ვარსკვლავები "50 +"- ს ვარსკვლავები, რომლებსაც მინი და ღრმა დეკოლტე განსაკუთრებით უყვართ 2023, 19 მაისი, 21:11 ასაკთან ერთად, ქალების გემოვნება როგორც წესი, უფრო კონსერვატორული და კლასიკური სტილის სასარგებლოდ იცვლება. ეს აქსიომა ასევე ვარსკვლავების გარემოცვაშიც "მუშაობს", თუმცა არა ყველასთვის. ვიღაცის ლტოლვა თამამი ჩაცმულობისადმი წლებთან ერთად მხოლოდ იზრდება. რა არის ეს: მუდმივად ახალგაზრდად დარჩენის სურვილი თუ ბუნების წინააღმდეგ ერთგვარი პროტესტი? წარმოგიდგენთ ცნობილ ქალბატონებს, რომლებსაც თამამი კაბების ჩაცმა 50 წლის ასაკშიც კი არანაირ დისკომფორტს არ უქმნის. ვის შეუძლია იამაყოს ამით, და ვინ ვარდება სრულ უკიდურესობაში? ვარკვევთ დღევანდელ სტატიაში.ჯენიფერ ენისტონიცნობილი მსახიობი თავს უფლებას აძლევს ჩაიცვას მოკლე და საკმაოდ თამამი კაბები, რითიც საკუთარ თაყვანისმცემლებს ყოველი გამოჩენისას ახარებს. ასაკის მიუხედავად, ენისტონი შესანიშნავ ფორმაშია და ასეთი თამამი სამოსი მასზე ვულგარულად სულ არ გამოიყურება. სელებრითის ასეთი ჩაცმულობა მისი ფიგურის ყველა ღირსებას მხოლოდ ხაზს უსვამს. ვარსკვლავი ახალი იმიჯით "Murder Mystery 2"-ის პრემიერაზე გამოჩნდა, სადაც ხუმრობით აღნიშნა რომ წვეულებაზე პირდაპირ სატრენაჟორო დარბაზიდან მისულ ადამ სენდლერის გვერდით ფოტოზე არ დადგებოდა.ჰაიდი კლუმიმოდელის ფიგურა ვერც ასაკმა და ვერც დედობამ ვერ გააფუჭა. 49 წლის ასაკაში მას შეუძლია თავს ასეთი თამამი და საინტერესო "ლუქების" მორგების უფლება მისცეს. აღსანიშნავია, რომ მან იცის "ზღვარზე" სიარული, ისე რომ არ გადაამლაშოს.ჯენიფერ ლოპესიხანდახან გაუგებარია, არის თუ არა ამ ტიპის კაბები კაპრონით გაწყობილი თუ მომღერალი ყოველგვარი მორიდების გარეშე მათ პირდაპირ შიშველ სხეულზე იცვამს. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ასეთი ჩაცმულობით მართლაც საოცრად გამოიყურება.პამელა ანდერსონიმსახიობი საცვლების ტარებას მიჩვეული ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდანვე არ იყო, და რა გასაკვირია რომ ის მოკრძალებულ ასაკშიც კი დროდადრო საზოგადოების წინაშე ზედმეტად გამჭვირვალე სამოსით, საცვლების გარეშე ჩნდება.ჰოლი ბერივინ იტყვის, რომ ეს საოცარი ქალი 56 წლისაა? რეგულარული ვარჯიში, სწორი კვება და აქტიური ცხოვრების წესი თავის საქმეს აკეთებს. ჰოლივუდის ვარსკვლავი კვლავაც განაგრძობს თავისი საინტერესო "ლუქებით" თაყვანისმცემლებისა და საზოგადოების აღფრთოვანებას, რომელიც მისი ფიგურის ყველა ღირსებას უსვამს ხაზს, თუმცა ამავადროულად სულაც არ გამოიყურება ვულგარულად.ქეით ბეკინსეილი50 წლის ქეითი ისეთ საოცარ ფორმაშია, რომლისგანაც მაგალითის აღება გინდება. ვარსკვლავი საკუთარი თავის მოვლას დღეში მინიმუმ სამ საათს უთმობს, ამიტომ მოკრძალებულადაც არ იცვამს - ამის დამალვა კი ნამდვილი დანაშაულია!დემი მური60 წლის დემი მური მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ არის ერთი რამ, რაც საერთო სურათს აფუჭებს. საუბარია მთელ რიგ წარუმატებელ პლასტიკურ ოპერაციებზე, რომელმაც მსახიობის გარეგნობა საგრძნობლად გააფუჭა, თუმცა ეს მას ერთი საუცხოო ლუქის მეორეთი ჩანაცვლებას ხელს არ უშლის.მადონამადონა ნებისმიერ ასაკში კარგია. ის ცხოვრების აქტიურ წესს ეწევა, საგანგებოდ უვლის სხეულს და რეგულარულად ვარჯიშობს, ასე რომ, შეუძლია თამამად მოირგოს ულტრა მინიც, თუმცა ზოგჯერ მისი მეტისმეტად თამამი და პროვოკაციული ლუქები თაყვანისმცემლებს "კულტურულ" შოკში აგდებს.სელმა ჰაიეკიმექსიკური წარმოშობის ულამაზესი ამერიკელი მსახიობი 56 წლის გახლავთ, სელმა ყოველთვის ისეთ სამოსს ანიჭეს უპირატესობას, რომელიც მის ღირსებებს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს, და უნდა ითქვას რომ მსახიობი მართლაც შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება, ასე რომ თუ ჰოლივუდის ვარსკვლავის "ლუქებით" ვიმსჯელებთ ის პენსიაზე გასვლას კიდევ დიდი ხანი არ აპირებს.365 შეფასება არ არის |