x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველა დროის ყველაზე საუკეთესო სიმღერა

image


მეცნიერული თვალსაზრისით (და რა შეიძლება იყოს უფრო ობიექტური ვიდრე მეცნიერება?), ყველა დროის საუკეთესო სიმღერა, Queen–ს «Don’t stop me now» არის. ნეირობიოლოგის ჯეიკობ ჯოლიჯის თქმით, 70–იან წლებში შექმნილ ჰიტს, ყველა კომპონენტი აქვს საიმისოდ, რომ ყველა დროის საუკეთესო სიმღერად ჩაითვალოს — და იმავეს ფიქრობს, 2000 გამოკითხულიდან უმრავლესობა.

მეცნიერის აზრით, სიმღერა საუკეთესოდ რომ ჩაითვალოს, 3 პირობა უნდა დააკმაყოფილოს. ესენია: სწრაფი ტემპია (დაახლოებით, 150 დარტყმა წუთში), მაჟორული ბგერები და მხიარული ტექსტი. ასეთი ნაკრები მსმენელს პოზიტიური ემოციებით მუხტავს და განწყობას უმაღლებს. ამას ფრედი მერკურის უბადლო შესრულებაც ემატება და... მოკლედ, თავად მოუსმინეთ:



როდესაც კარგ სიმღერაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ, კიდევ ერთი ჰიტი, რომელიც ასევე, გასული საუკუნის 70–იან წლებში შეიქმნა. ის «ქანთრის დედოფალმა» დოლი რებეკა პარტონმა (Dolly Rebecca Parton) დაწერა და თავადვე ასრულებდა. სიმღერის საკუთარი ვერსია მომღერალმა 1974 წელს ჩაწერა და სინგლმა მაშინვე, ქანთრი–მუსიკის განყოფილებაში, პირველი ადგილი დაიკავა.

გავიდა დრო და ის «პირადი მცველი» («The Bodyguard» 1992 წ.) ჩართეს, რომელიც უიტნი ჰიუსტონის გმირმა შეასრულა. ის უკვე აღარ იყო ნაღვლიანი ქანთრი ბალადა. სიმღერაში გაჩნდა ძალა, დრამატიზმი და სოულის «ჰაერი».



«I Will Always Love You» და «პირადი მცველი» ნამდვილი ბომბი აღმოჩნდა, რომელმაც 1992 წლის ნოემბერში, შოუ-ბიზნესი ააფეთქა. სიმღერა 14 კვირის მანძილზე ჰიტების სათავეში იყო, ხოლო ფილმის საუნდტრეკმა გაყიდვების რაოდენობით (43 მლნ. ასლი), ყველა წინა რეკორდი მოხსნა. თავად ფილმის შემოსავალი კი, კინოგაქირავებიდან, 400 მლნ. დოლარს აჭარბებდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 15 საოცარი ბუნებრივი მოვლენა

* "შოუ–ბიზნესი ყალბი სამყაროა" – მოსკოვში ჩასულ პუგაჩოვას რუსი ვარსკვლავები ცივად შეხვდნენ

* ჰიტლერის საიდუმლო სარდაფი



1
197
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
197
  
2023, 12 მაისი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1