სიახლეები ჩინეთი პირველად ისტორიაში უმსხვილესი ავტოიმპორტიორი გახდა 19 მაისი, 17:39 ![]() ნომერი მეორე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში იაპონია იყო, რომელმაც უცხოურ ბაზრებს 1, 047 მილიონი ავტომობილი მიაწოდა. თუმცა, ჩინეთი აგრძელებს მოცულობის ზრდას: მხოლოდ აპრილში ქვეყნიდან ექსპორტზე კიდევ 376 ათასი მანქანა გავიდა, რაც 170%-ით მეტია 2022 წლის იმავე თვესთან შედარებით. საექსპორტო ბაზრებზე ავტომობილების სამი უმსხვილესი მიმწოდებელი არის კონცერნი SAIC და Chery-ი, ასევე Tesla-ს ჩინური ფილიალი. ძირითად იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ავსტრალია, გერმანია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სამხრეთ კორეა. ჩინეთის მწარმოებელთა ასოციაციის პროგნოზით, 2023 წლის ბოლოსთვის ავტომობილების ექსპორტის მოცულობა 4 მილიონ ავტომობილს მიაღწევს. ამავდროულად, 2020 წლამდე, რის შემდეგაც ჩინეთმა დაიწყო მიწოდების მოცულობის გაზრდა, წელიწადში საშუალოდ დაახლოებით 1 მილიონი მანქანა იგზავნება საზღვარგარეთ.მაგალითად მარტო რუსეთში ახალი ჩინური მანქანების იმპორტი 2021 წლის იანვრიდან 15-ჯერ გაიზარდა. ჩინური ავტომრეწველობა თავის ისტორიას 1953 წლიდან ითვლის, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო ავტოკონცერნი FAW, 1960 -იან წლებში კიდევ შეიქმნა რამდენიმე ავტოსაწარმო, თუმცა ჩინეთი შემდგომი 30 წელი მაინც ავტოიმპორტზე იყო დამოკიდებული, ქვეყანა ყიდულობდა ავტომობილებს ძირითადად სსრკ-დან, 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან კი იაპონიიდან, 1985 წლიდან ჩინეთი აცხადებს მორატორიუმს იმპორტირებულ ავტომობილებზე და იწყებს ერთობლივ ავტოკონცერნების აშენებას ჩინეთში, ხელშეკრულება ფორმდება ამერიკულ AMC -სთან, გერმანულ Volkswagen-ნთან და ფრანგულ Groupe PSA-სთან. 1992 წლისთვის ჩინეთში დამზადდა 1 მილიონი ავტომობილი, პარალელურად ვითარდება ნაციონალური ავტომრეწველობა, რომლის ხვედრითი წილი 2002 წლისთვის უკვე 21% იყო. 2009 წლისთვის ჩინეთი ავტომობილების წარმოებით მსოფლიოში პირველ ადგილზე გადავიდა, თუმცა ავტომობილების აბსოლუტური უმრავლესობა შიდა ბაზრისთვის იყო გათვლილი. დღეისთვის ჩინეთში 10 მსხვილი ავტოკონცერნია, რომელიც 100-მდე სხვადასხვა დასახელების და მოდიფიკაციის ავტომობილს ამზადებს. ჩინეთის მიერ გაყიდული ავტომობილების ხვედრითი წილი 2021 წლისთვის ასე გამოიყურებოდა:44, 4% იყო ჩინური ბრენდები (BYD, Lifan, Chang'an, Geely, Chery, Hafei, Jianghuai, Great Wall, Roewe, FAW და ა.შ.), 20, 6% გერმანული და იაპონური ბრენდები, 10, 2. % ამერიკული, 2, 4% სამხრეთ კორეული, ხოლო 0, 6% ფრანგული. 170 4-ს მოსწონს
|