სხვა "ვნება სამეფო საძინებლებში: 10 ყველაზე გარყვნილი ქალი ისტორიაში 2023, 10 მაისი, 23:47 მონარქები და მეფეები, ისევე როგორც მათი მეორე ნახევრები ხშირად განიხილებიან ღვთისმოსავ და თავმდაბალ, მისაბაძ მაგალითებად, თუმცა ეს საზოგადოებაში გავრცელებული საკმაოდ მცდარი მოსაზრებაა. თუ ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ ჩვენს დროში ზოგიერთი ქალი ზედმეტად ამორალური გახდა, მაშინ გეტვით რომ თქვენ ეს უბრალოდ - გეჩვენებათ, ვინაიდან მორალი დროის ცვლილებასთან ერთად საერთოდ არ იცვლება. მაშ ასე, თქვენ წინაშეა 10 ყველაზე გარყვნილი ქალი ისტორიაში.მარია ალექსეევნა სალტიკოვაპრინცესა თავისი სილამაზით იყო განთქმული და მამაკაცების ყურადღებასაც მარტივად იპყრობდა. გენერალ ვასილი სალტიკოვის მეუღლეს ჯარისკაცებთან გართობა განსაკუთრებით უყვარდა, ამიტომ ღამით მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული მარია ალექსეევნა სახლიდან მალულად იპარებოდა და სამხედრო ყაზარმისკენ მიიჩქაროდა. ისტორიკოსების თქმით, მას ურთიერთობა 300-ზე მეტ კაცთან ჰქონდა.ეკატერინე II დიდიიმპერატრიცა ეკატერინე თავისი მეტისმეტი ვნებიანობით იყო ცნობილი. ახალგაზრდობაში მას ოცდაათამდე საყვარელი ჰყავდა. თუ იმპერატრიცას მამაკაცი მოეწონებოდა, ის მაშინვე მისი ფავორიტი ხდებოდა. ყველა ახალგაზრდა ეკატერინეს საძინებელში მოხვედრაზე და ახალი სტატუსისა თუ ფულადი ჯილდოს მიღებაზე ოცნებობდა.ვალერია მესალინარომის იმპერატორის ცოლი დროს ბევრ მამაკაცთან ატარებდა. მას იმდენად სიამოვნებდა მათთან დროის ტარება რომ ბორდელში წასასვლელად და თავისი სურვილების დასაკმაყოფილებლად სასახლეს ხშირად ღამითაც კი ტოვებდა.ელისაბედ პეტრეს ასულირუსეთის მონარქი, ელისაბედ I სიამოვნებისთვის არა მხოლოდ დიდგვაროვან მამაკაცებს, არამედ რიგითებსაც კი ანებივრებდა მნიშვნელოვანი თანამდებობებითა და მაღალი წოდებით. მას ერთდროულად რამდენიმე საყვარლის ყოლაც კი არ ერიდებოდა. გავრცელებული ჭორების თანახმად, იმპერატრიცასთან ღამის გათევაზე უარის შემთხვევაში, მამაკაცისთვის შესაძლოა სიცოცხლეც კი წაერთმიათ.მარია ანტუანეტასაფრანგეთის მეფეს, ლუი XVI-ეს მეუღლის, ავსტრიის ერცჰერცოგინიას მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ შეეძლო, რადგან ის ფიმოზით იტანჯებოდა. დედოფალმა პრობლემა სხვა მამაკაცების დახმარებით მოაგვარა. ყოველ საღამოს მარია ანტუანეტა მეჯლისზე დადიოდა, სადაც მამაკაცებს აცდუნებდა. ლუი XVI მშვენივრად ხვდებოდა, როგორ თავისუფლდებოდა მისი მეუღლე სტრესისგან, თუმცა სკანდალებს არ აწყობდა.კლეოპატრაკლეოპატრას ინტიმური კავშირის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და მამაკაცებთან გართობის გზებს ყოველთვის პოულობდა. ამბობენ, რომ დედოფალი იმდენად კარგი იყო საწოლში, რომ მის მკლავებში მოხვედრაზე ყველა მამაკაცი ოცნებობდა.გრაფინია დიუბარი13 წლის ასაკში გოგონა მონასტრიდან გაიქცა და ქალაქის ქუჩებში საკუთარი სხეულით ვაჭრობდა. ლუი XV-ს მშვენიერი ასული მოეწონა და საყვარლად გაიხადა. გრაფინიას სტატუსის მიღების მიუხედავად ის ფულის გამო მამაკაცებთან ურთიერთობას მაინც აგრძელებდა.მარკიზა დე პომპადურიჟანა ანტუანეტა პუასონი ეფექტური გარეგნობის გახლდათ, ამიტომ ის მდიდარ თაყვანისმცემელს ეძებდა. ლუი XV-სთან პირადი გაცნობის შემდეგ კი, ჟანა მისი ოფიციალური საყვარელი გახდა. თუ მეფე რომელიმე მინისტრისთვის მადლობის გადახდას მოისურვედა, ის მარკიზა დე პომპადურს მის საძინებელში გზავნიდა.ჯოვანა ნეაპოლელიჯოვანა სასიყვარულო თავგადსავლების მიმართ ცხოველ ინტერესს ჯერ კიდევ ყმაწვილობიდან იჩენდა. მის ლოგინში ათასზე მეტმა მამაკაცმა გაიარა, მეტიც, დედოფალს ერთდროულად რამდენიმე პარტნიორის მიღებაც მოსწონდა.გალა დალიმოდელი სალვადორ დალისთან შეხვედრამდე თავისი მსუბუქი ხასიათით იყო ცნობილი. სასიყვარულო თავგადასავლების მოყვარულს საკუთარ ჰობიზე უარი ვერც მხატვარზე გათხოვებამ აიძულა. ასაკთან ერთად მისი თაყვანისმცემლების რაოდენობამ იკლო, ამიტომ მამაკაცებს სიამოვნებისთვის ის ფულს უხდიდა, ხოლო როდესაც ფინანსები ამოეწურა, ის მათ ფულის ნაცვლად სალვადორ დალის ნახატებს ჩუქნიდა.470 შეფასება არ არის |