სხვა ფაქტები აცრაზე, რომელიც ყველა ჩვენგანმა აუცილებლად უნდა იცოდეს! 2023, 9 მაისი, 9:59 ვაქცინაციის თემა ხშირად ხდება მწვავე და სერიოზული დებატების მიზეზი, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ბავშვის აცრებს ეხება. ერთი მხრივ, ვაქცინაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო გზა ინფექციური დაავადებებისგან დასაცავად; მეორე მხრივ, მშობლები შიშობენ, რომ ვაქცინის გვერდითი ეფექტები გამოიწვევენ ცუდ შედეგებს და უნდობლობას უცხადებენ ტრადიციულ მედიცინას.
თითოეულ ქვეყანას ვაქცინაციის საკუთარი გრაფიკი აქვს. მაგალითად, აშშ-ში 16 სავალდებულო ვაქცინაა; დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში 12; გერმანიაში - მშობლის პირადი პასუხისმგებლობის საკითხია; იტალიაში ვაქცინაზე უარის შემთხვევაში € 7, 500-თი დაჯარიმდებით, ჩინეთში იგივე შემთხვევისთვის კი ციხეში წახვალთ. ფორუმზე თუ ექიმთან დასმულ, ყველაზე გავრცელებულ და საეჭვო კითხვებზე პასუხებს, სწორედ ამ სტატიიდან მიიღებთ. პასუხები მომზადებულია ექიმებისა და სამეცნიერო კვლევების საფუძველის შედეგად. სტატისტიკა წითელას შემთხვევაში წლების მიხედვით ☞ რიგი ვაქცინები კეთდება მხოლოდ ეპიდემიის აღნიშვნის მიხედვით, მაგ: გრიპის, ენცეფალიტის შემთხვევაში და ა.შ. დაიმახსოვრეთ, რომ ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია, რადგან დაავადების მახასიათებელი და სირთულე, ყველა პაციენტში ინდივიდუალურია. მაგალითად: თუ ალტაში აპირებთ სამოგზაუროდ წასვლას, აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ენცეფალიტის საწინააღმდეგო ვაქცინა. თუ ხშირად მოგზაურობთ სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვთან ერთად, მაშინ საჭიროა გაიკეთოთ ის ვაქცინა, რომელი დაავადების არსებობის საკითხიც დგას მოცემულ ქვეყანაში. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მულტიკომპონენტიანი ვაქცინები უფრო აძლიერებს იმუნურ სისტემას, ვიდრე ერთ კომპონენტიანი ვაქცინა. ნებისმიერი ვაქცინა, როგორც ნებისმიერი ინფექციური დაავადება, იწვევს იმუნური სიტემის გააქტიურებას. გაიზარდა ვაქცინების რიცხვი და იმ ვაქცინებისგან განსხვავებით, რომლებიც 40 წლის წინ იყო, თანამედროვე ვაქცინები არ შეიცავს პროტეინს და პოლციკარდიდს, ამიტომ ორგანიზმის მიერ მათი გადატანა უფრო მარტივად და გართულებების გარეშე ხდება. ☞ მშობლების გარკვეული ნაწილი ელოდება ბავშვის წამოზრდას და თავს იკავებს ვაქცინაციისგან, რადგან ფიქრობს, რომ გაზრდის შემთხვევაში უფრო მოუძლიერდება ჩვილს იმუნიტეტი და ვაქცინასაც კარგად გადაიტანს. მშობლის ნაწილი ელოდება, რომ ბავშვი გახდეს 1 წლის, გარკვეული ნაწილი იცდის 2 წლამდე და არინ იმ კატეგორიის მშობლები, რომლებიც ბავშვებს არ ცრიან სკოლის ასაკამდე. მინდა გითხრათ, რომ ეს ტაქტიკა არასწორია! ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ვაქცინაციის მოქმედების არაპროგნოზირებადობის რისკი, რასაც მოწმობს მრავალწლიანი კვლევები და სტატისტიკაც. ნებისმიერ ვაქცინას შეუძლია გამოიწვიოს ბუნებრივი რეაქციები: ტკივილი, შეშუპება, ქავილი ნანემსრის ადგილას, სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, უმადობა, თავის ტკივილი. დაიმხსოვრეთ, რომ ეს სხეულის ნორმალური რეაქციაა, რომელიც საბოლოოდ გაივლის. ასევე გახსოვდეთ, რომ ვაქცინაციის სარგებელი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დროებითი რეაქციები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე. ვაქცინის შემდეგ გართულებების შემთხვევა ბევრად მცირეა, ვიდრე ბუნებრივი რეაქციები. მაგალითად, ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემთხვევაში ძლიერი გართულება მხოლოდ 600 ათასში ერთხელ ხდება. ☞ არსებობს მოსაზრება, რომ ძუძუთი კვების დროს ბავშვი საიმედოდაა დაცული დედის რძეში არსებული იმუნოგლობულინების მეშვეობით, რომლებიც იცავს ჩვილს ყველაზე მძიმე დაავადებებისგანაც. მთლად ასე არ არის, დედის რძე ეფექტურია მხოლოდ თავიდან და მხოლოდ რამდენიმე თვე. გახსოვდეთ, რომ დედის რძეში ასევე არის ანტისხეულები, რომლებიც გროვდება სწორედ იმ დაავადებების გამო, რომლებიც დედას გადაუტანია. ბავშვს საკუთარი ანტისხეულების გამომუშავება სჭირდება და სწორედ ამიტომაა ვაქცინაცია საჭირო, რომ ჩვილმა გამოიმუშავოს ორგანიზმის საკუთარი თავდაცვითი სისტემა. ვაქცინის უმეტესობა შეიცავს მერტიოლატს (ეთილ-მერკურს), როგორც კონსერვანტს. მნიშვნელოვანია ეთილის და მეთილის გამოყოფა. მეთილ-მერკური ორგანიზმში გროვდება და 1, 5 წელი რჩება სისხლში, ხოლო მერტიოლატი, ანუ ეთილ-მერკური როგორც კონსერვანტი, მალე, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გამოიყოფა ორგანიზმიდან. ვაქცინაცია არ იძლევა ინფექციებისგან 100%-იან დაცვას. დიახ! მაგალითად, პოლიომიელიტის და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა დაახლოებით 100% -ით გიცავთ, მაგრამ სხვები - ტუბერკულოზის და ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინები შემოიფარგლება ეფექტით, რომ დაავადების ფორმა უბრალოდ დაარბილოს და გართულებების გარეშე გადაატანინოს მატარებელს. ☞ ვაქცინის პირველი ინიექციის შემდეგ თავდაცვითი რეაქციები ნელ-ნელა ვითარდება და ნარჩუნდება რამდენიმე თვის განმავლობაში. მომდევნო ვაქცინის დროს კი ეს რეაციები უფრო სწრაფად ვითარდება და ნარჩუნდება რამდენიმე წელი. აქედან გამომდინარე, ძლიერი ბარიერის შესაქმნელად, საჭიროა ვაქცინაციის რამდენიმე ინექცია. გახსოვდეთ, რომ ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორგანიზმს 20 წელი იცავს; B ჰეპატიტის- 10 წელი და ა.შ. სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ ვაქცინაციის გრაფიკი დაიცვათ! ვაქცინის ექსპერტთა ადმინისტრაციის მიერ სამეცნიერო კვლევის მიხედვით დაიდო ონფორმაცია, რომ ინტერვალი ვაქცინებს შორის აუცილებლად უნდა იყოს 1 თვე, ზოგიერთი ვაქცინის შემთხვევაში კი 3 თვე. ☞ ყველა ნორმალური ექიმი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის დაწყებამდე თითოეული ბავშვი საჭიროებს იმუნურ სტატუსს. რაც შესაძლებელს გახდის ვაქცინაციის შედეგების გართულებების თავიდან აცილებას და ამ გართულებების მინიმუმამდე დაყვანას. ამიტომ, თითოეულ მშობელს გირჩევთ, რომ ვაქცინაციამდე გაიაროთ კონსულტაცია იმუნოლოგთან. P.S. შეგახსენებთ, რომ სტატია მომზადებულია ექიმებისა და სამეცნიერო კვლევების საფუძველზე მიღებული პასუხების შედეგად. ჯანმრთელობას გისურვებთ! 31 6-ს მოსწონს
|