x
image
ლურჯი თოლია
ვინ იყო პირველი ქართველი რეჟისორი ქალი და რა ბედი ეწია მას?

ნინო ხუციშვილი - ცხნობილი როგორც ნუცა დაიბადა 1902 წლის 25 ოქტომბერს სოფელ კახში, საინგილო. დაქორწინებული იყო ლევან ღოღობერიძეძე და მიიღო ქმრის გვარი. იყო რეჟისორ ლანა ღოღობერიძის დედა. ნუცა ღოღობერიძის შვილიშვილია ქართველი რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი.

image

ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიურ ფაკულტეტზე, მოგვიანებით 1923-1925წწ. იმავე განხრით სწავლობდა გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში. ფლობდა რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს. გერმანიიდან დაბრუნებული 25 წლის ასაკში ნუცა ღოღობერიძე გახდა პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში და მხატვრული ფილმების დამდგმელი პირველი ქალი საბჭოთა კავშირში. სულ სამი ფილმის გადაღება მოასწრო.

დამდგმელი რეჟისორია ფილმების: „მათი სამეფო“ (1928) მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად; "უჟმური" (1934), "ბუბა" (1930); სცენარის ავტორია ფილმების: "უჟუმური" (1934), "ბუბა" (დოკუმენტური, 1930).

1930-იანი წლების შუა ხანებიდან იწყება ნუცას შევიწროვება ქმრის, ცნობილი საბჭოთა პარტმუშაკის, ლევან ღოღობერიძის ფაქტორის გამო, რომელიც 1937 წლის 21 მარტს დახვრიტეს. ნუცა კინოდან გააძევეს და მეგობრებმაც მიატოვეს. 1937 წლის მიწურულს დააპატიმრეს და 10 წლით გადაასახლეს საკონცენტრაციო ბანაკში. საკონცენტრაციო ბანაკიდან 10 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულ ნუცას აღარ უცდია კინოში მუშაობის გაგრძელება. დაიწყო ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მუშაობა. გარდაიცვალა 1966 წლის 31 ოქტომბერს.

0
212
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0