აფხაზეთი დაუმთავრებელი საავტომობილო გვირაბი გაგრაში - რა გეგმა ჰქონდათ საბჭოთა მშენებლებს? 2023, 26 მაისი, 12:28 ![]() 1980-იანი წლები, საბჭოთა კავშირი-საქართველო-აფხაზეთი; ჯერ კიდევ არავინ იცის, რომ სულ ცოტა ხანში უზარმაზარი ზემძლავრი იმპერია უცებ ხუხულასავით ჩამოიშლება.გაგრის სიახლოვეს იწყება ამბიციური და ძალიან ძვირადღირებული პროექტის მშენებლობა - შემოვლითი გზა შავი ზღვის სანაპიროს მთავარი სატრანსპორტო ნაკადის განტვირთვისთვის და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ქალაქთან ახლოს, საკურორტო ზონაში. ![]() ძნელი მისახვერდი არ არის, რომ მშენებლობა შეწყდა სსრკ-ს დაშლასთან ერთად;ამას კი მოყვა შიდა კონფლიქტი, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიწყო. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ ადგილობრივებმა გვირაბის პირველი რიგის მშენებლობის გაგრძელება, რომელიც მზად იყო 70%-ით, მხოლოდ 2013 წელს შეძლეს. სახსრები მშენებლობისთვის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას რუსეთმა გამოუყო. ამ დროისთვის ექსპლუატაციაში შევიდა და ფუნქციონირებს No1 და No2 გვირაბები (მშენებლობის პირველი ეტაპი), No3 მიტოვებულია, ხოლო No4 გვირაბი (მესამე ეტაპი) მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესოა მესამე გვირაბი, როგორც ერთადერთი, რომელიც ხელმისაწვდომია უფასო დათვალიერებისთვის. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 611 3-ს მოსწონს
|