x
image
თუთიკო ბერძენა
პენტაგონმა გერმანიაში უკრაინის სამხედრო დახმარების კონტროლის ცენტრი შექმნა
image


აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ შტუტგარტში, გერმანიაში, აშშ-ის ევროპული სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში შექმნა კონტროლის ცენტრი, რომელიც კოორდინაციას უწევს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების ოპტიმიზაციას.


ECCU ცენტრს, აშშ-ს ევროპული სარდლობის შტაბ-ბინაში შტუტგარტში, ხელმძღვანელობს ორვარსკვლავიანი ამერიკელი სამხედრო გენერალი.


ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო დონორთა საკოორდინაციო ცენტრთან, აIDCC-სთან, რომელსაც ბრიტანელი გენერალი მართავს.



„ცენტრი შეიქმნა უსაფრთხოების სისტემის მხარდასაჭერად“, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


საკონტროლო ცენტრი მოიცავს თანამშრომლებს 15 სხვადასხვა ქვეყნიდან აშშ-ს პერსონალთან ერთად.


ეს სამეთაურო ცენტრი ასევე მართავს 40-ზე მეტი პარტნიორი და მოკავშირე სახელმწიფოს ქსელს, რომლებიც შეიკრიბნენ გერმანიაში სამშაბათს რამშტაინის საჰაერო ბაზაზე და უკრაინას დახმარებას უწევენ.


მოკავშირეთა ახალი ჯგუფი რეგულარულად შეიკრიბება თვეში ერთხელ, განაცხადა თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სამშაბათს.

1
88
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
88
  
2022, 28 აპრილი, 6:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1