x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გადასახლებაში მყოფი მერაბ კოსტავას და რუსუდან ბერიძეს მიმოწერა
image


ცნობილი გახდა, რომ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა მათემატიკოსი, პედაგოგი და პოლიტიკოსი რუსუდან ბერიძე, 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. ღირსების ორდენის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალის კავალერი და ბოლოს, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას მეუღლე.




რამდენიმე წლის წინ ქალბატონმა რუსუდან ბერიძემ ეროვნულ არქივს უნიკალური წერილები და ფოტომასალა გადასცა, მერაბ კოსტავას, ციმბირში გადასახლებაში ყოფნის დროინდელი მიმოწერა, რომლის ფრაგმენტებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.


image




შეგახსენებთ, დისიდენტ მერაბ კოსტავას 10 წელი ჰქონდა მისჯილი.




„უკვე თებერვალი დაიწყო და იანვრის არც ერთი თქვენი წერილი არ მიმიღია. როგორა ხართ, ხალხნო? საწერ-კალამი და ქაღალდი შემოგელიათ, წერა დაგავიწყდათ, თუ რა ჯანდაბა და ოხრობა ვიფიქრო კიდევ?“ (მერაბ კოსტავა)




„დღეს ბედნიერი დღე მქონდა. საფოსტო ყუთი გავაღე და შენი წერილი დამხვდა. ძალიან ვინერვიულე, რომ დააგვიანდა. რა არ წარმოვიდგინე: ავად ხარ, მაღალი სიცხე გაქვს, საავადმყოფოში ხარ გადაყვანილი და კიდევ, რა ვიცი...


ჩვენ, მერაბ, კარგად ვართ. ძალიან გვენატრები ყველას, თუმცა, მე მგონი, მე მაინც ყველაზე ძალიან მენატრები... ჩემო მერაბ, დარდებს ჩვენთან რა უნდა. ეს დრო ხომ მალე გაივლის და ისევ ერთად ვიქნებით. მე მგონი, უკვე აღარასდროს აღარ ვიჩხუბებთ (მე რა „მოჩხუბარი“ ვიყავი, ხომ გახსოვს). ოღონდ შენ დაბრუნდი და თბილისის ქუჩებში გავლილი დაგინახო, გეფიცები, ერთ „სკანდალს“ აღარ მოგიწყობ“. (რუსუდან ბერიძე)



image


„ჩემო რუსუდან, წერილი დავაგვიანე, რადგან ვერ მოგისწრებდა თბილისში.


თუ ძალიან გინდა, იმ შემთხვევაში ჩამოვალო - საკითხი რატომ დასვი ასე? შენი ჩამოსვლა რომ ყოველთვის ძალიან მინდა, ამას განა კითხვა უნდა?


როგორ დაისვენეთ, ჯანზე ხომ ხართ კარგად? მე არა მიშავს. ზაფხული ძალზე წვიმიანი იყო. მდინარეში მაინც თითქმის ყოველდღე ვბანაობდი. ახლა ცოტათი აცივდა. კოღო და მუმლი მოისრა, მაგრამ ისე შემაჩვიეს თავი, რომ უმაგათოდ ახლა ცოტა არ იყოს მიჭირს. ახლა ალბათ ტალახის პერიოდი წავა, მერე კი ოთახში სისუფთავე მაინც იქნება“. (მერაბ კოსტავა)



„ჩემო მერაბ, დღეს ახალი წელია. 1 იანვრის დილა. ახალ წელს შენთან საუბრით ვიწყებ. კი მირჩევნოდა, ყოველგვარი საუბრის გარეშე, დილა გათენებულიყო და შენ დამენახე გვერდით, მაგრამ რას იზამ“... (რუსუდან ბერიძე)



image


1985 წელს, თბილისში მერაბის ერთადერთმა ვაჟმა – 25 წლის ირაკლი კოსტავამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.შიმშილობის 90-ე დღე ჰქონდა, როდესაც მისი ვაჟის, ირაკლი კოსტავას დაღუპვის ამბავი შეატყობინეს.ის სასჯელს კარცერში იხდიდა. შიმშილისგან დაუძლურებულ-დაოსებული გამოიყვანეს და შვილის სიკვდილი მიახალეს. მერე ისევ კარცერში დააბრუნეს.





"გამარჯობა, რუსუდან... გწერ წერილს და გისურვებ გამძლეობას და ამტანობას, ჩვენთვის ამ ყველაზე მძიმე დღეებში. მოიკრიბე ძალა და გაიათმაგე ნებისყოფა. არა მარტო მინდა ეს, გთხოვ კიდეც. ისე ატარე ეს დიდი მწუხარება, რომ გააკეთილშობილოს ირგვლივ ყველაფერი. ჩვენი შვილი ირაკლისთვის, მისი ნათელი ხსოვნისთვის გააკეთე ეს. უკიდურესი სასოწარკვეთითა და უიმედობით ნუ ავნებ მის სახელს. იმედი მაქვს შენ ამ ძალებს იპოვნი.


ვარ იგივე მდგომარეობაში. შენ თვითონ გესმის, რომ ჩვენი უბედურების მიზეზი ჩემთვის ბნელით არის მოცული და ასე დარჩება, ვიდრე შევხვდებით. შევხვდებით კი ოდესმე?! გკოცნი, მერაბი..."(მერაბ კოსტავა)



image


ფოტოზე: ირაკლი კოსტავა(მარჯვნივ)

3
257
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
257
  
2023, 22 მაისი, 23:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 19 მაისი, 23:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 18 მაისი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3