საზოგადოება ვაჟა-ფშაველას 3 გენიალური ლექსი 2023, 8 მაისი, 22:54 1.რამ შემქმნა ადამიანადრამ შემქმნა ადამიანად? რატომ არ მოვედ წვიმადა, რომ ვყოფილიყავი მუდამა ღრუბელთ გულ - მკერდის მძივადა, მიწაზე გადმოსაგდებად ცვარად ან თოვლად ცივადა? არ გამწირავდა პატრონი ასე ოხრად და ტივლადა! ცაშივე ამიტაცებდა, თან მატარებდა შვილადა. ასე არ დამჭირდებოდა სულ მუდამ ყოფნა ფრთხილადა. მზის მოტრფიალე ვივლიდი სიკვდილის გამაწბილადა; მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი მე მექნებოდა წილადა. გავიხარებდი, მთა - ბარსა ოდეს ვნახავდი მწვანედა, მორწყულსა ჩემის ოფლითა, ყვავილებს შიგნით, გარეთა. გადავუშლიდი გულ - მკერდსა დღისით მზეს, ღამით მთვარესა. სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი მომაკვდავ არე - მარესა. თოვლად ქცეულსა გულშია ცეცხლად იმედი მრჩებოდა, რომ ისევ ჩემი სიკვდილი სიცოცხლედ გადიქცეოდა და განახლებულ ბუნებას ყელ - ყურზე მოეხვეოდა.
იას უთხარით ტურფასა მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგონია სიცოცხლე სამოთხის კარი ღიაო; ნუ მოხვალ, მიწას ეფარე, მოსვლაში არა ყრიაო. ნუ ნახავს მზესა, ინანებს, განა სულ მუდამ მზეაო! მიწავ, შენ გებრალებოდეს ეს ჩემი ტურფა იაო, შენ უპატრონე, ემშობლე, როგორაც შენი ზნეაო.
მრწამს, მარად მიწამებია მუდმივ სიცოცხლე სულისა, კარგისა, ქვეყნის მოყვარის, ქვეყნის ბედისგან წყლულისა. მრწამს, ფერფლნი კარგის გულისა ქარმ რო გაფანტოს ხმელადა, თითოში მაინც ენთება ტიალ-სურვილი ცხელადა, - ავის მჩაგრავად, კეთილის მუდამ იქნება მცველადა; ბეჩავის, გაჭირებულის მომხმარედ, მეშვლად, მხსნელადა. კარგს გულს არა ჰკლავს ბუნება, თან დააქვს ძველის-ძველადა! 224 შეფასება არ არის
|