x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
7 სულისშემძვრელი ფოტო, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრეა გადაღებული

image


სიკვდილი - ყველა ადამიანში ერთგვარ შიშს ბადებს, თუმცა ქვეცნობიერად ყველამ ვიცით, რომ ეს - გარდაუვალია. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომლებიც ამ ადამიანების გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე იქნა გადაღებული. დამეთანხმეთ, რომ არის მათში რაღაც საზარელი და შიშისმომგვრელი.



ვეტერანი


image


მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა ჯასტუს ბელფილდმა სიკვდილის წინ, ბოლო ფოტოსთვის უკანასკნელად ჩაიცვა თავისი სამხედრო ფორმა, ის 98 წლის იყო.




ბოლო სელფი


image


15 წლის გარი სლოკმა, დედასთან პეტრა ლანგეველდთან ერთად ეს ერთობლივი ფოტო მალაიზიის ავიახაზების MH17- ის ბორტზე 2014 წლის 17 ივლისს გადაიღო. თვითმფრინავი აფრენიდან მალევე აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლების მიერ იქნა ჩამოგდებული, რის შედეგადაც ყველა მგზავრი დაიღუპა.




ჰიტლერი


image



როგორც ამბობენ, ეს დიქტატორის ბოლო ფოტოა, მან თავი ბერლინის მახლობლად მდებარე ბუნკერში 1945 წლის 30 აპრილს მოიკლა.



მკვლელის ფოტო



image


მანილაში (ფილიპინები) საოლქო საბჭოს 35 წლის დეპუტატმა რეინალდ დაგსამ მეუღლისთვის, ქალიშვილისა და დედამთილისთვის ფოტოს გადაღებისას შემთხვევით კადრში თავისი მკვლელი იმ დროს აღბეჭდა, როდესაც ის მანქანიდან გადმოვიდა და მას იარაღი დაუმიზნა. წამის შემდეგ დაგსა უკვე გარდაცვლილი იყო.



გამოსამშვიდობებელი პოსტი


image

22 წლის მექსიკელმა გაბრიელა ერნანდეს გერამ ეს საშინელი სელფი თავის ფეისბუქგვერდზე 2013 წელს გამოაქვეყნა, შემდეგ კი უიღბლო სიყვარულის გამო თავი ჩამოიხრჩო.



მომაკვდინებელი ტრიუკი


image


ამ ფოტოს გადაღებიდან 10 წამის შემდეგ, 17 წლის რუსი რუფერი ანდრეი რეტროვსკი 12 სართულიანი კორპუსის სახურავიდან ჩამოვარდა.




ბოლო სელფი


image


21 წლის სტეფანი ერნანდესმა "Snapchat"- ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი მეგობარი მას იარაღს უმიზნებს. იმავე საღამოს მეგობარმა მამაკაცმა სტეფანი თავის არეში გასროლით მოკლა.







0
458
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
458