x
image
თუთიკო ბერძენა
"გპირდებით, კიდევ უარესი იქნება"- კირილ ბუდანოვი
image
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა რუს სამხედროებს ჩაბარებისკენ მოუწოდა. მისი ვიდეო მესიჯი სახელმწიფო პროექტმა „მე მინდა ვიცხოვრო“ Telegram-ში 22 მაისს გამოაქვეყნა.


ბუდანოვის თქმით, წელიწადზე მეტია კრემლი უკრაინასთან დაკავშირებით ვერც ერთ მიზანს ვერ აღწევს.


"მივმართავ რუს სამხედროებს - მათ, ვინც მოახერხა გადარჩენა და სანგრებშიქა. კიდევ უფრო უარესი იქნება. თქვენ გაქვთ არჩევანი - მოკვდეთ ან გადაირჩინოთ სიცოცხლე", - განაცხადა ბუდანოვმა.


მან თქვა, რა უნდა გააკეთოს რუსმა სამხედროებმა გადარჩენისთვის. ამისათვის ისინი უნდა დაუკავშირდნენ „მე მინდა ვიცხოვრო“ პროექტს და ჩაბარდნენ.



„ჩვენმა სპეცრაზმმა უკვე გადაიყვანა ასობით ჯარისკაცი . ახლა ისინი უსაფრთხოდ არიან. ისინი ცხოვრობენ ნორმალურ პირობებში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეთვალყურეობის ქვეშ, დღეში სამჯერადი კვებით, სახლში გამოძახების უფლებით“, - განაცხადა მან.


ბუდანოვმა აღნიშნა, რომ პატიმრებს აქვთ არჩევანი - დაბრუნდნენ რუსეთში თუ არა. მათ, ვინც გაივლის „მე მინდა ვიცხოვრო“ პროგრამას, ეძლევათ შესაძლებლობა, მიმართონ თავშესაფარს უკრაინაში ან სხვა ქვეყნებში.


”თქვენ შეგიძლიათ ომის დასრულება ახლავე. თქვენ არ გჭირდებათ ლოდინი, რომ მოკვდეთ ან დაიჭრათ ბრძოლაში”, - თქვა ბუდანოვმა.

1
92
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
92
  
2023, 22 მაისი, 23:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1