პოლიტიკა რუსეთში "პატრიოტული სიფხიზლე" აბსურდამდე მივიდა:სახელმწიფო დუმა ლურჯ-ყვითელი ფერებზე განმარტებას ითხოვს 2023, 17 მაისი, 18:18
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდეს განემარტონ და დაამტკიცონ, რომ ლურჯ-ყვითელი ფერები არ არის დაკავების მიზეზი.
ბოლო დროს რუსეთში ყვითელ-ლურჯი ფერები არ არის პოპულარული. ასეთი კომბინაცია მაინც იშვიათად ეცვათ, მაგრამ ახლა ძალზე გართულდა მისი ტარება. მაგალითად, 10 მაისს მოსკოვში დააკავეს ინდუსი, რომელსაც ყვითელ-ლურჯი ტანსაცმელი ეცვა. მანამდე დედაქალაქში მოხუცთა ფსიქო-ნევროლოგიური პანსიონის დამლაგებელმა „გააფრინა“, სამუშაოზე ყვითელ-ლურჯი ქურთუკით გამოცხადდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ შედგა ოქმი "რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის გამო". ფაშიზმზე გამარჯვების დღის წინა დღეს, ხანტი-მანსის ავტონომიური ოლქში, პიტ-იახის N-1 სკოლის მოსწავლე მივიდა სკოლაში ლურჯ-ყვითელი დაწნული თმით და გაპარსული ინ-იანგის ნიშნით. საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს ფერები უცნაურად მოეჩვენა და პოლიციაში განცხადება დაწერა გოგონას მშობლების წინააღმდეგ. გოგონას დედას არასრულწლოვანთა ინსპექტორისთს მოუწია აეხსნა, რომ თმა და ლენტას არავითარი კავშირი არა აქვს მეზობელ ქვეყანასთან.მიუხედავად ამისა, აურზაურის გამოწვევას, სჯობდა, რომ წნული უკრიანის დროშის ფერებში მოეშორებინა გოგონას. სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ვლადისლავ დავანკოვმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და სამინისტროს განმარტებების გამოქვეყნებისკენ მოუწოდა, დაამტკიცოს რომ "ყვითელ-ლურჯი ფერი არ არის დაკავების მიზეზი." სხვათა შორის ვლადიმერ ჟირინოვსკის დაფუძნებული -რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია(ЛДПР) უკვე აპირებს პარტიული დროშის ფერების შეცვლას.შეგახსენებთ, პარტიის გერბი და დროშა ლურჯ-ყვითელ ფერებშია. რა ქნას ამ ჩიტმა, ლურჯ-ყვითელ ფერებში რომ არის? 64 2-ს მოსწონს
|