x
ჩეხოვის 10 გენიალური გამონათქვამი

ჩეხოვის 10 გენიალური გამონათქვამი

1.„მე არ მწამს ჩვენი თვალთმაქცი, ყალბი, გაუნათლებელი და ზარმაცი ინტელიგენციის, როცა ის იტანჯება და ჩივის. მათი სიბეჩავე, უგუნებობა და გულდამძიმებულობა შიგნიდან მოდის. მე ინდივიდუალური პიროვნებების მჯერა და ხსნას განცალკევებულ ინდივიდებში, ინტელექტუალებსა და გლეხებში ვხედავ, რომლებიც თვალუწვდენელი რუსეთის სხვადასხვა კუთხეში არიან მიმოფანტულნი. აი, სწორედ რომ მათ აქვთ ძალა და ძლევამოსილება, მაგრამ ისინი ცოტანი არიან.“

2.„ქალი მხოლოდ ამ სამი საფეხურის გავლის შემდეგ ხდება კაცის მეგობარი. პირველად ის თანახმაა ნაცნობობაზე, შემდეგ მას უნდა იყოს მბრძანებელი და ამის შემდეგ კი თანახმაა იყოს მეგობარი.“

3.„პიროვნებაში ყველაფერი ერთდროულად უნდა მოგეწონოს, მისი სახეც, ჩაცმულობაც, სულიც და ფიქრებიც.“

4.„არაფერი ისე არ ამშვიდებს და ათრობს ადამის მოდგმას, როგორც ფული. როცა ბევრი ფული გაქვს, სამყარო გაცილებით უკეთეს საცხოვრებელ ადგილად გეჩვენება, ვიდრე ის სინამდვილეშია.“

5.„არაფერი ისე არ ამტკიცებს და აწრთობს სიყვარულს, მეგობრობასა და პატივისცემას, როგორც რაღაცისადმი საერთო სიძულვილი.“

6.„ნუთუ მართლა შეუძლია ისეთ სიტყვებს, როგორიცაა კათოლიკე, მართლმადიდებელი, ებრაელი, რაიმე სახის განსაკუთრებული პიროვნული ღირსებისა და დამსახურების გამოხატვა?“

7.„რუსეთის ტყეებს ყელზე აქვთ მიბჯენილი ნაჯახები და მილიარდობით ხე უმოწყალოდ იჩეხება და იჩეხება და ამით არა მარტო ბუნება ნადგურდება, არამედ ის ცხოველები და ფრინველებიც, რომლებიც იქ სულდგმულობენ. მდინარეები მეჩხერდებიან და უარეს შემთხვევაში შრებიან კიდეც, ჩინებული ლანდშაფტები სამუდამოდ უჩინარდებიან… ჩვენ, ადამის მოდგმისანი, დაჯილდოვებულნი ვართ შემოქმედებითი ნიჭით იმ მხრივ, რომ გავამრავლოთ ის, რაც ჩვენთვის განგებას მოუცია; მას არ შეუქმნია, მაგრამ ანადგურებს. სულ უფრო და უფრო ნაკლები ტყეებია შემორჩენილი, მდინარეები კი შრებიან, ველური ბუნება გადაშენების პირასაა, კლიმატი განადგურებულია და დედამიწა, როგორც არასდროს, უფრო და უფრო მეტად ღარიბი და მახინჯი ხდება.“

8.„მეჩვენება, რომ ცხოვრებაში ყველა ბოროტება უსაქმურობის, მოწყენილობისა და ფიზიკური სიცარიელისაგან მოდის, მაგრამ ყოველივე ეს გარდაუვალია, როცა ადამიანი სხვის ხარჯზე ცხოვრებას ეჩვევა.“

9.„კომფორტი და კეთილმოწყობის საშუალებანი ჯადოსნურ ძალაუფლებას ფლობს. ის ნელ-ნელა, თვით ყველაზე დიდი ნებისყოფის ადამიანებსაც კი თავისი გავლენის მორევში ითრევს.“

10.„გაცილებით ადვილია რაიმე სოკრატეზე დაწერო, ვიდრე ახალგაზრდა ქალსა თუ მზარეულზე.“

0
49
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0