შეუძლებელია, ადამიანმა ყველაფრის შესახებ იცოდეს, სწორედ ამიტომაცაა საჭირო ინტერნეტი, იქ ხომ ნებისმიერ კითხვაზე შეგიძლიათ პასუხის პოვნა:
1. ტყესთან ახლოს ღობეზე ასეთი “ხის ჭიშკარია", რისთვის უნდა იყოს?
პასუხი: მაჩვისთვის განკუთვნილი კარია. თუ მაჩვის გზაზე ღობეს დააყენებთ, საუკეთესო შემთხვევაში ის გათხრის, უარეს შემთხვევაში კი ღობეს დაანგრევს. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს მსგავსი პრობლემის მქონე ადგილებში, დამონტაჟებულია მაჩვისთვის ერთგვარი ჭიშკარი, რომელიც საშუალებას აძლევს ცხოველს გაიაროს მასში, ისე, რომ რამე არ დააზიანოს.
2. “ამსტერდამის სახლის სხვენში ეს წვეტებიანი მრგვალი ბორბალი ვიპოვეთ"
პასუხი: ”ეს არის ბორბალი, რომელიც ადრე იყო ჯალამბარის ნაწილი, ის გამოიყენება სხვენში ტვირთის ასაწევად”
3. "ველოსიპედის ჩარჩოს ზედა ნაწილში ლითონის დიდი ჩანართი, როგორც ჩანს დასაკეცია, აქვს სახელური"
პასუხი: საბავშვო ეტლის დასამაგრებელია
4. ”სახლში, რომელსაც ვქირაობთ, სარდაფში აქვს თოკები, პლასტმასის კაუჭებით/სამაგრებით”
პასუხი: ქუდების ჩამოსაკიდია
5. "მუნიციპალური მანქანები გაზს ქუჩებში უშვებენ"
პასუხი: კოღოების საწინააღმდეგო სითხეა- გავრცელებული ინფორმაციით, ეს კეთდება სისხლისმწოველი მფრინავი მწერების მიერ გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად. გაზს როგორც წესი ღამით უშვებენ ხოლმე.
6. “რბილი ატლასის ნაჭერი შესაკრავებით და შუაში პატარა ნახვრეტით. ხელით შეკერილს ჰგავს და მგონია, რომ რაიმე კოსმეტიკური ნივთის შესანახია"
პასუხი: ეს არის ხის საკიდის თავზე ჩამოსაცმელი, რათა არ ჩამოცურდეს მსუბუქი ნივთები, როგორიცაა კომბინიზონი ან საცვალი.
7. “ნაპოვნია სამკაულების ყუთში. დაახლოებით 6, 5 სმ სიგრძის ლითონის ობიექტი, რომელიც იშლება და შიგნით აქვს სამი წვეტიანი პლასტმასის ნაჭერი"
პასუხი: ეს მრავალჯერადი კბილის ჩხირია
8. „ორი პლასტმასის კაუჭის ფორმის ხელსაწყო ბოლოში ორმაგი წვეტით. რა არის და რისთვის გამოიყენება?"
პასუხი: ერთგვარი ინსტრუმენტია ტკიპების მოსაშორებლად
9. „დიდი ხის ნივთი, რომელიც ტანსაცმლის სამაგრს ჰგავს. წონა დაახლოებით 1, 8 კგ, სიმაღლე 85 სმ. მუქი ხის, ცოტა გაცვეთილია და მგონი 40 წელზე მეტის იქნება".
პასუხი: "ეს არის სამრეცხაო მოწყობილობა, რომელსაც "wasstamper" ჰქვია, რომელსაც ოდესღაც ჰოლანდიელები იყენებდნენ"
10. "სქელი ლითონის მავთული, რომელსაც მიმაგრებული აქვს ორი წითელი შუშის ბურთი. ბურთების მოხსნა შეიძლება. სიგრძე 8 სმ-ზე ოდნავ ნაკლებია. "
პასუხი: დანების ძველი სალესია
11. „დაკეცვისას ეს ხელსაწყო ეტევა ტყავის ყუთში, დაახლოებით 5 სმ სიგრძის, იხსნება, აქვს ორი ტელესკოპური ღერო, რომლის სიგრძე დაახლოებით 43 სმ-ია“
პასუხი: ტანსაცმლს დასაკეცი საკიდია
12. ”პლასტმასის ღერო ჩამაგრებულია კარის ზედა სამაგრში. გადავედი ახალ სახლში და წინა მფლობელს ისინი რამდენიმე კარზე ჰქონდა მიმაგრებული. არც მავთულები აქვს, არც სენსორები და ისინი მხოლოდ სარდაფშია. არც მე და არც უძრავი ქონების აგენტმა არ ვიცით რა არის ეს“.
პასუხი: ”ეს არის Glidelok-ის ბავშვის უსაფრთხოების კარის საკეტი. საკეტის მეორე ნაწილი მოძრაობს კარის თავზე"
13. „რა არის ეს ძველი ბრინჯაოს ჭურჭელი? აქვს ორი სახელური, ჩამოსაკიდი, მაგრამ ძალიან დაბალია იმისთვის, რომ წყალი ატარონ დაქცევის გარეშე"
პასუხი: ეს არის ზეთის სანათი ერთიდან ორ ფითილზე, იმისდა მიხედვით, თუ რამდენი სინათლე გჭირდებათ.
14. "4 მძიმე ღრუ ლითონის ცილინდრი დაახლოებით 2, 5 სმ სიგრძის. ყუთზე აღწერილობის გარეშე იყო"
პასუხი: სიგარების ჩასაქრობია
15. “მინის უცნაური ნივთი, ვერ ამოვხსენით რისთვის შეიძლება იყს"
პასუხი: ყვავილების ერთგვარი ლარნაკია