x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მე მყავს ლომი" - ბერბეროვების ტრაგიკული ისტორია
image

ბერბეროვების ოჯახს მთელს საბჭოეთში იცნობდნენ, ისინი ქალაქ ბაქოში ცხოვრობდნენ, მათზე აქტიურად წერდნენ პრესაში, ტელევიზიითაც რამდენიმე სიუჟეტი გადაიცა.უპირველეს ყოვლისა სახელი გაითქვეს იმით, რომ სახლში ჰყავდათ ლომი სახელად "კინგი".


ქალაქ ბაქოში კომუნალურ ბინაში ბერბეროვების ოჯახს ჰყავდათ რამდენიმე ცხოველი, მათ შორის პუმა და ლომი.


ლომი სახელად კინგი ბერბეროვებმა ოჯახში ზოოპარკიდან მოიყვანეს ჯერ კიდევ სულ პატარა მას შემდეგ, როდესაც ძუ ლომმა იგი მიატოვა. მტაცებელი თითქოს საკმაოდ წყნარი იყო და არ ავლენდა აგრესიას ადამიანების მიმართ.



image

image

ბერბეროვების ოჯახის ისტორია მთელს საბჭოთა კავშირში გახდა ცნობილი, მათ სახლში სტუმობდნენ ჟურნალისტები მთელი ქვეყნიდან, წერდნენ სტატიებს, მათზე იღებდნენ ფილმებს, მეცნიერები დაკვირვებას აწარმობდნენ.ლომმა მიიღო მონაწილეობა ფილმებში, მათ შორის ცნობილ კომედიაში "იტალიელების საოცარი თავგადასავალი რუსეთში".



კინგი ცუდი მსახიობი აღმოჩნდა - ბერბეროვების ოჯახი არანაირად არ ავარჯიშებდა ლომს, ის უმარტივეს ბრძანებებსაც კი არ ასრულებდა, თანაც მსახიობებს "შინაური" ცხოველის ეშინოდათ.


„ლომი გაუწვრთნელი, უცოდინარი და, ჩემი აზრით, სულელი იყო. <...> რთული ურთიერთობები ჩამოყალიბდა „მოთვინიერებლებთან“. ოდნავი მიზეზისნ სრულიად უმიზეზოდ პატრონები აცხადბენენ: „ლომი ავად არის, ლომს არ შეუძლია, ლომი დაიღალა“. მას შემდეგ, რაც, ვთქვათ, კინგმა დაახლოებით ოცი მეტრი გაირბინა, მათ თქვეს: „ლომი ზედმეტად დაიღალა და დღეს გადაღება აღარ ექნება“. ასე რომ, ზედმეტი ფული გამოსძალეს სურათის დირექტორს, რომელსაც სძულდა მთელი ეს სამხეცეთი ”- იხსენებდა კომედიის რეჟისორი ელდარ რიაზანოვი.

imageფოტოზე: კადრი ფილმიდან "იტალიელების საოცარი თავგადასავალი რუსეთში"(1973)



მალევე ფილმის დასრულების შემდეგ, 1973 წელს ლომი "კინგი" მოკლა ქუჩაში მილიციის ლეინტენანტმა ალექსანდრ გუროვმა.


გუროვის განცხადებით, ლომი ქუჩაში დაესხა თავს სტუდენტს, რის შემდეგაც მილიციელმა პისტოლეტის მთელი მჭიდი ზედ დააცალა.


თუმცა ამ ფაქტზე სხვა რეაგირება ჰქონდათ ბერბეროვების ოჯახს, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ლომი მხოლოდ "ეთამაშებოდა" სტუდენტს.

image

ლომის სიკვდილი მძიმედ გადაიტანა ბერბეროვების ოჯახმა, ამიტომ გადაწყვიტეს ჰყოლოდათ სხვა ლომი, ბოკვერს "კინგიII" დაარქვეს.



image



1977 წელს მწერალმა იური იაკოვლევმა დაწერა ბავშვებისთვის წიგნი-"ლომი სახლიდან გავიდა", რომელიც ეკრანიზებული იქნა.ფილმში "კინგი II" თამაშობდა.


ორი წლით ადრე იგივე იაკოვლევის სცენარით გადაიღეს ფილმი-ნოველა "მე მყავს ლომი", რომელშიდაც ბერბეროვების მთელი ოჯახი მონაწილეობდა.

imageფოტოზე: კადრი ფილმიდან " მე მყავს ლომი"(1975)


1978 წელს ინფარქტისგან გარდაიცვალა ოჯახის უფროსი, არქიტექტორი ლევ ბერბეროვი.ამის შემდგომ ცოლს და შვილებს გაუჭირდათ ცხოველების შენახვა, ისინი აპირებდნენ ბერლინის ზოოპარკისთვის გადაეცათ კინგი II, თუმცა სამწუხაროდ არ დასცალდათ.


image

1980 წლის 24 ნოემბერს ლომი დაერია ოჯახის წევრებს, მოკლა 14 წლის რომანი, ხოლო ოჯახის დიასახლისს ნინას მძიმე ტრავმები მიაყენა.გოგონა ევა საბედნიეროდ იმ დროს სახლში არ იმყოფებოდა. მილიციას მეზობლებმა გამოუძახეს, მას შემდეგ, რაც ლომის ღრიალი საკმაოდ აგრესიულად მოეჩვენათ, ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა მოკლეს კინგი II და პუმა.


ამ მთელი საბჭოთა პიარ-შოუს პარალერულად იყვნენ ადამიანები, რომლებიც მკაცრად აკრიტიკებდნენ მტაცებელი ცხოველის სახლში ყოლას, ერთ-ერთი აქტიური კრიტიკოსი გახლდათ ცნობილი ჟურნალისტი ვასილ პესკოვი.

image


რამ გახადა მხეცები აგრესიულები?ვერსია, რომელიც ყველაზე დიდ ყურადღებას იმსახურებს, არის ის, რომ ლომსა და პუმას შორის, ამ უკანასკნელის გამოწვევით, მოხდა კონფლიქტი.ლომი პუმას დაედევნა, ადამიანები კი უბრალოდ წინ გადაეღობნენ. უპირველეს ყოვლისა, ტრაგიკულად გარდაცვლილი რომა ბერბეროვი, რომელიც ცდილობდა შეეჩერებინა ჩხუბი პუმასა და ლომს შორის.



მძიმედ დაშავებული ნინას რეაბილიტაციაში დაეხმარა მსახიობი კაზიმ აბდულაევი, რომელიც მოგვიანებით გახდა მისი ქმარი და გაუჩნდათ ორი შვილი - ვაჟი ფარჰადი და ქალიშვილი რახილი.

3
562
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
562
  
2023, 13 მაისი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 12 მაისი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 11 მაისი, 23:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3