საბუნებისმეტყველო მითები ჩვენი პლანეტის შესახებ, რომლისაც ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა 2023, 25 მაისი, 8:37 არსებობს უამრავი «ფაქტი», რომლისაც ბავშვობიდან გვჯერა და აზრადაც არ მოგვდის, რომ გადავამოწმოთ და გავიგოთ სიმართლეს შეესაბამება თუ არა ის, რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ ან იმ პერიოდში უფროსებისგან გაგვიგია. მითი № 1. ალმასი გატეხა შეუძლებელია ფაქტი: ჩაქუჩით ერთი «მსუბუქი» დარტყმა და დიდი ალმასისგან ბევრი პატარა ალმასი მიიღება. მითი № 2. ჩინეთის კედელი — ადამიანის მიერ შექმნილი ერთადერთი ობიექტია, რომელიც კოსმოსიდან ჩანს ფაქტი: არა ჩანს. ამისთვის ის მეტისმეტად ვიწროა — მისი სიგანე მხოლოდ 6 მ-ია. სინამდვილეში, კოსმოსიდან განათებული ქალაქების და ინდოეთ-პაკისტანის საზღვრის დანახვა შეიძლება. ამ ორ ქვეყანას იმდენად ცუდი ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან, რომ ქვეყნებს შორის გასამხედროებული საზღვარი აღმართეს, რომლის სიგრძე 2900 კმ-ია და ის ისე ძლიერ არის განათებული, რომ ნარინჯისფერი სინათლის ზოლი კოსმოსიდანაც კი ჩანს. მითი № 3. საჰარა — ყველაზე დიდი უდაბნოა დედამიწაზე ფაქტი: ყველაზე დიდი უდაბნო — ანტარქტიდა არის. მისი ფართობი — თითქმის 870 ათასი კვ. კმ-ია, ხოლო ნალექი, ზოგიერთ რაიონში, თითქმის 2 მლნ. წლის მანძილზე არ მოსულა. მითი № 4. ღრუბელი უწონადია ფაქტი: ღრუბლები წყლის პატარ-პატარა წვეთებისგან შედგება და ერთი ღრუბელი, შეიძლება, ათობით სპილოს წონასაც იწონიდეს, ზომას გააჩნია. ხოლო, ჰაერში იმიტომ ჩერდება, რომ ორთქლის კონდენსაციის დროს, სითბო გამოიყოფა, რომელიც ღრუბლისთვის საჰაერო ბუშტის როლს ასრულებს. მითი № 5. მეხი ერთი და იგივე ადგილზე 2-ჯერ არ ეცემა ფაქტი: ეცემა, 2-ჯერაც და უფრო მეტჯერ! მაგ., ემპაირ სტეიტ ბილდინგის კოშკის ანძას, მეხი წელიწადში, საშუალოდ, 25-ჯერ ეცემა. მითი № 6. ანხელი (979 მ.) — ყველაზე მაღალი ჩანჩქერია დედამიწაზე ფაქტი: ყველაზე მაღალი ჩანჩქერი, წყლის ქვეშ, დანიის სრუტის ფსკერზეა, და მას სახელი არა აქვს. სიმაღლე კი — 3505 მ-ია. მითი № 7. წყალი დენს ატარებს ფაქტი: დენს წყალი კი არა, მასში გახსნილი მინერალები ატარებს და რაც უფრო მაღალია მისი კონცენტრაცია, მით უფრო კარგი გამტარია წყალი. ხოლო, დისტილირებული წყალი დენს საერთოდ არ ატარებს. მითი № 8. ევერესტი (8848 მ.) — ყველაზე მაღალი მთა არის პლანეტაზე ფაქტი: სინამდვილეში, ყველაზე მაღალი მთა — მანუა-კეაა (ჰავაიურად, თეთრი მთა), რომელიც ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს. მისი სიმაღლე — 10203 მ-ია, მაგრამ მთის უდიდესი ნაწილი წყლით არის დაფარული. მითი № 9. ყველა მცენარე წყალს ფესვებით მოიპოვებს ფაქტი: ნამიბიის უდაბნოში იზრდება ველვიჩია, რომლის ფესვები წყალს ფოთლებიდან იღებს. მითი № 10. დიდი ბრიტანეთი — ყველაზე წვიმიანი ქვეყანაა ევროპაში ფაქტი: ლონდონში, წლის მანძილზე, 500 მმ ნალექი მოდის, რომში — 760, მილანში — 1000, ხოლო გენუაში — 1100. მაგრამ, იტალიაში ნალექი, ძირითადად, შემოდგომაზე და ზამთარშია, ხოლო დიდ ბრიტანეთში — მთელი წლის მანძილზე. მითი № 11. ნილოსი — ყველაზე გრძელი მდინარეა მსოფლიოში ფაქტი: ამაზონის სიგრძე 7100 კმ-ია, ანუ ნილოსზე 400 კმ-ით უფრო გრძელია. მითი № 12. მკვდარი ზღვა — ყველაზე მლაშე ტბა არის დედამიწაზე ფაქტი: ყველაზე მლაშე ტბა — დონ-ჟუანის ტბა (რაიტის ხეობა, ანტარქტიდა). მისი მარილის შემცველობა 42, 2% (402 ‰)-ია, რაც მკვდარი ზღვის მარილიანობაზე, 7 % მეტია. არხის სხვა სიახლეები:* დედამიწა 15 000 წლის წინ - ვინ შექმნა სინამდვილეში მაჩუ-პიქჩუ?* რა მოხდებოდა, II მსოფლიო ომში სსრ კავშირი რომ დამარცხებულიყო? – ჰიტლერის შემდგომი გეგმები* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები132 1-ს მოსწონს
|