x
image
თუთიკო ბერძენა
ლარის კურსი საკვებზე არ იმოქმედებსო, აბა რაზე იმოქმედებს, სიყვარულზე?

მაძღარ მღვდელს მშიერი დიაკონიც მაძღარი ეგონაო, გვაქვს ასეთი ხალხური გამონათქვამი, რაც ხელისუფლების ხალხისადმი დამოკიდებულებას ზუსტად გადმოსცემს.
image

ხელისუფლება კოკეტობს, ეკონომიური ზრდა გვაქვსო. არის მართლაც, მაგრამ ინფლაციის ხარჯზე. ე.ი ჩვენი ჯიბიდან, რუსების მიგრაციის, ქართველების ემიგრაციის ხარჯზე. ჩვენთან ხომ ყველაფერი უკუღმაა.

დაგვპირდნენ (თუმცა დანაპირევიდან სხვა რა შეასრულეს?) ლარის გაუფასურება პროდუქტების ფასზე არ იმოქმედებსო...
აბა, რაზე იმოქმედებს?
სიყვარულზე?
კარტოფილი სამი ლარი ღირს, პური ლარნახევარი... ტრანსპორტი გაორმაგებული. ხელფასები ხელისუფლების კბილიდან გამონაჩიჩქნით მომატებული - კაპიკებით!
ცოლი რომ მოვიყვანო - შვილს ვერ ვარჩენო - იძახიან ბიჭები, რომლებიც ორ სამსახურში მუსაობენ დილიდან დილამდე და მხოლოდ გადასახადებს კმარა მათი შემოსავალი!
სიყვარულზე და დემოგრაფიაზე ხომ მოქმედებს ლარის კურსი, თორემ ხიზილალას არ ვითხოვთ!
რაზე მოქმედებს ლარის კურსი?
საკვებზე არაო!
ჯანმრთელობაზე?
რას შევჭამთ დღეში 4 ლარად? ხორცს ვერა, რძის ნაწარმს - ვერა, ხილს - ვერა, ბოსტნეულს - ვერა. რას იწვევს ასეთი არარაციონალური კვება? - ბევრ დაავადებას.
როცა რაღაც გვაწუხებს მაშინვე მივდივართ ექიმთან? - ვერა! აღარ რჩება ექიმისთვის ფული!
საავადმყოფოს მიმრებში კაცი ყვიროდა. აღმოჩნდა, რომ სარკომა აქვს, სამი ოპერაცია დასჭირდა - არ ფინანსდებაო მეორეზე უთხრეეს, სარკომის ოპერაცია არ ფინანსდებაო. სახლი მეწყერმა დაუნგრია - გათხოვილ შვილთან და სიძესთან იცხოვრეო - ვერ დაგეხმარებითო!
ანუ, ჯანმრთელობაზე მოქმედებს ლარის კურსის ზრდა, სიყვარულზე და დემოგრაფიაზე!
კიდევ?
ემიგრანტების რიცხვის ზრდაზე?
საქართველოში რომ დაავადებას არ აფინანსებენ, ის ხალხი საფრანგეთში მიდის. არამარტო ექიმით, წამლებით და ანალიზებით - საკვებითაც კი უზრუნველყოფენ სრულად, უფასოდ გ ა დ ა მ თ ი ე ლ ს !
ანუ, რაზე მოქმედებს ლარის კურსი და სახელმწიფო პოლიტიკა? - სიყვარულზე, დემოგრაფიაზე, ჯანმრთელობაზე, ემიგრანტების რიცხვზე!
სხვა ქვეყნებშიც უფასურდება ვალუტაო!
გადასახადები მოხსნა თურქეთმა, სამუშაო ადგილები შექმნა და გადამზადების პროგრამა.
ევროპამ ჯანდაცვის და სოციალური პაკეტები გაზარდა!
აბა, ხზილალას არც ჩვენ ვითხოვთ...
ეს ხელისუფლების წარმომადგენლებს აჩნიათ ხიზილალას ლაქა ჰალსტუხზე.
ლარი ხან მიდის, ხან მოდის. საოცარია, როცა დოლარისა და ევროს კურსი ეცემა და პროდუქტების ფასები იზრდება.
ლარის კურსის ცვლილება მხოლოდ საქართველოში არ მოქმედებს პროდუქტების ფასებზე: ერთხელ თუ გაიზარდა, მორჩა, უკვე თამასაა და აბა, ვინ გადაასწრებს, რომელი შემომტანი.
4
44
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
44
  
შესაძლოა არსებობენ ადამიანები,ვინც მართლა ვერ ყიდულობს კარტოფილს,თუმცა ძირითადად ეგეთი წუწუნის არ მჯერა,რადგან ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. მხოლოდ საქართველოში შეხვდები ოჯახს,რომლის საშუალო შემოსავალი 1000-2000 ლარამდეა და ოჯახის ყველა წვერი მანქანით დადის,ლამის ტვალეტშიც. მხოლოდ საქართველოში შეხვდებით მოზარდს,რომელსაც ერთი თეთრიც არ გამოუმუშავებია,ხოლო მისი ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს,ხოლო მას 3000 ლარიან ტელეფონი აქვს. მხოლოდ ამ ქვეყანაში შეხვდები შეძლებულ სოციალურად დაუცველებს და გაჭირვებულ მდიდრებს,მერე მიდის გოდება,თიტქოს ქვეყანა თავზე გვენგრევა,რაც ტყუილია. მავანი იტყვის,რომ ნახევარი მილიონი სოც დაუცველი ცხოვრობს ამ ქვეყანაშიო,ხოდა ეს არის სწორედ პრობლემა,რადგან ამ რიცხვში ბევრია ისეთი,რომლებსაც არ ეკუთვნით ეს დახმარება და ნამუსიც არ აწუხებთ,მერე გამოდიან და გვესაუბრებიან სხვადასხვა პრობლემებზე. ამ თემაზე საუბრისას მახსენდება თეთრი ბაირაღები და დევდარიანი"სახელმწიფო რა კაცი არ არის? თუ არ მეცოდებოდეს ბ.... ვიყო,ამდენი პარაზიტის ხელში სული როგორ უდგასო",ხოდა ეგრეა რა. სარეველების და პარაზიტების ქვეყანაში,ბრწყინვალე კულურის გამოყვანას რანაირად შეძლებს კაცი და ვერ გამოყავთ.
ეკონომიკის ზრდას რაც შეეხება,ინფლაციის გამო არ ხდება ეს ზრდა,დამოკიდებულია იმაზე რა ათვლის წერტილი გვაქვს,რასთან შედარებით გვაქვს 10% ეკონომიკური ზრდა,პანდემიამდე ნიშნულთან შედარებით თუ პანდემიის ეკონომიკური ვარდინასთან შედარებით. თან არც ისე არის საქმე,აპოკალიპტური მდგომარეობა წარმოადგინოთ და დედა რა გვეშველებას მიაწვეთ. არც მოსახლეობისგან იცლება ქვეყანა და არც რუსი მიგრანტებმა წაიღო ქვეყანა,რამეთუ ეგ რუსი კი არა,შეიძლება უკრაინელია,რომელიც ასევე რუსულად საუბრობს და სლავური იერი აქვს. რო ჩამოყარეთ ამდენი უკრაინელი და ვინც ვერ ჩამოვიდა,იქ რო უგზავნით პროდუქტებს,რა გგონიათ ეს ფასებზე არ იმოქმედებს? იმოქმედებს და მერე როგორ. უკრაინა არის შაქრის ერთერთი მწარმოებელი,ხოლო ვიღაცეები შაქარს უგზავნიდნენ უკრაინელებს და ეს არის სასაცილო ამ ამბავში. მერედა ამდენი ადამიანის ჩამოსვლა მოთხოვნას გაზრდის,მოთხოვნის იზრდება და მიწოდება იგივე რჩება,მოტხოვნის მრუდი გადადგილდება და ხდება ფასის მომატება. ვინმემ ჩაატარა კვლევა იმაზე,რა მარაგები აქვს ქვეყანას და გათვალისწინებული იყო თუ არა უკრაინელ მდგმურებზე? მთავრობა აფინანსებს ამ ხალხს და ჩემი გადახდილი გადასახადს ხარჯავს ვიღაც უკრაინელის გამოკვებაში,ხოლო შენ ქართველს იმის საშუალება არ გაქვს რო კარტოფილი იყიდო,ხოდა ეს ჩემი ბრალია თუ მთავრობის? პასუხია არცერთი,რადგან მოსახელობიდან იყო წამსული მოტხოვნა,დახმარებდნენ უკრაინელებს და თუ მთავრობას მოსთხოვს რაიმეს გაკეთებას,ის მადლობელი დაგრჩება და გამოგახრჩობს გადასახადებში,რასაც ქოცეთი კარგად აკეთებს.
და ვინ თქვა,ლარის კურსი არ მოქმედებს პროდუქტის ფასებზეო? პროდუქტის ფასებზე ბევრი რამე მოქმედებს,ერთერთი ფაქტორია კურისის ცვლილება. თუ ლარი დოლართან მიმართებაში უფასურდება,ეს იწვევს ცვლილებას და ფასები იმატეს,ხოლო თუ მყარდება დოლართან მიმართებაში,მაშინ პროდუქციის ფასები ქვემოთ უნდა წამოვიდეს. ეს არ ეხება ისეთ პროდუქტს,რომელიც ადილზე იწარმოება და მის დამზადებაში გამოყენებული მასალა არ არის შეძენილი უცხოურ ვალუტაში. თუ კარტოფილი ადგილობრივია და ძირითადად ასეა,მაშინ მის ფასს მოთხოვნა მიწოდება განსაზღვრავს და არა ლარის კურსი,ეს ეხება რძესაც და ხახვსაც. როცა წერ,თურმე კარტოფილი 3 ლარი ღირს,მაშინ უნდა დააკონკრეტო რომელი კარტოფილი,ახალი თუ ძველი.თუ ახალი კარტოფილია,მაშინ იაფია და ვინც აწარმოა ვალების ვერ გასტუმრება ელის. ეკონომიკა ერთი შეხედვით მარტივი თემაა,თუმცა ძალიან კომპლექსური და რთულია. ყველაფერი ერთმანეთზე მოქმედებს ეკონომიკაში,ჯაჭვური რეაქციასავითაა,ერთი იწვევს მეორეს,ხოლო ეს კომპლექსურად მესამეს. საქართველოში დიდი მაფია,რომელიც ვერ კონტროლდება და ეს მარტო მთავრობის ბრალეულობა არ არის,მოქალაქენიც დამნაშავენი არიან ამაში. წამლების ამბავზე როგორ იყო,ძვირს ახდევინებდნენ ადამიანებს ან თურქულ წამალზე ეუბნეოდნენ რო ცუდი ხარისხის იყო და ა.შ. რამდენმა მოქალაქემ მიმართა შესაბამის უწყებას და აცნობა ფაქტები? როცა მივიდა ღარიბაშვილის ყურამდე,წამლებზე კონტროლი დააწესა. რაც შეეხება კარტოფილს და რძეს,ერთი დღე გაატარეთ სოფლად,იშრომეთ და ნახავთ,თქვენს ნაშრომს რა ფასს დადებთ. რაც ყველაზე მთავარია,ფერმერი ვერ აწესებს ფასს და ის დამოკიდებულია საშუამავლო რგოლზე,მათ ხასიათზე და ლამაზ თვალებზე. რატომღაც ის გახსენდებათ და ამბობთ,რომ კარტოფილის 3 ლარი ადევს,თუმცა ხმას არ იღებთ იმაზე,აგრო სესხები 42% და რა გგონიათ,ეს არ განაპირობებს პროდუქტის ფასს? ამაშია საქმე
2023, 23 მაისი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4