საბუნებისმეტყველო საზაფხულო რჩევები – ფეხსაცმელი, სხვადასხვა სიგრძის კაბისთვის 2023, 16 მაისი, 16:08 ყოველდღიურად, ვქმნით რა, საკუთარ იმიჯს, ვირჩევთ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. ქვედაბოლო – ყველაზე ქალური სამოსია, ტანსაცმელს შორის. მისი საშუალებით შესაძლებელია რომანტიკული, ელეგანტური ან მკაცრი გარეგნობა შევმატოთ საკუთარ თავს. ხაზი გავუსვათ ღირსებებს და დავმალოთ ნაკლი. ![]() 1. მინი მინი კაბა და ქვედაბოლო კარგად უთავსდება ნებისმიერი სტილის ფეხსაცმელს. ეს შეიძლება იყოს უქუსლო, დაბალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ან უქუსლო სანდლები. 2. მუხლამდე ვიწრო და სწორი ქვედაბოლო, მუხლამდე, ყველაზე ლამაზად საშუალო სიმაღლის კლასიკურ ფეხსაცმელზე გამოიყურება. 3. მუხლს ქვემოთ სწორ ქვედაბოლოს მუხლს ქვემოთ, საშუალო სიმაღლის ფეხსაცმელი უხდება, გამოყოფილი ქუსლით, ან პლატფორმაზე და ასევე, კარგად უთავსდება მაღალქუსლიან ფეხსაცმელიც. 4. მიდი განიერ ქვედაბოლოებზე, ყველაზე საუკეთესო ვარიანტი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია. დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი და ე. წ. ბალეტკები, ამ ქვედაბოლოებზე ლამაზად არ გამოიყურება. 5. მაქსი გრძელ ქვედაბოლოსთან, ლამაზად გამოიყურება მაღალქუსლიან ფეხსაცმელი, როგორც დახურული, ისე ღია. ხოლო, თუ ქვედაბოლო თეძოზეა მომდგარი, ამ შემთხვევაში, ბალეტკები და სანდლებიც კარგი იქნება. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საერთო წესებია, და როგორც ცნობილია, ყველა წესიდან, ყოველთვის, არსებობს გამონაკლისი. საბოლოო გადაწყვეტილება, მაინც გემოვნებაზე და სტილის შეგრძნებაზეა დამოკიდებული. ![]() არხის სხვა სიახლეები:* 20 საინტერესო ფაქტი ალუბლის შესახებ* ორი ლეგენდის შეხვედრა და სხვა საინტერესო ფაქტები ფრედი მერკურის შესახებ* 5 გასაოცარი რამ, რაც მიწისქვეშ ხდება96 2-ს მოსწონს
|