x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯეიმს ბონდის სტილში გაკეთებული პუტინის საიდუმლო ბუნკერი შავის ზღვის პირას
image

გელენჯიკის სასახლე-ვლადიმერ პუტინის დეკადენტური თავშესაფარი სამხრეთ რუსეთში, მასში არის თითქმის ყველაფერი, რასაც უნდა მოელოდეთ მსოფლიოში ცნობილი ზღვისპირა კურორტიდან.


ფართო გასართობი სასახლე, რომლის ზომები ჩრდილავს ბუკინგემის სასახლეს, მოხდენილად დგას კრასნოდარის ოლქში კლდის თავზე, რომელიც შავი ზღვის განსაცვიფრებელი ხედებს გადაჰყურებს.


სასახლე ამაყობს კაზინოთი, მიწისქვეშა ყინულის მოედანით და „გასართობი ოთახით“, სადაც სტრიპტიზორთა ძელები დგას.



და თითქოს ეს საკმარისი არ იყოს, რუსეთის პრეზიდენტს და მის VIP სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ სასახლის კოქტეილ-ლაუნჯში, ან განიტვირთონ ვარჯიშის შემდეგ დესპოტის კერძო სპა- დარბაზში


გელენჯიკის სასახლე, რომელიც, როგორც ამბობენ, დაახლოებით 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირს, არის პუტინის ერთ-ერთი კერძო რეზიდენცია, რომელიც მოფენილია მთელ რუსეთში.

image

მაგრამ ზღაპრული სასახლის გეგმას და ნახაზებს, რომელიც ადრე გამოქვეყნდა ინტერნეტში, ამჯერად დაემატა საიდუმლო ბუნაგის სტატუსი ჯეიმს ბონდის სტილში.


რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული ანტიკორუფციული ფონდის მიერ აღმოჩენილი დიაგრამები ასახავდა საიდუმლო შახტების კომპლექსურ ქსელს, რომელიც ღრმად არის ჩაფლული მიწაში, ასევე ორი გვირაბი, რა დროსაც ევაკუაციის შემთხვევაში შეეძლებათ VIP სტუმრებს არსებობას კვირეების განმავლობაში. .

image



შენობას აკრავს დაახლოებით 17, 000 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნის რუსეთის FSB-ის უსაფრთხოების სამსახურს, ზონა სადაც აკრძალულია ფრენა და ნავით გადაადგილება და საერთოდ დაცულია გარეშე თვალისგან.


პუტინისთვის საგანგებოდ აშენებულია ნავმისადგომი და ვერტმფრენების დასაჯდომი მოედანი, რათა პრეზიდენტს სასახლესთან ადვილად ჰქონდეს წვდომა, ისევე როგორც რკინიგზა, რომელიც პუტინის საყვარელი ტრანსპორტია.


მაგრამ გვირაბების აღმოჩენა ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის.


ნახაზების უფრო საფუძვლიანად დათვალიერების შემდეგ დგინდება, რომ გვირაბები შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას იქ მაცხოვრებელი ნებისმიერი კატასტროფისგან.


გვირაბები ჩასხმულია ბეტონის სქელი ფენა და ნესტის საწინააღმდეგ მდგრადი მასალითაა მოპირკეთებული. შახტა მარაგდება ავტონიმიური ელექტროენგიით, შახტაში ჩართულია სავენტილაციო და ფილტრაციის სისტემა.

imageimage

სასახლეზე რაიმე კატასტროფის ან თავდასხმის შემთხვევაში, პუტინი და მისი დამქაშები მარტივად გადაინაცვლებენ ფარული ლიფტისკენ, რომელიც შენობის სიღრმეშია ჩასმული.


შახტა, რომელიც მუშაობს ავტონომიურ ელექტრო ქსელზე, გადაჰყავს VIP-სტუმრები გადაჰყავს ღრმად მიწისქვეშეთში, სადაც მათ აქვთ არჩევანი ორ გვირაბს შორის.


პირველი გვირაბი დაახლოებით 40 მეტრის სიგრძისაა და კლდეშია გაჭრილი, გასასვლელი კი დაახლოებით კლდის შუა ნაწილშია..

imageimage

ნავალნის გუნდმა გვირაბს "დეგუსტაციის მისაღები" უწოდა და ამტკიცებს, რომ მას აქვს სათანადო საცხოვრებელი ოთახები, სადაც პუტინს და მის თანამოაზრეებს შეუძლიათ დატკბნენ ზღვის ხედით და თან ამასთანავე დაცულები იყვნენ.

image

„ეს არის უზარმაზარი ფანჯარა, საიდანაც იშლება საუკეთესო ხედი ზღვაზე. აქ შეგიძლიათ მიირთვათ ბოკალი ღვინო ... ეს არ არის ერთგვარი აივანი, სადაც მუდმივად საფრთხეში ხართ, არამედ ძალიან უსაფრთხო მიწისქვეშა ადგილი, სადაც არაფერი გემუქრებათ“, - ნათქვამია ანტიკორუფციული ფონდის განცხადებაში.


მეორე გვირაბი - სავარაუდოდ სასურველი ვარიანტი იმ შემთხვევაში, თუ გარემოებები მოითხოვს ევაკუაციას და არა თავშესაფარს - არის 60 მეტრი სიგრძისა და პირდაპირ სანაპირო ზოლისკენ მიდის.

image

ლუქი, რომელიც მდებარეობს თხელი ხრეშის გზის გვერდით, ზღვიდან სულ რამდენიმე მეტრში, აშკარად ჩანს ნავალნის გუნდის მიერ გადაღებულ დრონის კადრებში.

0
236
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0