საქართველო
"მიკროინფარქტი დამართია, როცა გაიგო, რომ..."- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი
2023, 20 მაისი, 15:34
!["მიკროინფარქტი დამართია, როცა გაიგო,
რომ..."- ვისზე საუბრობს შალვა
ნათელაშვილი image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023052015310186669.jpg)
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი რუსეთის მიერ ბარაკ ობამასთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის დაწესებას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"ბარაქ ობამას მიკროინფარქტი დამართია, როცა გაიგო, რომ სანქცირების გამო ვეღარ დაისვენებდა ხაკასიის ავტონომიუ რესპუბლიკაში და ვეღარ შეასრულებდა ავსულთა გულის მოსაგებად ცეცხლოვან ცეკვებს ციმბირელი შამანის დაკრულზე.
ეს ხუმრობით--სერიოზულად კი სწორედ ობამამ, მისმა ადმინისტრაციამ, ქალბატონმა კლინტონმა კრემლთან მიღწეული კონსესუსით მოიყვანა 2012 წელს ივანიშვილი როგორც უგვირგვინო მეფე და აი შედეგი, რუსებმა მაინც არ დაუფასეს.."- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ს 500 მოქალაქეს, მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთმა აშშ-ს მიერ დაწესებული ახალი სანქციების საპასუხოდ მიიღო.