x
image
მარიამმ პაიჭაძე
„1994 წელს აფხაზეთიდან პატრიარქის სახელზე საიდუმლო წერილი მოვიდა..." - რას წერს გოდერძი შარაშია
ჟიული შარტავა ილია მეორე +


ჟურნალისტი გოდერძი შარაშია საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საინტერესეო ინფორმაციას ავრცელებს:


„1994 წელს აფხაზეთიდან პატრიარქის სახელზე საიდუმლო წერილი მოვიდა...


აფხაზი გლეხი წერდა, რომ 1993 წლის 27 სექტემბერს ტყიდან ურმით შეშა მიჰქონდა, რა დროსაც დაინახა, რომ ერთ-ერთ ხიდთან ადამიანებს ხვრეტდნენ.


„ერთს რუსულად ეუბნებიდნენ, დაიჩოქეო და არ იჩოქებდა. მრავალჯერ გაუმეორეს და არცერთხელ არ დაიჩოქა. უცნაური სახელი ჰქონდა და რომ არ დამვიწყნოდა ასანთს წავუკიდე, ჩავაქრე და ნამწვავით კოლოფზე მისი სახელი - ჟიული დავწერე. გამაოცა მისმა სიმამაცემ, სამშობლოს სიყვარულმა და მინდოდა, გცოდნოდათ ამ კაცის გმირული საქციელის შესახებ და ამიტომ გიგზავნით ამ წერილს"...


აი, ეს წერილი გამოაგზავნა აფხაზეთიდან აფხაზმა გლეხმა პატრიარქის სახელზე. ეს ისტორია ჟიული შარტავას დამ მომიყვა, როცა მასზე გადაცემა მოვამზადე. შემდეგ ეს წერილი შევარდნაძის კანცელარიაში მოხვდა და იქ დაიკარგა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ აქ ორი გმირის ისტორიაა - ეროვნული გმირის, ჟიული შარტავასი და აფხაზი გლეხის, რომელმაც ეს ამბავი ჩვენამდე საიდუმლო წერილით მოიტანა...


დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა", - წერს გოდერძი შარაშია.


ჟიული შარტავა



გოდერძი შარაშია სქრინი






3
1482
4-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
1482
  
2023, 9 მარტი, 23:54
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
მალე იქნება ომი და გამოჩნდება,რამდენი შეასრულებს იმას,რასაც იძახიან აქციაზე და რომლებიც პოზიციონირებენ ჟიული შარტავას სურათით მაისურზე. უნდა მივმართოთ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას,სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეს,ასევე თურქეთს რო ჩაიკეტოს საზღვარი ომის შემთხვევაში. გამოჩნდება,ვინ არის ამ ქვეყნის პატრიოტი და რამდენი ქათამია ქვეყანაში. ნუ ქათმებმა კრიახი იციან მხოლოდ,რასაც ვხედავთ კიდეც აქციაზე და თუ ეს ქათმები რუსებს გადაურჩებიან,ამ ქვეყნის პატრიოტები მვხედავთ.
უსმენ გამომსვლელებს და დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოსო,ხოლო მერე აყოლებენ,27 ქვეყანამ გვითხრა არა და ჩვენც არა უნდა ვთქვათო,ეს არის დამოუკდებლობა? მეტი არ იქნას. სულ ვფიქრობდი,რომ ომი კიდევ მოგვიწევდა რუსებთან,მე მზად ვარ ფიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც,კიკინიანმა ხალხმა იკითხეთ.
2023, 7 მარტი, 23:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3