x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352492
  • სურათი:508412
"შევახსენე თუ რა ხდება უკრაინაში" - უკრაინელი ინფლუენსერის პროტესტი წითელ ხალიჩაზე

image




უკრაინელმა ფიტნეს-ინფლუენსერმა ილონა ჩერნობაიმ კანის კინოფესტივალზე პროტესტის ნიშნად წითელი საღებავი გადაისხა.


imageფესტივალის დაცვის თანამშრომელს ილონა ჩერნობაი ტერიტორიიდან გაყავს




"მე გამოვიყენე ჩემი შანსი ამ აქტით და შევახსენე რა ხდება უკრაინაში, ეს გავაკეთე ოკუპირებული ტერიტორიების და იქ მცხოვრები ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად" - დაწერა ინფლუენსერმა ინსტაგრამ პოსტში, რომელიც გამოაქვეყნა 22 მაისს სათაურით "მე მოვახერხე ჩემი მისიის შესრულება".



ინფლუენსერს ფესტივალზე სიმბოლურად უკრაინის დროშის ფერებიანი კაბა ეცვა და წითელ ხალიჩაზე სხვა დანარჩენი ცნობილი ადამიანების მსგავსად ჩვეულებრივად პოზირებდა. მოგვიანებით კი კიბეზე ავიდა, უბიდან ამოიღო გამჭვირვალე პაკეტში შეფუთული წითელი საღებავი და სხეულზე გადაისხა.








დაცვამ ის ფესტივალიდან დაუყონებლივ გაიყვანა, და როგორც თვითონ წერს, ის ახლა სხვა ღონისძიებებზეც დაბლოკილია.



"ოკუპანტების ბლოგერები და პროდიუსერები დადიან კანის კინოფესტივალზე და თავიანთ ფილმებს წარადგენენ!!! ეს ყველაფერი პირადად მე მეხება! მთელი გულით უკრაინასთან ვარ, მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა! ახლა აკრძალული ვარ ფესტივალზე და ბევრ სხვა ღონისძიებაზე, მაგრამ ეს ამად ღირდა!!! ვამაყობ საკუთარი თავით ეს რომ შევძელი! მიუხედავად იმისა, რომ საშინელება იყო, .. დიდება უკრაინას." - წერს ჩერნობაი.



ილონა ჩერნობაიილონა ჩერნობაი მას შემდეგ, რაც საღებავი გადაისხა და დაცვამ კანის კინოფესტივალის ღონისძიებიდან გამოაძევა




ჩერნობაის პროტესტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია სოციალურ მედიაში, სადაც მას გამბედაობას უქებენ. "თვალეზე ცრემლი მომდის", "როგორ დაესხნენ გოგოს, თითქოს ტერორისტი ყოფილიყოს, სირცხვილი", "ჩვენი უკრაინა და ჩვენი ხალხი დაუმარცხებელია!"- წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლებლი კომენტარებში.


ილონა ჩერნობაიილონა ჩერნობაი კანის კინოფესტივალზე 22.05.2023







2
385
2-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
385
  
2023, 27 მაისი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2