x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ იღებდნენ სკანდალურ ფილმს "ცისფერ ლაგუნას": არასრულწლოვანი მსახიობები, რომანი გადასაღებ მოედანზე, დაბალი რეიტინგი

image


რეჟისორ რენდალ კლეიზერის 1980 წელს გადაღებული ფილმი – "ცისფერი ლაგუნა" მაყურებელსა და კრიტიკოსებში სერიოზული ვნებათაღელვისა და კამათის მიზეზი გახდა, ხოლო ფილმის პრემიერაზე ზოგიერთმა სცენამ ყველა შოკში ჩააგდო. როგორც კი ფილმის გარშემო ემოციები დაცხრა მაყურებელს უკაცრიელ კუნძლზე მყოფი ორი მოზარდის სათუთი სიყვარულის ისტორია თავდავიწყებით შეუყვარდა.




არასრულწლოვანი ბრუკ შილდსი


image


ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მაყურებელს შილდსის ასაკის შესახებ კითხვა გაუჩნდა. ამ თემისადმი გაზრდილმა ყურადღებამ განაპირობა ის, რომ მსახიობს კონგრესის წინაშე ჩვენების მიცემაც კი მოუწია. ბრუკმა განაცხადა, რომ თამამ სცენებში სრულწლოვანი დუბლიორები მონაწილეობდნენ. გრიმიორებმა მსახიობის სიშიშვლის დამალვა თავზე მიმაგრებული გრძელი პარიკის საშუალებით სცადეს.





ფილმი ტრილოგიაზე იყო დაფუძნებული


image


ფილმი და მისი გაგრძელება ჰენრი დე ვერე სტეკპულის მიერ დაწერილი წიგნების სერიას ეფუძნებოდა. პირველი ვერსია 1923 წელს გამოვიდა და ის უხმო იყო. 1949 წელს რეჟისორმა ვ. ბოუდენმა მოთხრობის პირველი ეკრანიზაცია განახორციელა. 1980 წელს გადაღებულმა ფილმმა კი მანამდე გადაღებულ ყველა პოპულარული ვერსია დაჩრდილა.




იმედგაცრუებული ბრუკ შილდსი


image


ფილმმა არა მხოლოდ "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" ჯილდოები დაიმსახურა, არამედ ის "ოქროს ჟოლოს" "გამარჯვებულიც" გახდა, ეს დაჯილდოება კი მოგეხსენებათ რომ ყველაზე ცუდ ფილმს, მსახიობს, სცენარს, რეჟისორსა და კომპოზიტორს ავლენს. სწორედ ბრუკ შილდსი გახდა პირველი მსახიობი, რომელმაც ყველაზე ცუდი მსახიობი ქალის ნომინაციაში ზემოაღნიშნული ჯილდო "დაიმსახურა". მსახიობი ამ მოვლენით ძალიან გაღიზიანებული იყო.





რეჟისორის მზაკვრული გეგმა


image


რენდალ კლეიზერმა ეშმაკურ ხერხს მიმართა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო ეკრანზე მეტი "ქიმია" ეჩვენებინა, ამიტომ მან ატკინსს სთხოვა საძინებლის ჭერზე ბრუკ შილდსის ფოტო დაეკიდა. ამ მეთოდმა იმუშავა! ატკინსი ძილის წინ ბრუკზე ფიქრს ეძლეოდა და შესაფერის განწყობაზეც დგებოდა. "გადაღებების დასაწყისში მე და ბრუკს მოკლე რომანი გვქონდა, მაშინ ჩვენ შორის ნამდვილი "ქიმია" იყო, "- განაცხადა რობერტ ატკინსმა ერთ- ერთ ინტერვიუში.




მსახიობების ჩხუბი გადაღებებსაც დაეხმარა


image


მაგრამ რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა. გადაღებებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მსახიობებმა ჩხუბი დაიწყეს. ბრუკი ფიქრობდა, რომ რობერტი გადაღებას ძალიან სერიოზულად უდგებოდა, რობერტი კი ბრაზობდა შესვენების დროს მსახიობი მომდევნო ეპიზოდისთვის რომ არ ემზადებოდა და გადამღებ ჯგუფთან ერთად სასაუბროდ გადიოდა. შეყვარებულები ხმამაღლა ჩხუბობდნენ, რეჟისორი კი მათ მდგომარეობას იყენებდა, რათა დაუგეგმავი სცენები გადაეღო, რომელშიც გმირებს შორის დაძაბული ურთიერთობის ჩვენება იყო საჭირო.




მთავარი გმირები - ახლო ნათესავები


image


სკანდალის კიდევ ერთი მიზეზი ის გახდა, რომ წიგნის მიხედვით, გმირები ახლო ნათესავები არიან. სიუჟეტი ვიქტორიანულ ეპოქაში ვითარდება, როდესაც ეგრეთ წოდებული "ბიძაშვილური" ქორწინებები ნებადართული იყო. ემელინის გმირი რიჩარდის მამას "ბიძიას" ეძახის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოზარდები ბიძაშვილები არიან, გარდა ამისა, მათ ერთნაირი გვარიც აქვთ - ლესტრეინჯი. საზოგადოება შოკირებული იყო, რომ "ცისფერ ლაგუნაში" სისხლით ნათესავებს შორის პიკანტური ურთიერთობა იყო ნაჩვენები. აღნიშნული თემა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ცხრებოდა.




კრიტიკოსებს სძულდათ, მაყურებლებს კი მოსწონდათ


image


კინოკრიტიკოსებმა ნამუშევარი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. მათ ფილმს ყველაზე დაბალი შეფასება მისცეს. გაზეთმა "Washington Post"-მა გმირების ინტელექტუალური შესაძლებლობები ეჭვქვეშ დააყენა, თუმცა რიგით მაყურებელს მთელი მისი პროვოკაციულობის მიუხედავად ფილმი მაინც მოეწონა.




ცისფერ ლაგუნაში დაბრუნება


image


რეიტინგში მაღალ პოზიციებზე აყვანის მიზნით რეჟისორმა ფილმის სიქველის გადაღება გადაწყვიტა. ასე გამოვიდა დიდ ეკრანებზე ფილმი "დაბრუნება ცისფერ ლაგუნაში", სადაც რეჟისორმა უილიამ გრემმა მთავარ როლებში მომხიბვლელი მსახიობები (მილა იოვოვიჩი და ბრაიან კრაუზე) შეარჩია და აქცენტი რომანტიკულ კომპონენტზე გააკეთა, თუმცა ისტორია განმეორდა. სკანდალი ატყდა, ახლა უკვე 15 წლის მილა იოვოვიჩის ასაკის გამო. რეჟისორს მოუწია დამტკიცება, რომ ყველა ინტიმურ სცენაში ზრდასრული დუბლიორები მონაწილეობდნენ. კრიტიკოსებმა სიქველს დასცინეს, მაყურებელს კი ფილმი მოეწონა.




თანამედროვე რიმეიკი


image


2012 წელს გამოვიდა ფილმის რიმეიკი - "ცისფერი ლაგუნა: გამოღვიძება", სადაც ახალგაზრდა წყვილის როლებს ინდიანა ევანსი და ბრენტონ ტუეიტსი ასრულებდნენ. რეჟისორმა მიქაელ სალომონმა 1923 წლის ორიგინალური ვერსია განაახლა. გადაღებები ამჯერად, არა კუნძულ ფიჯიზე, არამედ ჰავაისა და მაუიზე მიმდინარეობდა. ფილმის ამ ვერსიაში ძირითადი ყურადღება გმირების ემოციებს და არა მათ სიშიშვლეს ეთმობოდა. შესაძლოა სწორედ ამან ითამაშა დიდი როლი კრიტიკოსების დადებით რეცენზიებსა და შეფასებებში. ფილმი ასევე მაყურებელსაც მოეწონა.















0
813
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
813