x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ზოგიერთმა მეშინია, თავი არ ამოიცნონ"- რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და "ქართული ოცნების" აქტივისტთა ერთგვარი კრებითი სახის "მანანას" შექმნისთვის ჟურნალისტ ვიკა ბუკიას ოპოზიციის სახელით საჯარო მადლობას უხდის:


"სრული სერიოზულობით ვამბობ, რომ ვიკა ბუკიამ ისეთი ეროვნული საქმე გააკეთა, ბევრი რომ ვერ დაიკვეხნის, ამ კეკელკა "მანანას" პორტრეტით შექმნა სრულიად გენიალურად სახე "კრებსითი კრეტინკების", სასაცილო და სამარცხვინოდ მეშჩანური, დროს აცდენილი -გარკვეული "საზო-გადოების" სახე ისეთი შესაშური ოსტატობით დაგვანახა, რომ ხელისუფლებიდან უმრავლესობის წარმომადგენელმა ქალბატონმა თავიც კი ამოიცნო და აღელვებულმა განაცხადა ჩვეული "გონივრული და ავანგარდული სიბრძნით ": "ქალების დისკრედიტაციას ეწევაო", ????????????????????????

არადა, წესით და რიგით ქალთა დისკრედიტაცია და უფლებების შელახვა სწორედ, იუმორით ნათქვამი თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაა, ნებისმიერი პიროვნებისთვის, მითუფრო, როცა არც გვარი, არც ვინმე კონკრეტული პიროვნების პროტოტიპი არ ჩანს ამ იუმორისტულ სკეტჩში, ნუ თუ საკუთარი თავი ვინმემ ამოიცნო სხვაა.


ახლა უცებ ვიფიქრე და მწერლები შემეცოდნენ გულწრფელად, რა დღეში ჰყავდა მთავლიტს წარმოვიდგინე, იმ კომუნისტების დროს ერთი აუტანელი “მთავლიტი” ჰყავდათ ცენზურად გვარად ოგანეზოვა და მეორე მგონი კიკნაძე, ორივე საზიზღრად ბოლშევიკურად საქმის გამფუჭებელი იყო თურმე, მაგრამ ასე "ღიად" ამ ქალებს მგონი მაშინაც კი არ უთქვამთ რომელიმეს მაგალითად : თუთაშხიაში ასინეთა ან ბუდარიხა მე ვარო ????????????????

ჰოდა, ვიკა ბუკიას ამ გენიალურად მოწოდებული გროტესკული "მანანას" შექმნის გამო, კი ეკუთვნის დიდი სიყვარული და მადლობა ოპოზიციისგან, ნუ ნაღდ ოპოზიციას ვგულისხმობ, თორემ "ფსევდო საზოგადოებიდან " ზოგიერთმა მეშინია თავი მათაც არ ამოიცნონ?! ვიკა ბრავო????✌️❤️"- წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ტელწამყვან, ვიკა ბუკიას მიერ მოფიქრებული პერსონაჟი "მანანა", რომელიც "ქართული ოცნების" აქტივისტთა ერთგვარ კრებით სახეს წარმოადგენს საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ვიდეოებს მისი მონაწილეობით მილიონობით ნახვებიც აქვს.





0
178
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
178