პროფილაქტიკა როგორ გავთავისუფლდეთ ტოქსინებისგან 20 წუთში 2023, 11 მაისი, 9:35 ათასობით წლის განმავლობაში მრავალი ხალხი იყენებდა და იყენებს ეფსომის მარილებს სხეულის გასაწმენდად, მებაღეობისა და სახლის დასუფთავებისთვის. ბევრმა თქვენგანმა ალბათ არ იცის, თუ რა არის ეფსომის მარილი.
ეფსომის მარილი - რომელსაც ასევე აქვს სახელი მაგნიუმის სულფატი, არის ქიმიური ნაერთი, რომელიც შედგება მაგნიუმის, გოგირდის და ჟანგბადისგან. მისი ნაკლებად მეცნიერული სახელწოდება რეალურად მომდინარეობს მისი გავრცელებიდან სოფელ ეპსომში, სურეიში, ინგლისი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი პირველი სპა ქალაქია, სადაც ხალხი მიდიოდა ამ „წყლების ასაღებად“. მლაშე მარილიანი წყარო სამკურნალო თვისებებით გამოირჩეოდა. ეს მარილი სხვა მარილებისგან განსხვავდება იმით, რომ ეს არის ბუნებრივად სუფთა მაგნიუმის სულფატის მინერალური ნაერთი, რომელსაც მთელი სხეულის ჯანმრთელობა და დეტოქსიკაციის სარგებელის მოტანა შეუძლია. ის ადვილად შეიწოვება კანში და აღწევს სისხლძარღვებში. კანი არის ფოროვანი გარსი, რომელიც შთანთქავს მას და შლის ტოქსინებს. წყალში დამატებისას ეს მარილები ასტიმულირებს ორგანიზმიდან ზედმეტი მარილების და საშიში ტოქსინების გამოდევნის პროცესს. მაგნიუმი ძალზე მნიშვნელოვანია 325-ზე მეტი ფერმენტისთვის და ამშვიდებს ანთებას, ხსნის ნერვულ და კუნთოვან დაძაბულობას და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევის პროცესს. სულფატები აუცილებელია ჯანსაღი კანისთვის, ნერვული ქსოვილებისა და სახსრებისთვის. ეს ნაზავი შლის ტოქსინებს და ხელს უწყობს ძირითადი ცილის მოლეკულების გამომუშავებას ტვინისა და სახსრების ქსოვილში. რეგულარული მარილის აბაზანების გამოყენება ასევე გვეხმარება კუნთების ტკივილის, მიკოზის დროს, შველის ფეხის და ფრჩხილის სოკოებს, პოდაგრას, მკურნალობს დაჭიმვასა და დაჟეჟილობას, ქრონიკულ დაავადებებსა და ტკივილს, ხსნის ანთებას, ასუფთავებს ორგანიზმს, ასევე არეგულირებს მინერალურ ბალანსს. გაფრთხილება! თუმცა, ორსულებმა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებმა, ღია დამწვრობის ან სხეულის ჭრილობების მქონე პირებმა ამ მარილის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. როგორ გავთავისუფლდეთ ტოქსინებისგან 20 წუთშიროგორ მივიღოთ ეფსომის მარილის აბაზანა - სარულფასოვანი აბაზანისთვის დგჭირდებათ, რომ 40 წუთამდე იჯდეთ ამ ხსნარში, რადგან კანმა რომ შთანთქოს ვანიდან მინერალები, 20 წუთია საჭირო, ხოლო იმისათვის, რომ ორგანიზმიდან მოხდეს ტოქსინების გამოდევნა, დამატებით კიდევ 20 წუთი. თბილი წყლის აბაზანაში ვამატებთ ეფსომის მარილს შემდეგი კომბინაციით: 27-28 კგ-მდე ბავშვები: სტანდარტული ზომის აბაზანისთვის დაამატეთ 1/2 ჭიქა მარილი. 28-45 კგ წონის ბავშვები: სტანდარტული ზომის აბაზანისთვის დაამატეთ 1 ჭიქა მარილი. ბავშვები და მოზრდილები 45-68 კგ მასით: სტანდარტული ზომის აბაზანისთვის დაამატეთ 1 + 1/2 ჭიქა მარილი. 68-90 კგ წონის ადამიანები: აბაზანის სტანდარტული ზომისთვის დაამატეთ 2 ჭიქა მარილი. თუ თქვენი წონა 90 კგ-ზე მეტია, მაშინ ყოველ დამატებით 50 კგ-ზე უნდა დაამატოთ 1/2 ჭიქა მარილი. დამატებითი რჩევები: ასეთ აბაზანაში ანტიოქსიდანტების რაოდენობის გასაზრდელად და აბაზანის ეფექტურობის გასაზრდელად შეგიძლიათ დაამატოთ 1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი, რომელიც კარგია კანისთვის და შეიცავს პოლიფენოლებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ჯანჯაფილი ან კაიენის ფხვნილი, რათა გაზარდოთ აბაზანის გამათბობელი თვისებები და გამოათავისუფლოთ ორგანიზმი მეტი ტოქსინებისგან ოფლის გამოყოფის მეშვეობით. მოერიდეთ საპონს, რადგან ის ხელს უშლის დეტოქსიკაციის პროცესს და მინერალების მოქმედებას. აბაზანის შემდეგ რეკომენდებულია 1-2 საათის განმავლობაში დასვენება. 108 3-ს მოსწონს
|