x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"პირადად შენ გეუბნები, ცოტა ჭკუას მოუხმე, თორემ..."- ვის მიმართავს ვახო სანაია

image


ჟურნალისტი ვახო სანაია ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და "ოცნების" ლიდერს სიძულვილის გაღვივებაში ამხელს:


"ამ ორგანიზებული და წახალისებული ძალადობის გამო ერთხელაც რამე უბედურება დატრიალდება და ეს კობახიძეები, მდინარაძეები თუ სხვები უბრალოდ ვერ იცხოვრებენ აქ. მაგათ ჰგონიათ ვინმე გამწარებული ადამიანი, მათი ოჯახის წევრები თუ ნათესავები ამ ქვეყანაში დააყენებენ ამათ?! სად დაიმალებიან?! ისე შეიჭრნენ როლში, ბოლომდე ვერც აცნობიერებენ, რას აკეთებენ ! თამაში ჰგონიათ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.


მამუკა მდინარაძე პირადად შენ გეუბნები, ცოტა ჭკუას მოუხმე, თორემ რამე საშინელებას მოიწევ. ცუდი რამ მოხდება ამ სიძულვილის გაღვივებით და პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევი. ერთხელაც დამთავრდება ეს მარაზმი ქვეყანაში, ბიძინამ იქნებ უშველოს თავს და შენი და შენნაირების ადგილი ნაღდად არ იქნება თვითმფრინავში. გააცნობიერე, სანამ დროა. გამწარებულ და გაბოროტებულ ადამიანზე საშინელება არაფერი გენახოს."- წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.


უცვლელად გთავაზობთ "ქართული ოცნების" დეპუტატის იმ განცხადებას, რომელსაც ტელეწამყვანის ზემოაღნიშნული სტატუსი მოჰყვა:


"თავად ლევან ბერძენიშვილი საუკუნეების წინანდელ აღიარებულ წმინდანებსა და გმირებს ებრძვის და ხელისუფლებას რომ ებრძოლოს, საერთოდ არ გაგვიკვირდება. ეს არის ადამიანი, რომელიც მთავარს ებრძვის - ეროვნულ იდენტობას და ყველაფერ ეროვნულს, შეურაცხყოფას აყენებს წმინდანებს.

ის არის ყინულმჭრელი ახალი მახინჯი ფსევდოლიბერალური მიმდინარეობის, რომლებსაც სურთ, რომ ყველაფერი ეროვნული გახადონ, მაგალითად, რუსული. რაღაცას რომ იტყვი, რაც ქართულ ეროვნულ ინტერესებთან არის დაკავშირებული, მყისვე ცდილობენ, რომ ეს დააკავშირონ რუსულ საქმესთან.


ლევან ბერძენიშვილი ერთ-ერთი არის მთავარი ყინულმჭრელი ამ ძალიან ცუდ, ანტიეროვნულ საქმეში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც მას ფიზიკურად უნდა გაუსწორდეს. თუ რამე მცდელობა და მომზადება იყო, ამაზე სამართალდამცველები გაგვცემენ პასუხს", - განაცხადა მდინარაძემ.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იმყოფებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაუდასტურა. მისი თქმით, იმ დროს, როცა თავად შინ არ იმყოფებოდა, მის სახლთან 15-20 ადამიანი იმყოფებოდა ნიღბებით და ეკიპირებით.


ბერძენიშვილის თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ მას მისმა ოჯახის წევრებმა მიაწოდეს რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. პროფესორი აცხადებს, რომ პოლიციის გამოძახების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. ლევან ბერძენიშვილი არ გამორიცხავს რომ ნიღბიანი პირების მიზანი ფიზიკური ანგარიშსწორება ყოფილიყო და აცხადებს, რომ ამგვარი „ოპერაციების“ უკან სახელმწიფო დგას.






0
317
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
317