x
image
თუთიკო ბერძენა
"არ დავწერ"! - ტიციან ტაბიძე
'image
მხი­ლე­ბუ­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იქნა ტე­რო­რის­ტულ-დი­ვერ­სი­უ­ლი, მავ­ნებ­ლუ­რი, ჯა­შუ­შუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­მელ­თაც აერ­თი­ა­ნებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტრი. ცენ­ტრის მი­ზა­ნი იყო საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­წყვე­ტა სსრკ-დან. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა ერთ-ერთი კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს პრო­ტექ­ტო­რო­ბით.
"დამ­ტკიც­და", იგი 1933 წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობ­და ფა­შის­ტურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და ეწე­ო­და მავ­ნებ­ლურ მუ­შა­ო­ბას ლი­ტე­რა­ტუ­რის ფრონტზე. ჰქონ­და რე­გუ­ლა­რუ­ლი კავ­ში­რი ტროც­კის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რომ ჯა­შუ­შობ­და საფ­რან­გე­თის სა­სარ­გებ­ლოდ".
მან თავი დამ­ნა­შა­ვედ ცნო ნა­წი­ლობ­რივ. მამ­ხი­ლე­ბელ ჩვე­ნე­ბა­თა სა­ფუძ­ველ­ზე, საქ­მე გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­და­ე­ცა "სა­მე­ულს". შედ­გა "სა­მე­უ­ლის" სხდო­მის ოქმი N67. მომხსე­ნე­ბე­ლი ქ ა ­დ ა ­გ ი შ ­ვ ი ­ლ ი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბრალდებული მხი­ლე­ბუ­ლია გ ა ს ­ვ ი ­ა ­ნ ი ს, მ გ ა­ ლ ო ბ ­ლ ი შ ­ვ ი­ ლ ი ს, ს ა ყ ­ვ ა ­რ ე ­ლ ი­ ძ ი ს, დ ა­ რ ა ხ ვ ე­ ლ ი ­ძ ი ს, მ ი­ წ ი შ ­ვ ი ­ლ ი ს, წ ე ­რ ე თ ­ლ ი ს, მ ი ­ქ ა­ ძ ი ს, ლ ო ­მ ი­ ნ ა ­ძ ი ს ჩვე­ნე­ბა­თა სა­ფუძ­ველ­ზე. "სა­მე­უ­ლის" თავ­მჯდო­მა­რე და წევ­რე­ბი ოქმს ხელს არ აწე­რენ, მაგ­რამ ოქ­მზე დას­მუ­ლია შინ­სა­ხკო­მის ბე­ჭე­დი და წი­თე­ლი მელ­ნით მი­წე­რი­ლია "რას­ტრე­ლი­ატ. იმუ­შესტვა პრი­ნადლ. ლიჩ­ნა ემუ კონ­ფის­კა­ვაც". ხელ­მო­წე­რა გა­ურ­კვე­ვე­ლია.
იგი იმვე დღეს, 1937 წლის 15 დე­კემ­ბერს დახ­ვრი­ტეს ისე, რომ "სა­მე­ულს" მისი საქ­მე ფორ­მა­ლუ­რა­დაც არ გა­ნუ­ხი­ლავს, ხოლო ოჯახს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, უნდა გა­და­ა­სახ­ლონ და თბი­ლი ტან­საც­მე­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნე­თო!
არავისთვისაა უცხო, რომ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ურჩ მწერ­ლებს და პო­ე­ტებს, რომ­ლე­ბიც პარ­ტის და ბე­ლა­დის ხოტ­ბა­ზე უარს ამ­ბობ­დნენ, პრო­ლე­ტარ მწერ­ლებს უპი­რის­პი­რებ­და და მწე­რალ­თა კავ­ში­რი­დან რი­ცხავ­და.
ყველაფერი დაიწყო იმით, . რომ 1937 წელს სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა მწერ­ლე­ბის პარ­ტორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სხდო­მა­ზე ერთ-ერ­თმა პრო­ლე­ტარ­მა მწე­რალ­მა თქვა, რომ ჩვენი სტატიის გმირმა დივერსანტ აღნიაშვილს უმასპინძლა.
მწე­რალ­თა კავ­შირ­მა მი­ი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა, მო­ეწ­ვი­ათ პრე­ზი­დი­უ­მის სხდო­მა და და­ეს­ვათ მისი კავ­ში­რი­დან გა­რი­ცხვის სა­კი­თხი. გა­რი­ცხეს, პრო­ლე­ტა­რი მწერ­ლე­ბი კი ამა­ყად აცხა­დებ­დნენ, რომ "მწე­რალ­თა კავ­შირ­ში მოქ­მე­დებ­და კონ­ტრრე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, ჩვენ მას ხერ­ხე­მა­ლი გა­და­ვუმტვრი­ეთ, თუ სად­მე დარ­ჩა მათი კუ­დე­ბი, უნდა მოვ­ძებ­ნოთ და გა­ვაგ­დო­თო".
მარ­თლაც მწე­რალ­თა კავ­ში­რი­დან გაგ­დე­ბის შემ­დეგ ბე­რი­ამ და­ი­ბა­რა და მოს­თხო­ვა, ცილი და­ე­წა­მა პოეტ პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის­თვის, რო­მე­ლიც სწო­რედ ბე­რი­ამ მი­იყ­ვა­ნა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე.
"არ დავწერ!"
როცა და­ა­პა­ტიმ­რებულს აწა­მებ­დნენ და მოს­თხო­ვეს, შეთ­ქმულ­თა რაზ­მის უფ­რო­სის სა­ხე­ლი დაესახელებინა, მან გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე ჩა­ა­წე­რი­ნა და მერე კარ­გა ხანს ეძებ­დნენ ქარ­თველ სარ­დალს რეპ­რე­სი­ე­ბი­დან გა­დარ­ჩე­ნილ მწე­რალ­თა რი­გებ­ში.
ნიჭებით სავსე ქართული გენეტიკა მოსპო და გაანადგურა სსრკ-მ, ნაღები მოართვა ქართულ გენოფონდს და ვინ გადარჩა? გამრავლდნენ უნიჭო მუშფაკები, ცილისმწამებელი, დამსმენი პროლეტარები.
დღეს სწორედ მათი შთამომავლები მისტირიან სსრკ-ს, მათთვის რეპრესიები, ძალადობა, დანოსები იმდენადაა ჰაბიტუსის დონეზე დაფიქსირებული, რომ ეს სისაზაგლე მიაჩნიათ ჩვეულებრივ, მშობლიურ, ახლობელ მოვლენად.
4
66
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
66
  
ხო მართლა,ჯერ კიდევ სააკაშვილის ხემლოწერით და სურვილით მოიხსნა შეზღუდვა რუსეთის მოქალაქეებზე და მას მერე დაგულაობენ საქართველოში. ფრენების აღდგენა და ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლა არაფერ კავშირშია,ეს რომც არ მოხდარიყო,მაინც შემოვიდოდა რუსი და იგულავებდა. ქოცები ვერ მოხსნიან ამ უვიზო რეჟიმს,რადგან გაცხადებული მშვიდობიანი პოლიტიკა აქვთ და ეს იქნება ცუდი განცხადება. პოლიტიკაში ადანდანდალის პრინციპით არაფერი ხდება,პოლიტიკოსი ფიქრობს ერთს,ლაპარაკობს მეორეს და აკეთებს მესამეს. არც დიპლომატიაში არის მტერი ან მეგობარი ქვეყანა,არსებობს მხოლოდ საერთო და საპირისპირო ინტერესები. სავსებით შესაძლებელია რუსეთს და საქართველოს საერთო ინტერესი ქონდეთ,რაც კატასტროფა არ არის. გიორგი ბრწყინვალე თანამშრომლობდა მონღოლებთან,რაც ამბობთ რო ის ქვეყნის მოღალატე იყო? მამამისს მოაჭრეს თავი თუ ხოშტარიას მამას,რატომ უნდა ეთანამშრომლა მონღოლებთან? იმიტო რო ასე იყო საჭირო და მისი სურვილის მიხედვით კი არა,საჭიროების გამო აკეთებდა ამას. ბრწყინვალე იმას უწოდეს ელენიკოს ხო არა?რა გგონია,კობახიძეს ან მდინარაძეს მოსწონს ეს ამბავი? ვოლკიმ პირდაპირ თქვა რო არ მოსწონს... უბრალოდ ასეა საჭირო და ეს უნდა მომხდარიყოს. ეს მოსალოდნელი ამბავი იყო,ევროპილს ღია კარის პრნციპი აღარ ჭრის და ვამბობდი კიდეც ამას,ხოდა ეს მოხდა უკვე. 30 წელია,რაც ღიაა კარი და არ გვიშვებენ,ყველანაირი მაჩვენებლით გვეკუთნოდა კანდიდატის სტატუსი და არ მოგვცეს,რადგან ვერ მართავენ ქოცებს და ეს არის მიზეზი. ამიტომაც მხარე იცვალა საქართველოს და კარგად დაანახა ევროპას,თუ ჩვენ გვჭირდებიან ისინი,მათაც ვჭირდებით ჩვენც და ხელშესახები გადაწყვეტილებებია მისაღები. უაზრო საუბრები და ფართოდ გაღებული კარები აღარ გაჭირს უკვე.
თუ დებილი არ არის ადამიანი,როგორ ვერ უნდა მიხვდეს,რომ რაღაც ისე არ არის. 17 მაის სრულდება პირველი რეისი და 19 მაისს უკვე ლავროვის ნათესავი იხდის ქორწილს. უფრო შორიდან დავიწყოთ,მაისის დასაწყისში ხდება ცნობილი,რომ ფრენები და უვიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს,ხოლო იქვე მოდის ცნობა,რომ თუ ყველაფერი კარგად წავა,17 მაისს გაფრინდება პირველი რეისი და უკვე ორ დღეში ქორწილი იგეგმება? როცა გათხოვდები თ უთიკო,მერე მიხვდები რო 19 დღეში შეულძებელია ქორწილის დაგეგმვა და სხვა ქვეყანაში გადახდა. ეგრე არ ხდება უბრალოდ.
ეხლა კი სიტუაცია სხვანაირია,თუმცა მეთოდი იგივე. ავიღოთ,გავრილოვის ჩამობრძანება და მერე აქციები,ეს არის რუსის აგენტების ინსცენირებული ამბავი და მასში გამოყენებული იყვნენ მეხუთე კოლონა,ხოლო ახალგაზრდები გააბითურეს და პატრიტულ ამბებით სცადეს ხელისუფლების დამხობა. გახარია,რომ ჩანერგილი იყო ეს ყველამ იცის უკვე,რამეთუ მისი პირადი ბრძანებით ესროდნენ ადამიანებს რეზინის ტყვიებს და არბევდნენ. არის ერთი საყურადღებო ფაქტი,თუ ვინმე რუსი ჩამოვიდა და გაჭაჭანდა,ყველაფერზე ინფრომაციას ხოშტარია როგორ იგებს? ეგ თუ რუსის აგენტი არ არის,მაშინ საიდან იცის,ვინ სად მიდის და იხდის ქორწილს ან დაბადებისდეღე? ახალ თაობას აზროვნების უნარი დაკარგული გაქვთ? არანაირი შემხებლობა არ აქვს სამტავრობო უწყებებთან,არც აეროპორტის ადმინისტრაციასთან და არც სასაზღვრო პოლიციასთან,თან არც ლავროვის გვარით შემოსულა პიროვნება რო თვალშისაცემი გამხდარიყო,ხოდა როგორ იძიებს ინფორმაციას არ გაინტერესებთ? იმას რო თავი დავანებოთ,ყვარელი სავსეა ნაციონალების მხარდამჭერებით და იმით,თუ ვინმე იქ ბიზნესს ფლობს,არის ნაციონალებთან დაკავშირებული პირი. იმ რესტორნის მეპატრონეც ნაციონალია და ეს რაზე მიუთითებს? ეს არის სწორედ რუსული მეთოდი და საბჭოეთის,ცდილობენ ადამიანის გრძნობებით და ემოციებით თამაშს,აწყობენ საქმეს ისე თითქოს რაღაც ისეთი ხდება და ის "იმენნა" მთავრობის მოწყობილია,როცა მათი დაგეგმილია და დროის გასვლის შემდეგ ხილული ხდება. არ მოგბეზრდათ,სადამდე უნდა გამოგიყენოთ უცხო ძალამ სიტუაციის ასარევად? ფრენები და უვიზო მიმოსვლა თავის დროზე პუტინმა მოხსნა,რის გამოც გაჰყვიროდნენ ნაცეთი და მათი სატელიტები,ხოლო ეხლა დააბრუნა და ისევ იგივე ხდება,რატომ? თუ ახლა დაასაჩუქრეს ქოცეთი,მაშინ იმ პერიოდში დასაჯეს. ქოცები უუნარონი არიან,თუმცა მოღალატენი არა. აი,ნაციონალები და მათი სატელიტები არიან რუსეთის აგენტები,მათ თითოეულ მოქმედებაში ჩანს ეს ამბავი,უბრალო აზრის ქონდა არის საჭირო და გაიგებს ადამიანი,მაგრამ ახალ თაობას ეს აზრი არ გაქვთ და ჩარჩოში მოქცეული აზროვნება გაქვთ
ტყუილია,ტიციანი,პაოლო იაშვილი და განსაკუთრებით ნიკოლოზ (ნიკოლო) მიწიშვილი იყვნენ საბჭოთა კავშირის მეხოტბე სასარგებლო იდიოტები,უკანასკნელი საბჭოთა აგენტი იყო თურქეთში,გერმანიასა და საფრანგეთში. წარმოდგენა არ მაქვს,რას ფიქრობდნენ რეალურად,თუმცა დამყოლ პოლიტიკას ატარებდნენ საბჭოთა ხელისუფლების მიმართ. სხვადასხვა მასალები არსებობს,რაც ნიკოლო მიწიშვილის აგენტებას ადასტურებს,რისთვისაც გამოძევებული იქნა საფრანგეთიდან და საქართველოში დაბრუნებულს თანამდებობაც შეხვდა.რაც შეეხება ტიციანს და პაოლო იაშვილს,დროდადრო ხოტბას ასხავდნენ საბჭოეთს და მწერალთა კავშირშიდაც იყვნენ,მერე ის დაემართათ,რაც საბჭოეთის არასანდო პირებს ემართებოდათ. ჯერ იყენებდნენ და მერე სჯიდნენ. სწორედ ეს დაემართათ პაოლოს(სხვათაშორის პავლეთი მიმართავდა ძია სტალინი) და ტიციანსაც. იმიტო კი არ მოიკლა თავი პაოლომ,თითქოს მტერი იყო საბჭოთა კავშირის,იმიტო რო დამყოლი პოლიტიკის და დამოკიდებულების მიუხედავად,დასახვრეტად გაამზადეს. ისე არ გამოვიდეს,თითქოს განვიკითხავ ამ ხალხს,არ მიცხოვრია იმ პერიოდში და ძნელია გაიგო რატომ მოიქცნენ ასე,თუმცა მათზე გმირის დაძახება დანაშაულია. სწორედ ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა,არასწორად არის გადმოცემული ისტორიები და დამახინჯებულია,ამიტომაც ქვეყნის სიტუაციაც არეულია. ფაქტი ჯიუტია,საბჭოეთმა მოახერხა ადამიანების ცნობიერების შეცვლა და ისტორიის დამახინჯება,რაც ერის დეგრადაციას იწვევს და ფაქტიც სახეზე გვაქვს. ამდენი ხანი გავიდა და ნორმალური გამოძიება არ ჩატარებულა არაფერზე,თუნდაც რეპრესიების პერიოდზე და თუნდაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაზე. შენი აზრით,რატომ ხდება ასე და რატომ არ გახდა საჯარო დოკუმენტები,რაც უკვე ხელმისაწვდომი არის და მოხსნილი აქვს ვადა? იმიტო რო არ სურთ,ჩამოენგრეთ ყველაფერი თავზე,რადგან ის ხალხი,რომლებსაც ერი გმირებად იცნობდა,დამნაშავენი ხდებიან. ასეთი სამი უკვე დავასახელე,პაოლო,ტიციანი და ნიკოლო მიწიშვილი. ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი ჩანერგილი ყავდათ ცისფერყანწელებშიც და სხვაგანაც. არსებობს ეჭვები,რომ 1924 წლის აჯანყება ბერიას ინსენირებული არის და მასში მონაწილენი გამოიყენეს.
0 1 4