x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ქუჩაში დროშის ჭერა მხოლოდ ტრაგიკომედიაა… რით ვერ დაასრულეთ ეს უნიჭო თეატრი…" - რას წერს პეტრე კოლხი
პეტრე კოლხი


მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„როგორ ტყუილში და სისულელეებში ვცხოვრობთ… ვის სჭირდება ეს სიყალბე და ფარისევლობა, ან რატომ სჭირდებათ…


რა მოიტანა ამ პრიმიტიულმა აზროვნებამ და სიჩლუნგემ, ვის რა ღირსება შემატა, ან რაში გამოგვადგა ეს დაუსრულებელი მასკარადი… ეს არ არის ქრისტიანობა, არც ღირსება, არც სულიერება, მით უფრო სიწმინდე…



ეს იაფფასიანი სპექტაკლი არა, მეტად უფრო მოაზროვნე ადამიანების დუმილი და ინერტულობა მიკვირს…


მათ გამო მეტი პროტესტი მიჩნდება…


ზუსტად ის ხალხი მოგვიწოდებს ოჯახის სიწმინდის დაცვისკენ, ვინც ოჯახს, ქვეყანას, ქრისტეს სწავლებას და საკუთარ პრინციპებს დაუსრულებლად ღალატობს.


ქუჩაში დროშის ჭერა და ეროვნული სამოსით სეირნობა, მხოლოდ ტრაგიკომედიაა…


რით ვერ დაასრულეთ ეს უნიჭო თეატრი…


გაუფრთხილდით საკუთარ შვილებს, ცოლებს, ქმრებს, ქრისტეს მოძღვრებას, ოჯახის ინსტიტუტს, ეროვნულ ღირებულებებს, მაშინ დავიჯერებ გულწრფელობას…


ისწავლეთ ქალის პატივისცემა, ნუ იძალადებთ ცოლებზე, დებზე, პატარა ბავშვებზე, მერე დავიჯერებ, რომ იცავთ წმინდა მოძღვრებას…


მანამდე ეს უსასრულო სიბეცე, მხოლოდ თვალებში ნაცრის შეყრაა…


არ მოკლათ 13 წლის გოგო-ბიჭები, მამამ არ გააუპატიუროს საკუთარი შვილი, ქუჩაში არ ამოვხოცოთ ადამიანები, მერე ვირწმუნებ დანარჩენს…


რა შორია სიმართლემდე, სინათლემდე, სიწმინდებდე… შუაში უკიდეგანო სიბნელე და ფსკერია გაწოლილი!.." - წერს პეტრე კოლხი.


შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით, ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.


პეტრე კოლხი სქრინი




0
65
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0