქოლოგია რა დაინახეთ პირველი? - ახსნა აქვს! 2023, 29 მაისი, 9:34 ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი, როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.
ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამიანურ საქციელს. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერ-ფიზიოლოგს ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები. ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ ჩვენგან. უბრალოდ შეხედეთ ფოტოს და რაც დაინახეთ პირვეად, წაიკითხეთ შესაბამისი ახსნა. რა დაინახეთ პირველი? - ახსნა აქვს!ტუჩები - მშვიდი და გაწონასწორებული, მშვიდი ცხოვრების მოყვარული ხართ და არ მოგწონთ არანაირი ცვლილება ცხოვრებაში. ამავდროულად, თქვენ ხართ ძალიან კეთილი, პატიოსანი და გულწრფელი ადამიანი, რის გამოც იზიდავთ ხალხს. ხეები - ხართ ექსტრავერტი, ნაზი ბუნებით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაიცვათ საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ რას ფიქრობს თქვენზე ხალხი. ასევე, გირჩევნიათ ემოციების დამალვა საზოგადოებისგან. ფესვები - თუ სურათზე ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ ფესვებს, მაშინ ინტროვერტი ხართ. (ინტროვერტი- ადამიანი, რომელიც ისწრაფვის საკუთარი შინაგანი სამყაროს სიღრმეებისკენ) თქვენ ბუნებით მოკრძალებული და ამავდროულად ძალიან მგრძნობიარე ხართ გარშემომყოფთა მიმართ. 371 4-ს მოსწონს
|