x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138413
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
დედამიწის ნაკლებად ცნობილი ბინადრები, რომელთა შესახებ შესაძლოა არც კი იცოდეთ

image
დედამიწაზე უამრავი ცოცხალი არსებაა, რომელთა შესახებ ბევრმა არც კი იცის:

1. ბაბირუსა

ბაბირუსა, ანუ „ღორი-ირემი“ არის ღორის ოჯახის წარმომადგენელი და ცხოვრობს მხოლოდ ინდონეზიის კუნძულებზე. ბაბირუსა გამუდმებით ღრღნის თავის „რქებს“, რადგან ისინი გაუჩერებლად იზრდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში რქები შესაძლოა თავის ქალაში გაიზარდოს და გახვრიტოს.image

2. ფოსა

ფოსა ყველაზე დიდი ძუძუმწოვარი მტაცებელია კუნძულ მადაგასკარზე. ის პუმას ზომისაა. მას აქვს ნახევრად აწეული კლანჭები და მოქნილი ტერფები, რაც საშუალებას აძლევს მარტივად აძვრეს ხეებზე და შემდეგ თავით ჩამოვიდეს.image

3. გერენუკი

ასევე ცნობილი როგორც უოლერის გაზელი. ეს არის ანტილოპების გრძელყელიანი სახეობა, რომელიც გვხვდება აღმოსავლეთ აფრიკაში. გერენუკი სომალიდან ითარგმნება როგორც "ჟირაფის კისერი". გერენუკებს სხეულთან შედარებით მცირე თავი აქვთ, ხოლო თვალები და ყურები პროპორციულად ძალიან დიდი. გერენუკები იშვიათად ძოვენ ბალახს, ძირითადად აკაციით იკვებებიან. მაღალ ტოტებზე მისაწვდომად ხშირად დგებიან უკანა ფეხებზე.image

4. შიშველი მოლი ვირთხა

ამ არსებას აქვს მრავალი მახასიათებელი, რაც მას ძალიან მნიშვნელოვანს ხდის ადამიანებისთვის. ერთის მხრივ, ის მდგრადია კიბოს მიმართ. ისინი ცოცხლობენ 28 წლამდე, რაც მისი ზომის ძუძუმწოვრებში გაუგონარია. ამასთან, ერთი შეხედვით შიშველი მოლი ვირთხა ამ 28 წელიწადში საერთოდ არ ბერდება. მას მუდმივად იკვლევენ და ცდილობენ იპოვონ კიბოს სამკურნალო საშუალება.image

5. კიბორჩხალა იეტი

ასევე ცნობილია როგორც კივაიდაე. ისინი სრულიად თეთრები არიან და ფუმფულები ჩანან.image

5. რინოპითეკი (კურნოსა მაიმუნი)

კურნოსა მაიმუნები ცხოვრობენ აზიის სხვადასხვა კუთხეში. ისინი ბინადრობენ ტყიან მთებში და ზამთარში დაბლა ჩადიან. ისინი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ხეებზე ატარებენ და ცხოვრობენ 600-მდე ინდივიდის ჯგუფში, არიან ხმაურანები.image

6. Cyphonia Clavata

ხის ბუზის სახეობაა, მაგრამ ყველაზე მეტად ჭიანჭველას ჰგავს. სინამდვილეში, ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს ჭიანჭველას, არის დანამატი, რომელსაც ბუზი მზად არის ადვილად დაშორდეს მტაცებლის თავდასხმის შემთხვევაში.image

7. Sunda Colugo

ესაა ლემურის სახეობა, რომელსაც ფრენა არ შეუძლია, სამაგიეროდ ხტება და ხეებს შორის სრიალებს. ცხოვრობს მხოლოდ ხეებზე, აქტიურია ღამით და იკვებება მცენარეების რბილი ნაწილებით, როგორიცაა ახალგაზრდა ფოთლები, ყლორტები, ყვავილები და ხილი. ის გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, უფრო კონკრეტულად კი ინდონეზიაში, ტაილანდში, მალაიზიასა და სინგაპურში.image

8. ეშვებიანი ირემი

შუბლზე შავი ბეწვი აქვს და მკვეთრად გამოხატული ეშვები. ის მუნჯაკის ახლო ნათესავია, მაგრამ ის ცხოვრობს ოდნავ ჩრდილოეთით, ძირითადად ჩინეთში. ეს კი ნაზი, მარტოსული ცხოველია.image

9. მინოგა

მინოგა არის თევზის სახება ყბების გარეშე, ის ძირითადად ზღვისპირა და მტკნარ წყლებში ცხოვრობს. მოზრდილების მახასიათებელია დაკბილული მრგვალი პირი. ისინი თევზს ეწებებიან და მათ სისხლს წოვენ. ეს სახეობა დედამიწაზე 300 მილიონზე მეტი წლის წინ გაჩნდა.imageimage

10. დინგვარსკვლავა

დინგვასკვლავა არის თხუნელასებრი სახეობის, რომელიც ცხოვრობს ნოტიო ადგილებში აღმოსავლეთ კანადაში და ჩრდილო-აღმოსავლეთ შეერთებულ შტატებში. მას აქვს 11 წყვილი ვარდისფერი, ხორციანი დანამატი, რომლებიც გამოიყენება როგორც სენსორული ორგანო.image














0
167
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0