x
image
თუთიკო ბერძენა
შვილის თვალგადანაყლაპები დედა, გაუპატიურებული და ცოცხლად დამარხული ადამიანები, ყასბის კრჩხაზე დაკიდებული "გასაყიდი ხორცი" ადამიანისა - ვისი ხელწერაა ეს?

image



ვის ვის და სწორედ ქართველს არ უნდა უკვირდეს უკრაინაში დატრიალებული ტრაგედია, გაუპატიურებული ქალები და ბავშვები, ნაწამები ადამიანები. იმ ქართველებისთვის ნამდვილად ღირს შესახსენებლად, რა ხდებოდა საქართველოში რუსეთისგან 1993 წელს.


დაუნდობელი, უგულო, ცივსისხლიანი, ღირებულებებისგან დაცლილი ოკუპანტი ფაშისტურად ჯერ კიდევ 29 წლის წინ იქცეოდა ჩვენს სამშობლოში და უხერხულია, როცა ზოგიერთი რუსეთუმე ქართველი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა "დაუდეს გვამები". ასეთი ქართველები საკუთარი ქვეყნის წარსულსაც სასწორზე დებენ და არცხვენენ.


აფხაზეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური საიტზე ვრცლადაა ინფორმაცია, თუ როგორ მოექცნენ ქართულ მოსახლეობას აფხაზეთის ომში.
რამდენიმეც საკმარისია იმისათვის, რომ მოსახლეობამ გაიხსენოს რუსული ბარბაროსობა და რუსეთის მიერ წახალისებულ თანამოძმეთა ძალადობის ფაქტები.

ანჩაბაძე ლუიზა (ჯუხუ) ბუცხას ასული - 56 წლის, ორჯონიკიძის ქ., № 11, 1993 წლის 28 სექტემბერს წ ა მ ე ბ ი თ მოკლეს და სანაგვე ყუთში ჩააგდეს.
გაბისკირია გიორგი ათანასეს ძე - 70 წლის, კუხალეიშვილის ქ., № 13,
1993 წლის 27 სექტემბერს წ ა მ ე ბ ი თ მოკლეს - მ ო კ ვ ე თ ე ს თავი.
გაბისკირია (სახელი უცნობია) - 80 წლის, გ ა ა უ პ ა
ტ ი უ რ ე ს და დახვრიტეს.
გაბისკირია შოთა - წ ა მ ე ბ ი თ მოკლეს - ყელი გამოჭრეს.
მესხი ვალერიან - 60 წლის, ციტრუსების ქ., № 2, წ ა მ ე ბ ი თ მოკლეს - გადაუმტვრიეს ხელ-ფეხი და გადაუჭრეს ყელი.
ურიდია ვლადიმერ ალექსანდრეს ძე - 31 წლის, კუიბიშევის ქ., № 53, 1993 წლის ნოემბერში მოკლეს წ ა მ ე ბ ი თ საკუთარ სახლში - მავთულით დაახრჩვეს.
ფხაკაძე (მთელი ოჯახი) - ქალაქის ოკუპაციის დროს მოკლეს წამებით საკუთარ სახლში - ოჯახის ყველა წევრს თავი მ ო კ ვ ე თ ე ს.
შარაშენიძე თინათინ - 73 წლის, ლენინის ქ., წამებით მოკლეს - ჩ ა მ ო ა ხ რ ჩ ვ ე ს.
ცისკარიშვილი თინათინ - 55 წლის, ეშბას ქ., 1993 წლის 29 სექტემბერს წამებით მოკლეს - თავი მ ო კ ვ ე თ ე ს.
ხოშტარია შუქური - 60 წლის, ქარხნის ქ., წ ა მ ე ბ ი თ მოკლეს, ცხედარი დააგდეს ქუჩაში, რომელსაც რამოდენიმე დღე ღ ო რ ე ბ ი ჭამდნენ.
სოფელი ახალშენი
ალანია პეპია - 60 წლის, 1993 წლის ზაფხულში წამებით მოკლეს ს. ჭაფანძესთან ერთად - ორმო ამოათხრევინეს და ორივე ც ო ც ხ ლ ა დ დ ა მ ა რ ხ ე ს.
ჩალაძე ვასილ აბესალომის ძე - 68 წლის, 1993 წლის 4 ივლისს ტყვედ აიყვანეს სერგო მუშკუდიანთან ერთად. მოკლეს წამებით - ამოათხრევინეს ორმო, იქ ჩააყრევინეს დახვრეტილი სხვა თანასოფლელები და შემდეგ ორივე დახვრიტეს.
კაპანაძე რუბენ ივანეს ძე - 54 წლის, წ ა მ ე ბ ი თ მოკლეს - გაუკეთეს ე. წ. კოლუმბიური ჰალსტუხი.
მ. მზია - 23 წლის, სოხუმში, გოთუას ქ. მცხოვრები გაუპატიურეს და მიაგდეს გონწასული, თვითონ კი შეუდგნენ ქეიფს. გონზე მოსულმა გოგონამ ხელთ იგდო ბოევიკების ავტომატი და შვიდი მებრძოლიდან 3 მოკლა, 4 კი დაჭრა. მზია გადამალეს, მაგრამ ის გასცა სომეხმა მეზობელმა და ჩააბარა სომეხ მებრძოლებს, რომლებმაც წამების (გააუპატიურეს, მოაჭრეს თითები, ყურები) შემდეგ დახვრიტეს.
ჩოფლიანი მარიამი მურმანის ასული-12 წლის, სოხუმი, მეგობრობის ქუჩა N2,
1992 წლის 23 ოქტომბერს ჯგუფური გ ა უ პ ა ტ ი უ რ ე ბ ი ს შემდეგ დახვრიტეს.
ეს არასრული სიაა იმ ადამიანებისა, რომლებსაც განსაკუთრებული სისასტიკით მოექცნენ ჩვენს არც ისე შორეულ წარსულში.


რუსეთი, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წელს აფხაზეთში ქარხნის ჭიშკრის კაუჭზე ჰკიდებდა არასრულწლოვან ბიჭს წარწერით "იყიდება ქართული ხორცი" (აი, 70 წლის შოთა ლაბარტყავა რომ შევარდა, დაერია ამის ჩამდენებს და მერე თავიც მოიკლა);
რუსეთი, რომელიც ქართველ დედას შვილის ამოთხრილ თვალს აყლაპებდა; რუსეთი, რომელიც თავის სამხედროებს მაქსიმალური სისასტიკისკენ მოუწოდებდა და ოჩამჩირეში ყელგამოჭრილ ქალებს, ხროტინის ფონზე აუპატიურებინებდა;
რუსეთი, რომელმაც შარტავას ენა ამოაგლიჯა;
მანამდე პირველი კათალიკოს პატრიარქი მოგვიკლა, მერე პირველი პრეზიდენტი...
რუსეთი, რომელმაც ბესლანი მოაწყო და ახლა გაუპატიურებული შიშველი ბავშვების გვამები დაყარა ბუჩაში.
14
1870
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
1870
  
8 ივლისი, 21:14
სიკვდილი რუსებს
2022, 27 აპრილი, 7:39
მონღოლებს წესი ქონიათ,ყველა ქალთან ამყარებდნენ ურთიერთობას და მათი შვილების მოხსენიება ხდებოდა მამის სახელით. იჩით მონღოლის ბავშვებს მოიხსენიებდნენ მაშინდელი რუსები. თუ გავითვალისწინებთ მონღოლების ბატონობის პერიოდს,მაშინ ბევრი მონღოლი გაჩნდა იმ პერიოდში. შესაბამისად,სიამაყის განცდა ეუფლებათ რუსებს მამის სახელით მიმართვის დროს,მონღოლები არიან რა. ჩვენ კი ვიცი,რომ კნინობის აღმნიშვნელია,მარა ისინი ეგრე არ თვლიან. სხვათაშორის,უკრაინელებიც სიამაყით იყენებენ მსგავს მიმართვას,რისი ბრალია ეგ არ ვიცი.
2022, 27 აპრილი, 6:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 25 აპრილი, 15:43
თუ ჩემს კომენტარზე სიბრაზემ შეგაწუხათ და მკრეხელობას დამწამეთ,მაშინ თქვენ ხართ მიზეზი რატომაც არის იბერია ჭაობში. რთული გადაწყვეტილებების მიღებას ერთი ადგილი უნდა და თუ ეს არ შეიგიძლიათ,მაშინ ტირილით და საკალელი ქცევებით ქვეყანა არავის აუშენებია. გამსახურდიაზე ამბობდნენ ამერიკელები რო დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო,რაზეც გამსახურდიამ უთხრა,რომ დინებას მარტო მკვდარი თევზე მიყვებიანო. ეს იყო განაჩენი ამ კაცის,მოკლეს და დინებას დაუბრუნდა ყველაფერი. დოკუმენტები არ არის შემონახული და განადგურებულია,მაგრამ ილიკო "ღმერთის კაცი" რო ერთერთი თანამონაწილეა ზვიადის მკვლელობის თითქმის დარწმუნებული ვარ. მკვლელი ერის სულიერი მამად,კრიმინალის სიძე პრემიერად და მხედრიონელები პარლამენტში,ხოდა ჩვენისთანა ბედნიერი არის კიდევ სადმე ერი?!
2022, 25 აპრილი, 15:34
დასაწყისისთვის,უნდა გაიაზროთ საჭიროება ჩვენი ქვეყნის და ამის მიხედვით დაისახოთ მიზნები. ის რაც ორი თვე ხდება,არის სრული მარაზმი და კიდევ ერთი მაგალითი იმის,რო ერთ ბატონთან საბრძოლველად მეორე ბატონის მონები ვხდებით. მე მაგას არ ვეძახი სახელმწიფოს ან თუნდაც პატრიოტული სულს ან რაიმე მსგავს.დიდი პატივისცემის მიუხედავად,არ ვეთანხმები ქართველების წასვლას სამორად უკრაინაში,რადგანაც მიმაჩნია რო ეს საქართველოს ომი არ არის,ეს არის ერთი ბატონის მხარეს ბრძოლა მეორეს წინააღმდეგ. გასაგებია,რომ უკრაინელები იბრძოდნენ აფხაზეთში,მაგრამ უხსოვარი დროიდან ჩვენც ვიბრძოდით სომხებისთვის,ალბანეთისთვის(აზერბაიჯანისთვის),ავღანეთისთვის,მარა რამდენადაც მახსოვს სომხებმა ჩვენ წაგვაყარეს და ამ ორის ჩვენთვის არ უბრძოლიათ. ქართული ჯარი საერთაშორისო მისიებში მონაწილეობდა და იბრძოდა ამერიკელების მხარეს,ხოლო რამდენი ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცი ნახეთ 2008 წელს? სინამდვილეში კი,ამერიკამ და ნატომ იგივე გააკეთა ავღანეთში,ერაყში,რასაც ახლა რუსეთი აკეთებს უკრაინაში. შეიძლება სადამი და ზელენსკი განსხვავდებიან ყველაფრით,მარა ერთი საერთო აქვთ,ერთი ამერიკას არ მოსდიოდა თვალში და მეორე რუსეთს(ასე ამბობენ ყოველშემთხვევაში). რუსეთი ფაშისტებს ეძებს უკრაინაში და ბავშვებს ხოცავს,ხოლო ამერიკა ტერორისტებს დაეძებდა და ბავშვებს ბომბავდა,არის რამე განხვავება? ამის გააზრება გვიჭირს და საკუთარი ისტორია კრიტიკის გარეშე გვაქვს ნასწავლი თუ წაკითხული. გვყავს აღმაშენებელი,ვინც პირველ ამოცანად საეკლესიო იერარქები მოარჯულა,გვყავს გიორგი V,ვინც პირდაპირ არ მიასკდა მამამისივით მონღოლებს,ასევე გვაქვს სასულიერო პირების უხეში ჩარევები საერო საქმებზე 1245-47 წლებში და პროგრესულად მოაზროვნე ხალხმა მონღოლები ჭკუით წამოიკიდეს და დავით ულუ გახდა მეფე,რომლის შთამომავლობის ხაზით გათავისუფლდა საქართველო. ჩვენ რა ვშვებით,ღმერთად გავიხადეთ იოსელიანი ძმაკაცი ილიკო და მისი ბანდა,მივანიჭეთ პრივილეგები და დიდი ფული ჩავახუტეთ. ფაქტიურად,სახელმწიფოში სახელმწიფო გვაქვს და პანდემიის დროსაც გამოჩნდა ეგ ამბავი. ბევრი რო არ გავაგრძელო,გამოიყვანეთ უღირსი მღვდლები ილიკოს თამადობით და ჩაკიდეთ მტკვარში,გააუქმეთ კონკორდატი და მოუხსენით დაფინანსება,მერე უკვე
2022, 25 აპრილი, 15:12
მთლიანობაში გეთანხმები,მაგრამ არ მომწონს,როცა ისევ იგივენაირი ლექსიკა ჟღერს,რაც გამსახურდიას პერიოდში. სუკის აგენტების ძახილი და მე უფრო მაგარი პატრიოტი ვარ არაა გამოსავალი. არსებული პოლიტიკური თუ სამოქალაქო სექტორი ვერაფერს ვერ გამოიძიებს ობიექტურად,რადგან ინტერესთა კონფლიქტია,მამიდან შვილზე გადადის პოლიტიკური ცხოვრება და შვილი მამის ბრალს არ გამოკვეთს. მერედა,რით გინდა დაამტკიცო რაიმე,როცა სამოქალაქო ომის დროს ბევრი რამე გაიტანეს და ძირითადი დოკუმენტაცია დაკარგულია. რაღა შორს წავიდეთ,როცა ზვიადის თვითმკვლელობა დააბრალეს. ერთერთ გადაცემაში ძიძიგურმა თქვა,რომ გაქცევის დროს,ტყვიების ზუზუნში და სტრესის დროს ზვიადმა ლექსი დაწერაო და ასეთი კაცი თავს არ მოიკლავდაო.

რაც შეეხება იბერიის გაბრწყინებას,ფანტასტიკის სფეროა ეგ და ახლო მომავალში არ მოხდება. ახლავე გეტყვი რატომაც,პოლიტიკაში რო წახვიდე ფული გინდაო და საქართველოში ძირითადად არასოწორი საქმეებით შოულობენ ფულს,ხოდა ეგეთი პარლამენტში ისედაც გვყავს კილო მანეთად. თუნდაც გამოდი და საჯაროდ თქვი იგივე,ეგრევე ნაცის და ქოცის იალიყს მოგაკრავს ერი. ჩვენ ვართ ყოფილი ერი,რომელმაც სახლმწიფოებრიობა 1466 წელს დაკარგა და მას მერე დაბოდიალობს ბატონის საძებრად. ოსმალო გვყავდა და ირანში ვხედავდით გამოსავალს,ირანი გვყავდა და რუსეთში ვეძებდით გამოსავალს,რუსეთი გვყავს და ამერიკაში ვეძებთ გამოსავალს,ამერიკა გვეყოლება და ....
2022, 23 აპრილი, 18:27
რა გააბრწყინებს საქართველოს როცა ქაშუეთიდან ჰაუბიციდან უზენაესი საბჭოს შენობის ჰაუბიცით დამბომბავი დევი ჭანკოტაზე ნაციონალური მოძრაობის მეორე ნომრად გვიზის პარლამენტში დეპუტატად, იმავე შენობაში რომელსაც თავადვე ბომბავდა.
შესაფასებელია სახელმწიფო გადატრიალება, უნდა მოხდეს მტყუვნის და მართლის დასახელება და მერე უნდა მოხდეს დიდი ეროვნული შერიგება.
მე მართალია უკრაინაში დავიბადე, მაგრამ თავს სოხუმელად ვთვლი და ვიცი, სომხები რომ არ აეწიოკებინათ ომში ჩართვას რომ არ აპირებდნენ.
ძალადობა ყოველთვის წარმოშობს ძალადობას-ესაა აქსიომა პაატა.
2022, 23 აპრილი, 18:18
რუსეთი მტერია უკვე საუკუნეებია, ეს ასეა, მაგრამ ყველაზე დიდი მტერი, ის მოღალატე ქართველებია, რომლებმაც 90-იან წლებში ჯერ სამეგრელოს და მთლიანად საქართველოს აოხრებდნენ და მერე სხვა ეროვნების ადამიანებს, ხომ გვესმის, რასაც დამართავდნენ? ჯერ არ მოსულა საქართველოში ხელისუფლება, რომელიც ობიექტურად გამოიძიებდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ჩამოგდების, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის, აფხაზეთის ომში ჩადენილი უამრავი ღალატის, ქართველი ხალხის გაუგონარი ძარცვა-აოხრების საქმეებს, თუმცა ვინ გამოიძიებს, რადგან ისინი და მათი „გამოზრდილი“ ელიტაა მას შემდეგ ხელისუფლებებში, ბიზნესში, ეკლესიებში... საქართველო გაბრწყინდებაო ქადაგებენ, თუმცა გაბრწყინებამდე რომ აუცილებელია სინანული, აღსარება, კათარზისი, ამაზე არავინ არ საუბრობს... მე იმას არ ვამბობ, რომ ობიექტური გამოძიების შემდგომ გამოვლენილი უამრავი დანაშაულებების, ქვეყნის პირდაპირი ღალატის ჩამდენნი დახვრიტონ ან ჩამოახრჩონ, მაგრამ ასეთებს სამუდამოდ უნდა აეკრძალოთ საქმიანობა პოლიტიკაში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სფეროებში მოღვაწეობა. ქართველები ძმათამკვლელ ომში სწორედ იმ მოღალატეებმა ჩაითრიეს, სწორედ მათი „დამსახურებაა“, რომ უამრავი ქართველის სისხლში გვაქვს ხელები გასვრილი ქართველებს და სამშობლოს გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ შორი, გოლგოთის გზა გვაქვს გასავლელი. გულწრფელი სინანულით და ცოდვების აღიარებით, ურთიერთმიტევებით და რაც მთავარია, სიყვარულით, თავმდაბლობით, თუ შევძლებთ კათარზისის გავლას, ამას აუცილებლად მოჰყვება სამშობლოს გაბრწყინება!
2022, 23 აპრილი, 14:44
რუსულ-სომხური ხელწერაა, სომხები ჯერ აუპატიურებდნენ ქართველ ბავშვებს და ქალებს, მერე ჭაში ყრიდნენ, იგივეს აკეთებდნენ კაზაკებიც, იგივეს აკეთებდნენ აზერბაიჯანელებთან მიმართებაში სომხები მთიან ყარაბაღში.
შორს არაა ის დღე როცა ყველას მოეკითხება.
კიტოვანის გვარდიის გარკვეულ ნაწილს, მხედრიონის გარკვეულ ნაწილსაც არ ჩაუდენია ნაკლები სიმხეცე აფხაზეთში.
არც სამეგრელოში დაუკლიათ ხელი და მერე უკვირთ დარჩელში მხედრიონელების ორი მანქანა რომ ააფეთქეს და მანქანაშივე ჩაწვეს გარეწრები.
ომი საშინელებაა თუთიკო, მაგრამ ფორმა რომ გაცვია სახე არ უნდა დაგაკარგვინოს და კაცადვე უნდა დარჩე ბოლომდე.
მარიუპოლში საზღვაო ქვეითების ოფიცერ-ინსტრუქტორად იბრძვის მამაჩემი, დრო მოვა და ავვირთავ მის გამოგზავნილ ვიდეომასალას, თუ რას აკეთებდნენ და აკეთებენ მან რუსი აგრესორები და გამყიდველი კადიროველები, რომლებსაც ჩეჩნებს ვერ ვუწოდებ.
2022, 18 აპრილი, 19:00
კი. ისეტორია მეორდება, მაგრამ უფრო დიდ მასშტაბებში. და ყოველთვის ეს რუსეთია აგრესორი, დამწიოკებელი, სისხლით უძღები
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10