x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
მითი თუ რეალობა? - საინტერესო ფაქტები ერთგულების ქამრის შესახებ

image

პირველად, ეს უჩვეულო მოწყობილობა, რომელიც ერთგვარად “ბლოკავდა" ქალს მამაკაცისგან, გამოჩნდა ძველ საბერძნეთში. მონებს ეკეთათ ტყავის ქამარი ორი ზოლით: პირველი წელზე იყო მორგებული, მეორე კი ფეხებს შორის გადიოდა. ასეთი თავდაცვის მიზანი კი არასასურველი ორსულობის თავიდან არიდება იყო, ორსული მონა ვერ იმუშავებდა და შესაბამისად გამოუსადეგარი იყო. image


ძველი ბერძნების “გამოგონება" გამოადგათ შუა საუკუნეებში. ცოლის „ჩაკეტვის“ გამოკეტვის ტრადიცია ერთმა გერმანელმა იმპერატორმა შემოიღო. ყოველ ჯერზე, როცა თავისი მიწების საზღვრების გადაკვეთას გეგმავდა, ეჭვიანი მამაკაცი აიძულებდა მჭედელს, რომ მის ცოლზე რკინის ქამარი დაედო, რომელსაც დაბრუნებისთანავე თავისი ხელით ხსნიდა. ქამარი იყო წამების ნამდვილი ინსტრუმენტი: მოცულობითი დიზაინი მრავალი საკეტით, რომელიც ფარავდა ქალის სხეულის მთელ ქვედა ნაწილს. ქამარში მხოლოდ ერთი პაწაწინა ხვრელი იყო ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და პირადი ჰიგიენის დაცვაზე საუბარი არ ყოფილა. ერთადერთ გასაღებს კი ყოველთვის ფხიზლად ინახავდა მეუღლე.image

გერმანელი მონარქის ინოვაციური გამოგონება სხვებსაც მოეწონათ და მალე მთელ ევროპაში და განსაკუთრებით იტალიაში მოდური გახდა მსგავსი ერთგულების ქამრები. მოდელები განსხვავდებოდა მხოლოდ იმ მასალით, რისგანაც მზადდებოდა: ხარის ტყავისგან დამზადებულ ქამრებს რკინა, ვერცხლი და ოქრო ემატებოდა, ზოგიერთ „ხელოვნების ნამუშევრებს“ კი ულამაზესი ჩანართები ამშვენებდა. საუკეთესო მოდელები დამზადდა ბერგამოსა და ვენეციაში, რის გამოც მიიღეს სახელები „ბერგამოს ციხე“ და „ვენეციური გისოსი“. რენესანსის დროს ფართოდ იყო გავრცელებული გამოთქმა „ცოლის ან საყვარლის ჩაკეტვა ბერგამოში“. ჩვენამდე მოღწეული პირველი ერთგულების ქამრები მე-16 საუკუნით თარიღდება, კერძოდ, მე-16 საუკუნის საფლავში ნახეს ახალგაზრდა ქალის ჩონჩხი დაჟანგული ერგულების ქამრით. ამ საუკუნეში დაიწყო მათი მასობრივი წარმოება.image

აღსანიშნავია, რომ "სიწმინდის ქამარი" საკმაოდ ძვირადღირებული "დეკორაცია" იყო. მას იყენებდნენ ძირითადად მმართველი კლასები - მდიდარი ვაჭრები, ბურჟუაზია და თავადები. უფრო მეტიც, "სიწმინდის ქამარი" ითვლებოდა ქალის უბიწოების დაცვის ოფიციალურ საშუალებად მამაკაცის პრეტენზიებისგან. დედები ამაყად ეუბნებიდნენ საქმროებს, რომ მათი ქალიშვილები "ვენეციურ გისოსებს" თითქმის ბავშვობიდან ატარებდნენ. მამაკაცებისთვის ასეთი პატარძალი ნამდვილი საგანძური იყო, რადგან იმ დღეებში 15 წლის ქალწული ნამდვილი იშვიათობა იყო. გასაღებს მთელი ამ წლების განმავლობაში ინახავდა დედა. ქორწილის დღეს ქალი საზეიმოდ აძლევდა გასაღებს სიძეს და შემდეგ სწორედ ის ხდებოდა ამ “საგანძურის" მფლობელი. image
ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ერთგულების ქამრებზე დიდი მოთხოვნა იყო. რამდენიმე წლით ომში წასვლისას რაინდი არ იყო დარწმუნებული თავისი ქალბატონის ერთგულებაში, ამიტომ სიამოვნებით იყენებდნენ და. უბედურებს კიცვის ამ საშუალებებს. ქალებს უწევდათ ტანჯვის ატანა: რკინის საცვლები ზურგს სერავდა წვეთებს და ინტიმურ ადგილებში ხანდახან წყლულებიც კი უჩნდებოდათ, ფიგურა ეცვლებოდათ. ხანდახან, ქამარი სიცოცხლისთვის საშიში ხდბოდა და აქაც „საქორწინო ბორკილებიდან“ ათავისუფლებდნენ მხოლოდ საეკლესიო ხელისუფლების მიერ აკურთხებული სპეციალური სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, კერძოდ კი ატარებდნენ ჩატარდა „სამჭედლო ოპერაციას“. რასაკვირველია, ამის შესახებ ქმარი წინასწარ იყო ინფორმირებული, რათა დაბრუნებულს ეჭვები არ გასჩენოდა და ქალი არ მოეკლა.

იყო ტრაგიკული შედეგებიც. ბავარიის დანგრეული ციხე-სიმაგრეების ტერიტორიაზე აღმოაჩინეს უძველესი სამარხები, რომლებშიც ქალის ჩონჩხები იყო დაკრძალული, „მორთული“ ერთგულების ქამრების ჟანგიანი ნაშთებით. ისტორიკოსები თვლიან, რომ ისინი იყვნენ ქვრივები, რომელთა მეუღლეები ლაშქრობიდან ვერ დაბრუნდნენ და სიკვდილამდე ამ რკინის ტარება მოუწიათ.

ეპოქამ, რომელმაც დაბადა უბიწო ქამრები, მათ ანტიდოტიც შექმნა. ცბიერი მწარმოებლები ორმაგ სარგებელს იღებდნენ თავიანთი პროდუქციის გაყიდვით: ქამრის ორიიგინალ გასაღებს საფასურიის სანაცვლოდ აძლევდნენ ქმარს, მის ასლს კი ორმაგი საფასურის სანაცვლოდ ცოლს ან მის სატრფოს. სწორედ ამის გამო ეჭვიანმა ქმრებმა უკვე იუველირებს მიმართეს ქამრების სანდოობაში დასარწმუნებლად, მანამდე საკეტის გახსნა მოხერხებულ “გმირებს'' შეეძლოთ ლურსმნით ან რაიმე წვეტიანი საგნით, იუველირებმა კი საკეტს ეს დეფექტი მოაშორეს. თუკი საკეტის გახსნას უცხო გასაღებით შეეცდებოდნენ, ზამბარაში ჩაყენებული მოწყობლობა მას წვეტს აგლეჯდა, შესაბამისად, დაბრუნებულ ქმარს მარტივად შეეძლო დადგენა ცდილობდა თუ არა ვინმე მისი საგანძურის გახსნას. image

ვიქტორიანულ ინგლისში პირველად გამოიგონეს მამაკაცების ერთგულების ქამარი. მას იყენებდნენ ბიჭების მასტურბაციის თავიდან ასაცილებლად. მაშინ ინგლისში ითვლებოდა, რომ მასტურბაცია იწვევს სიბრმავეს, სიგიჟეს, უეცარ სიკვდილს და ა.შ. პირველი ასეთი გამოგონება 1889 წლით თარიღდება. იმ ეპოქაში მოზარდში უდანაშაულო ღამის ერექციაც კი არაჯანსაღად ითვლებოდა. image


საინტერესო ფაქტები:

1. ევროპაში დღემდე ფუნქციონირებს სახელოსნოები, სადაც 21-ე საუკუნის ეჭვიანი კაცების დაკვეთით ჯერ კიდევ ამზადებენ ერთგულების ქამრებს. მექანიკური საკეტების გარდა, თანამედროვე პროდუქტებში გამოიყენება უახლესი მასალები, ტექნოლოგიებისა და ელექტრონიკის მიღწევები. ხელოსნების აღიარებით, მათ წელიწადში 150-200-მდე უბიწო ქამარს უკვეთავენ. image

2. თანამედროვე ინდონეზიაში, სადაც ჩინელების მიმართ მტრობა ძლიერია, ზოგიერთი ჩინელი ქალი ატარებს მსგავს ქამრებს გაუპატიურების შიშით. ასევე, ინდონეზიის ზოგიერთ მასაჟის სალონში, ადმინისტრაცია მასაჟისტებს ავალებს სამუშაოს დროს ატარონ უბიწოების ქამრების ანალოგები, რათა მნახველებისთვის ცხადი გახდეს, რომ ამ სალონში ინტიმური მომსახურება არ არის გათვალისწინებული.

6
635
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
635
  
2023, 30 მაისი, 23:26
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 27 მაისი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 22:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 0:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მაისი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 მაისი, 23:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6