სხვა ქალი მადისაღმძვრელი ფორმებით, რომელსაც მამაკაცები აღმერთებენ: 9 ფაქტი კელი ბრუკის შესახებ 2023, 13 მაისი, 19:26
ყველა ქალი განუმეორებელი და უნიკალურია. მრავალი წლის განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ ეპოვათ სილამაზის უნივერსალური კონცეფცია, და მორიგი მასობრივი გამოკითხვის შედეგად, ყველაზე ლამაზი ქალის პოვნაც შეძლეს. ის არასტანდარტული გარეგნობის - ბრიტანელი მოდელი კელი ბრუკი გახდა.
"თქვენ შეუფერებელი ხართ!"
ბავშვობიდან კელი მოდელობაზე ოცნებობდა, მაგრამ მისი პარამეტრები საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს "90-60-90"-ს არ ერგებოდა. იშვიათ შეკვეთებს სასურველი პოპულარობა არ მოჰქონდა, თუმცა გოგონა არ ნებდებოდა.
ჯიუტი კელი
როდესაც სააგენტოებმა მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს, კელიმ სისტემის წინააღმდეგ წასვლა გადაწყვიტა, წონაში რამდენიმე კილოგრამი მოიმატა და პლუს - ზომის მოდელიც გახდა.
კარიერის დასაწყისი
კელის საკუთარი ფორმების არასდროს რცხვენოდა, ამიტომ არასტანდარტულ მოდელად მუშაობა მისთვის კომფორტულიც კი იყო. მისი მიწვევა ტაბლოიდური ჟურნალებისთვის და "ფეშენ"-გადაღებებზე დაიწყეს, პარალელურად კი გოგონა საცვლებისა და საცურაო კოსტუმების ბრენდის მოდელიც გახდა.
კარიერა მამაკაცების ჟურნალში
კელიმ საკუთარი თავის მაგალითზე დაამტკიცა რომ მამაკაცთა უმრავლესობას გამხდარი ქალები არ მოსწონთ. ის მამაკაცთა ჟურნალების ერთ - ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი გახდა. გოგონამ თავისი ქალურობითა და საკუთარი თავისადმი სიყვარულით პირველივე გამოჩენისთანავე ყველა დაატყვევა. მოდელის თითოეული გამოცემა მამაკაცებში ნამდვილ ფურორს იწვევდა.
ყველაზე ლამაზი
ჯერ კიდევ 1998 წელს, კელი ბრუკის სახელი "FHM"-ის მიხედვით ყველაზე ლამაზი ქალების სიაში მოხვდა და 28-ე ადგილიც დაიკავა. მომდევნო წელს კელი კვლავ იქნა ნომინირებული ამ ჯილდოზე, თუმცა მაშინ ის უკვე მესამე ადგილს დასჯერდა, რამდენიმე წლის შემდეგ ცნობილმა მამაკაცების ჟურნალმა "Maxim"-მმა ასევე შეადგინა ყველაზე ლამაზი გოგონების სია, სადაც სიაში პირველ ნომრად სწორედ კელი ბრუკი აღმოჩნდა.
კელი ბრუკი ქალის სილამაზეზე
როგორც მოდელი ამტკიცებს, ის თავისი სხეულით კმაყოფილია. ის სრულიად ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებულია. იდეალური სხეულის მქონე ბრუკი ასევე ამბობს, რომ სილამაზის სტანდარტებს ის თავს არავის ახვევს და დარწმუნებულია, რომ ყველა ქალი თავისებურად ლამაზია. მისივე თქმით, მთავარი რაც ნებისმიერ ადამიანს ამშვენებს არის თავდაჯერებულობა და საკუთარი თავისადმი სიყვარული.
კელი ბრუკის გული თავისუფალი არ არის
წარმატებული სამოდელო კარიერის გარდა, გოგონამ საკუთარი ბედნიერებაც იპოვა. მან თავისი ურთიერთობა ძიუდოს მწვრთნელ, ჯერემი პარიზთან დააკანონა. ლამაზმანის რჩეული მასზე ცოტათი უმცროსია, თუმცა კელის ეს ფაქტი საერთოდ არ ანაღვლებს. წყვილი 6 წლის განმავლობაში არაფორმალურ ურთიერთობაში იმყოფებოდა, 2022 წლის ზაფხულის დასაწყისში კი მათ ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს.
ქორწილი
გოგონა მდიდრულ ქორწილზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა. ის საკუთარ ოცნებებში თითოეულ დეტალს სკრუპულოზურად განიხილავდა, ხოლო როდესაც ჯერემიმ მას ხელი სთხოვა, კელის ოცნებაც რეალობად იქცა. წყვილის ბედნიერებას ხელი ვერც უამინდობამ შეუშალა. ცერემონიის დროს საშინელი წვიმა წამოვიდა, მაგრამ ამ ფაქტს ჯერემისა და კელის სადღესასწაულო განწყობა სულ არ გაუფუჭებია, შეყვარებულები საკურთხევლისკენ ქოლგებით გაემართნენ.
ოცნებისთვის ფული არ ენანება
მოდელისა და სპორტსმენის ქორწილი ნამდვილ ზღაპარად იქცა. კელიმ აღიარა, რომ ის ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ ყველაზე ლამაზი ქორწილი ჰქონოდა. გოგონამ ამ მეტად მნიშვნელოვანი დღისთვის ექსკლუზიური, სპილოს ძვლისფერი კაბა შეარჩია, სადაც აქცენტი მის სრულყოფილ მკერდზე იყო გაკეთებული. მიუხედავად კელის ოჯახური მდგომარეობისა, ის მაინც უამრავი მამაკაცის ოცნებად რჩება.
|