ვარსკვლავები
XL ზომის ლამაზმანები: განსაცვიფრებელი პლუს - ზომის მოდელები, რომლებმაც მოდის სამყარო დაიპყრეს
2023, 21 მაისი, 17:58
ბოლო პერიოდში მოდის ინდუსტრიაში გაჩნდა "ბოდიპოზიტივის" ტენდენცია, რაც საკუთარი სხეულის ნებისმიერი ფორმით მიღებას გულისხმობს. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა საზოგადოება სილამაზის დანახვას უკვე ისეთ სხეულში იწყებს, რომლის პარამეტრებიც 90-60-90 სტანდარტებისაგან რადიკალურად განსხვავდება. დღეს, სწორედ იმ მშვენიერ პლუს - ზომის მოდელებზე ვისაუბრებთ, რომლებმაც მოდის ინდუსტრია დაიპყრეს.
ემი შუმერი
ემი ღიად საუბრობს თავისი კომპლექსების შესახებ, ამასთან უყვარს თავისი სხეული და მის ყველა ცვლილებას ბუნებრივ მოვლენად აფასებს. ის ხშირად აქვეყნებს არაგლამურულ ფოტოებს სოციალურ ქსელებში, სადაც ფანების წინაშე მაკიაჟის გარეშე, სახლის სამოსსა და ფოტოშოპის გარეშე ჩნდება. ემის მთავარი დევიზია - ისიამოვნო ცხოვრებით და გიყვარდეს საკუთარი თავი.
ისკრა ლოურენსი
მომხიბვლელი ქერა ლამაზმანი - ისკრა ლოურენსი "ბოდიპოზიტივის" ერთგული დამცველია. მან ზუსტად იცის, როგორ უნდა იყოს საკუთარ თავთან და სხეულთან სრულ ჰარმონიაში, რასაც სიამოვნებით სხვა გოგონებსაც უზიარებს. ის საკუთარ გამომწერებს მოუწოდებს არ დაკომპლექსდნენ იმის გამო რომ მათი სხეული იმ პარამეტრებს არ შეესაბამება, რასაც პრიალა გამოცემები ამკვიდრებენ.
ტარა ლინი
ტარა ლინი "ბოდიპოზიტივის" ერთგული მხარდამჭერია. ის ეწინააღმდეგება სილამაზის საეჭვო სტანდარტების იძულებით დაწესებას, რომლის საშუალებითაც მოდის ინდუსტრია გოგონებისთვის საკუთარი წესების თავსმოხვევას ცდილობს. ფუმფულა ფორმების მიუხედავად მოდელი უპირატესობას ვიწრო ტანსაცმლის ტარებას ანიჭებს.
ვენეცია კრუზი
ცნობილი ამერიკელი პლუს - ზომის მოდელი ვენეცია კრუზი მოდელობაზე ადრეული ასაკიდან ოცნებობდა. ის მხარს უჭერს "ბოდიპოზიტივის" მოძრაობას და საკუთარი სხეულის დემონსტრირებას სოციალურ ქსელში საკმაოდ ხშირადაც ახდენს. გოგონას თაყვანისმცემლები მისი სილამაზით აღფრთოვანებულნი არიან, რომელიც სუსტი მოდელების ტიპიური გარეგნობისგან რადიკალურად განსხვავდება.
უიტნი ტომპსონი
უიტნიმ შეწყვიტა წონის კლებაზე მუდმივი ფიქრი და საკუთარი თავი საბოლოოდ მიიღო. თავდაჯერებულობამ და უშრეტმა ენერგიამ გოგონა შოუში "America’s Next Top Model"-ში გამარჯვებამდე მიიყვანა და შთააგონა ჭარბწონიანი ადამიანებისთვის გაცნობის საიტის შექმნა. "მამაკაცებს შორის ახლა უფრო დიდი წარმატებით ვსარგებლობ, ვიდრე მაშინ, როცა გამხდარი ვიყავი", - აღიარებს მოდელი.