"ჯოჯოხეთს გვაჩვევენ მგონი, სხვა რაა ნეტა ჯოჯოხეთი" - რამ აღაშფოთა მაკა რაზმაძე
2023, 16 მაისი, 18:34
ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ქალაქში დაუსრულებელი საცობების პრობლემას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ბასლაინებზე უკანონოდ მოძრავი მანქანების შესახებ წერს:
"ჯოჯოხეთს გვაჩვევენ მგონი ქუჩაში ერთი საათი დაუსრულებელ საცობში რომ დგახარ და გვერდით სულ ცარიელ გზაზე(ბასლაინზე) რომ ვიღაც ამაყად ჩაგიშხუილებს სხვა რაა ნეტა ჯოჯოხეთი-იქვე გქონდეს და ვერ სწვდებოდე?“- ვკითხულობთ ჟურნალისტის ფეისბუქპოსტში.