შოუბიზნესი ვარსკვლავები, რომლებმაც იმაზე მეტი აჩვენეს ვიდრე საჭირო იყო 2023, 21 მაისი, 13:48
უხერხულ სიტუაციებში დროდადრო ყველა ადამიანი ხვდება, თუმცა რიგითი მოკვდავები კონფუზების "წყალობით" შესაძლოა მაქსიმუმ დაცინვის ობიექტები გავხდეთ, აი, რაც შეეხება ვარსკვლვებს - აქ უკვე ყველაფერი სხვაგვარადაა. ისინი გამუდმებით პაპარაცების ყურადღების ქვეშ იმყოფებიან, რომლებიც მხოლოდ იმის მოლოდინში არიან ისინი არასახარბიელო ვითარებაში "გამოიჭირონ", რასაც ოსტატურად ახერხებენ კიდეც. დღევანდელ სტატიაში თქვენს ყურადღებას იმ ცნობილ ქალბატონებზე შევაჩერებ, რომლებმაც საკუთარი კაბების "წყალობით" თავი საჯაროდ შეირცხვინეს.
სოფი მარსო
2015 წლის "კანის" კინოფესტივალზე სოფი მარსოს კაბის თასმამ ყველაზე მოულოდნელ მომენტში უმტყუნა და მსახიობი ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების წინაშე საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.
ქარდი ბი
ქარდი ბიმ კონცერტზე ისე იცეკვა, რომ კომბინეზონი გაეხა, თაყვანისმცემლებს არ გაკვირვებიათ: რეპერის ჩაცმულობა იმდენად მოკრძალებული იყო, რომ კოსმოსმა სიტუაცია გამოასწორა.
ელიზაბეტა კანალისი
ცნობილი იტალიელი მოდელი, ტელეწამყვანი და მსახიობი ელიზაბეტა კანალისი ვენის საოპერო მეჯლისზე ცეკვისას იმდენად გაერთო რომ საკუთარი კავალერისა და სხვა გარშემომყოფების სასიხარულოდ იმ "ღირსებების" დემონსტრირება მოახდინა, რაც დამსწრე საზოგადოებას აშკარად არ უნდა ენახა.
რიტა ორა
რიტა წვეულებაზე ლამაზი, თუმცა საკმაოდ თამამი და გამომწვევი ჩაცმულობით გამოჩნდა, შედეგად კი, მას მთელი საღამოს განმავლობაში მკერდი ხელით ეჭირა, რომელიც გარეთ "გადმოხტომას" მთელი ძალით ლამობდა.
მადონა
საინტერესოა, რატომ უყვარს ასე ძალიან პოპ - დივას "შიშველი" სამოსი. ახალგაზრდობაში - გასაგებია, მაგრამ რა საჭიროა ასეთი სითამამე 64 წლის ასაკში? ფაქტია რომ პოპ-ვარსკვლავი საზოგადოების წინაშე შანს არ უშვებს ექსტრავაგანტულ სამოსში არ გამოჩნდეს და სულ არ აინტერესებს არავის აზრი.
სოფია ვერგარა
კოლუმბიელმა ლამაზმანმა 2012 წლის "Emmy Award"-ისთვის იმდენად ვიწრო კაბა შეარჩია, რომ ელვამ ვეღარ გაუძლო და მთელი მისი "ბრწყინვალება" საჯაროდ გამოამზეურა.
ჰოლზი
რაც შეეხება ჰოლზის ჩაცმულობას, დიზაინერებს მის შემთხვევაში აშკარად ზედმეტი მოუვიდათ, მომღერლის კაბის ჭრილი იმდენად ღრმა იყო რომ სიარულისას საზოგადოებამ მისი საცვლის ფერიც კი დაინახა.
ბელა ჰადიდი
"Met Gala 2017" -ზე ბელა ჰადიდი საღამოს ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა, მოდელი მისი მისამართით გამოთქმულ ყველა კომპლიმენტს ყურადღების მიღმა უშვებდა, რადგან მხოლოდ ერთ რამეზე - საპირფარეშოში მოხვედრაზე ოცნებობდა. მისი უჩვეულო კომბინეზონი რიგითი მოკვდავების ბუნებრივი საჭიროების დასაკმაყოფილებლად განკუთვნილი ნამდვილად არ იყო.
ემა უოტსონი
ბრიტანელ მსახიობს ემა უოტსონს ფილმ "ჰარი პოტერი და ნახევარპრინცის" პრემიერაზე ავტოგრაფების დარიგებისას კაბიდან საცვალი გამოუჩნდა, რაც არაერთი ტაბლოიდური გამოცემისთვის მთავარ ნიუსად იქცა.
კიმ კარდაშიანი
კიმის სხეულის იდეალური ფორმები - მისი მაკორექტირებელი თეთრეულის დამსახურებაა. სამწუხაროა, რომ კომპრესიული შორტები რეალითი - შოუს სკანდალურ ვარსკვლავს "Met Gala 2022"-ზე მერილინ მონროს კაბის მორგებისას ვერ დაეხმარა.
პერის ჰილტონი
პერისს დაავიწყდა, რომ სტრინგების გამოჩენის მოდა უკვე დიდი ხანია გავიდა. ვარსკვლავის ერთგული თაყვანისმცემლების თქმით, დასაფასებელია რომ მას საცვლები საერთოდ ეცვა, ვინაიდან ხშირად პრესას ჰილტონის სერიოზული კაზუსებიც უნახავას.
ჯერი ჰოლიუელი
პრემია "BAFTA"-ს დაჯილდოებაზე ჯგუფ "Spice Girls"-ის ყოფილი სოლისტი წითელ ხალიჩაზე მრავალფენიანი, წითელი კაბით გამოცხადდა, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა რომ ქარის პირველივე დაბერვა მომღერლის იმიჯს ასეთ "სიცხარეს" შემატებდა.
ქლოი მორეცი
ქლოი მორეცი - ვიწრო სამოსის მოყვარულია. ერთხელ ამ ჩვევამ მას სასტიკად უმუხთლა: ერთ - ერთი ავტოგრაფ-სესიის დროს, მსახიობს ბლუზა ზედ ტანზე შემოერღვა.
|