ფსიქოლოგია ფსიქოლოგებმა გაშიფრეს, რატომ წვებიან ადამიანები დასაძინებლად გვიან 2023, 19 სექტემბერი, 10:21 ბევრი ჩვენგანი ღამე გვიან წვება დასაძინებლად, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის დილითაც. თუ საღამოს იგრძენით ენერგიის უქონლობა, დაღლილობა და ჩვეულებისამებრ დაწექით დასაძინებლად, თუმცა ძილი არ მოგეკარათ, ეს თავისთავად მოქმედებს განწყობაზეც და რთულია მსგავს სიტუაციასთან გამკლავება. დასახელდა 4 მიზეზი, რის გამოც ვწვებით გვიან დასაძინებლად და ერთ-ერთი ფსიქოლოგი სწორედ ამის თაობაზე გვესაუბრება დღევანდელ სტატიაში.
ფსიქოლოგებმა გაშიფრეს, რატომ წვებიან ადამიანები დასაძინებლად გვიან1. ემოციური და მოვლენების შიმშილი. თუ ადამიანი დღის განმავლობაში არ იღებს და არ გასცემს საჭირო რაოდენობის ემოციებს და მისი ცხოვრება ერთფეროვანია, მაშინ ის ქვეცნობიერად განდევნის ძილს. დასაძინებლად წასვლის მაგივრად კი ის აგრძელებს დღეს. გვიან საღამოს იწყებს სერიალების და ვლოგების ყურებას, ინტერნეტში ძრომიალს და წიგნების კითხვას. ასე, მას სურს შეივსოს ემოციებით და აანაზღაუროს მის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების ნაკლებობა. 2. საკუთარი თავისთვის დროის ნაკლებობა/უქონლობა. ჩვენს დროში ადამიანების უმეტესობა ზედმეტად დაკავებულია სამუშაოთი და არ რჩება დრო, რომ დღის განმავლობაში ის დაუთმოს საკუთარ თავს. მაშასადამე, არსებობს მხოლოდ ღამის პერიოდი, როდესაც შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც გიყვარს, ან უბრალოდ არაფერი გავაკეთოთ და უბრალოდ ვიცხოვროთ „საკუთარი თავისთვის“. რაც უფრო მეტს ვმუშაობთ, მით უფრო ძლიერდება ეს საჭიროება. 3. მაღალი აქტივობა. თუ დღის განმავლობაში გიწევთ ბევრი მუშაობა, გადაადგილება, ადამიანებთან ურთიერთობა და უბრალოდ ცოცხალი ემოციების განცდა, საღამოს დაძინება ძალიან რთულია. გადაჭარბებული აგზნება და აქტივობის ჩვევა არ უწყობს ხელს მოდუნებას და ძილიც არ დგება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. 4. აქტივობის ნაკლებობა. ან შეიძლება პირიქით იყოს. თუ დღის განმავლობაში არ გვქონდა ფიზიკური და გონებრივი აქტივობა, მაშინ ღამით ვერ დავიძინებთ, რადგან ბუნებრივად არ დავღლილვართ. სხეული დასვენების მიზეზს ვერ ხედავს და ამაში მისი დარწმუნებ, ა წარმოუდგენლად რთულია. 58 3-ს მოსწონს
|