x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც სინამდვილეში "ბომჟებივით" იცვამენ
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.




image




როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.




სტილისტები ცდილობენ დაფიქრდნენ ყველა დეტალზე, შექმნან სრულყოფილი გამოსახულებები ვარსკვლავებისთვის, რათა მათი ყოველი გამოჩენა საზოგადოებისთვის დასამახსოვრებელი იყოს. ასევე დეკორაციებს ექცევა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან ისინი ხელს უწყობენ ნებისმიერი სამოსი იქცეს სრულყოფილად. მაგრამ ეს ვარსკვლავები, რომელთაც დღევანდელ კრებულში განვიხილავთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩაცმულობით, არაფრით არ ჩამოუვარდებიან "ბომჟებს".




ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც სინამდვილეში "ბომჟებივით" იცვამენ




1. რეპერი კაინი უესტი. imageimage




2. ბრიტანელი მსახიობი ჯუნო ტემპლი. image




3. მსახიობი შაია ლაბაფი. image




4. მსახიობები გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი. image




5. მსახიობი ჯარედ ლეტო. image




6. მსახიობი მიკი რურკი. image




7. მსახიობი ჯონი დეპი. image




8. მსახიობი ჰელენ ბონემ კარტერი. imageimage




9. დიზაინერი ჯონ გალიანო. image




10. მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი. image




0
223
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0